EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იუპიტერი (პლანეტა) »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2013-01-20 13:23:14
იუპიტერი
იუპიტერი (ძვ. ქართული სახელწოდება დია ან მუშთარი) — მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის საპატივსაცემოდაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.
ფიზიკური მახასიათებლები
იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან ვინემ მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედი.
იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.
დასახელება. დრო. უახლოესი მანძილი იუპიტერთან.
Pioneer 10, 3 დეკემბერი 1973, 130,000 კმ
Pioneer 11, 4 დეკემბერი 1974, 34,000 კმ
Voyager 1, 5 მარტი 1979, 349,000 კმ
Voyager 2, 9 ივლისი 1979, 570,000 კმ
Ulysses, თებერვალი 1992, 409,000 კმ
Ulysses 2, თებერვალი 2004, 240,000,000 კმ
Cassini, 30 დეკემბერი 2000, 10,000,000 კმ
New Horizons, 28 თებერვალი 2007, 2,304,535 კმ
შინაგანი სტრუქტურა
იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.
ატმოსფერო
იუპიტერის ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: წყალბადი (81% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 75% – მასის მიხედვით) და ჰელიუმი (18% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 24% – მასის მიხედვით). აგრეთვე ატმოსფეროს შემადგენლობაშია მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. ატმოსფეროს გარე ფენები შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს.
პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის და ნახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ "გალილეოს" მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება, წნევა კი — 24 ატმოსფეროს.
ორბიტალური მახასიათებლები
აფელიუმი 816 620 000 კმ
(5,457659 ა. ე.)
პერიჰელიუმი 740 520 000 კმ
(4,949066 ა. ე.)
დიდი ნახევარღერძი (a) 778 570 000 კმ
(5,203363 ა. ე.)
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,0489
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 4332,589 დღე (11,86 წელი)
ორბიტალური სიჩქარე (v) 13,07 კმ/წმ (საშ.)
დახრილობა (i) 1,03° (ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ)
6,09° (მზის ეკვატორის მიმართ)
ამომავალი კვანძის გრძედი () 100,55615°
პერიცენტრის არგუმენტი () 275,66°
თანამგზავრები 67
ფიზიკური მახასიათებლები
შეზნექვა 0,06487
ეკვატორული რადიუსი 71 492 ± 4 კმ
პოლარული რადიუსი 66 854 ± 10 კმ
ზედაპირის ფართობი (S) 6,21796×1010 კმ²
მოცულობა (V) 1,43128×1015 კმ³
მასა (m) 1,8986×1027 კგ
საშუალო სიმკვრივე () 1,326 გრ/სმ³
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) 24,79 მ/წმ² (2,535 g)
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 59,5 კმ/წმ
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე 12,6 კმ/წმ ან 45 300 კმ/სთ
ბრუნვის პერიოდი (T) 9,925 საათი
ღერძის დახრილობა 3,13°
ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () 17 სთ 52 წთ 14 წმ
268,057°
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 64,496°
ალბედო 0,343 (ბონდი)
0,52 (გეომ. ალბედო)
ატმოსფერო
ატმოსფერული წნევა 20—220 კპა
სიმაღლის სკალა 27 კმ
შემადგენლობა:
89,8±2,0 % წყალბადი
10,2±2,0 % ჰელიუმი
~0,3 % მეთანი
~0,026 % ამონიუმი
~0,003 % წყალბადის დეიტერიუმი
0,0006 % ეთანი
0,0004 % წყალი
იუპიტერის დღე ღამე შეადგენს 9 საათსა და 55 წუთს 40,6 მეათედ წამს