EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 2015 წლის ჰოროსკოპი - როგორი იქნება ლურჯი თხის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებისთვის »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: DEMI
თარიღი: 2014-11-18 11:58:40
2015 წელი ჩინური ლურჯი (მწვანე) თხის წელია და თუ ჩინური ტრადიციით თხა არაპრაქტიკულ არსებად მიიჩნევა, დამდეგ წელიწადში მას შეცვლა მოუწევს! პირველ ადგილზე ამ წელს სწორედ პრაქტიკულობა და პრაგმატიზმი იგება, ყველაფერი დანარჩენი კი – მაღალი მატერიები, რომანტიკა, მეოცნებეობა და იდეალიზმი მეორე, ხანდახან კი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
ჰოროსკოპი 2015 – ვერძი
ვერძებს 2015 წელს ბევრი მუშაობა მოუწევთ, თუმცა მათი ძალისხმევა სამსახურში დაწინაურებით და მათი დამსახურების დაფასებით დაჯილდოვდება. ნუ დამალავთ თქვენს ამბიციებს, მაგრამ ნურც გარშემომყოფების თქვენი ნებისთვის დამორჩილებას მოინდომებთ, რადგან მათი მხრიდან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდებით.
იმუშავეთ საკუთარ თავზე, ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ და ახალი ცოდნისა და უნარ–ჩვევების შეძენის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. 2015 წელს თქვენ მოქნილობისა და ლოიალობის სწავლაც მოგიწევთ. გამოიჩინეთ ეშმაკობა და ყველაფრის შუბლით გატანას ნუ შეეცდებით. პირად ცხოვრებაში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს. თხა სიყვარულით აღსავსე არსებაა, თუმცა ურჩევნია მას აღმერთებდნენ, ვიდრე თავად უყვარდეს, ამიტომაც თქვენც სიყვარულისა და სექსუალური სიამოვნებისთვის მეტი დროის დათმობა მოგესურვებათ. ამას ხელს ვერ შეუშლის გარკვეული არასტაბილურობა საქმიან სფეროში, რომელსაც სასურველი შედეგით მოგვარებისთვის ყურადღება ესაჭიროება. ღირშესანიშნავი მოვლენები წლის მეორე ნახევარში, ზაფხულის შემდეგ მოხდება, თანაც შესაძლოა ერდროულად პირად და საქმიან ცხოვრებაში. გარდა ამისა თქვენ გრანდიოზული საჩუქარი ან ძალიან მსხვილი და მოულოდნელი მოგება გელით.
ჰოროსკოპი 2015 – კურო
კუროებისთვის საკმაოდ რთული წელი დგება, რადგან მათ ცხოვრების ჩვეული წესიდან გადახვევა და საკუთარი თავის ახალ სფეროში გამოცდა მოუხდებათ. სტაბილურობამ, რომელშიც კუროები მთელი 2014 წელი ცხოვრობდნენ, ისინი ცოტა მოშვებულები გახადა, ლურჯი თხა კი კუროებს ენერგიულ მოქმედებას აიძულებს.
შეიძლება ხელმძღვანელობას ან თქვენს დაქვემდებარებულებს დაუპირისპირდეთ, ხოლო ინტერესების სხვაობისა და სურვილებისა და ვალდებულებების შეუსაბამობის მიზეზით წარმოქმნილი შინაგანი კონფლიქტის გამო პრობლემები ოჯახშიც შეგექმნათ. ნუ იქნებით ძალიან ჯიუტი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, თხა არა მხოლოდ ახალი საქმის დაწყების შანსს გაძლევთ, არამედ მის წარმატებით გაგრძელებას გპირდებათ. მთავარია აქტიურად იმოქმედოთ და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მარტოხელა კუროები პირადი ცხოვრების აწყობას შეეცდებიან და მათი ძალისხმევა ამაო რომ არ იყოს, ამისთვის მცირედით კმაყოფილების მიღწევა უნდა ისწავლონ. ნუ დაუწყებთ ძებნას პრინცს ან პრინცესას, მიიხედ–მოიხედეთ ირგვლივ, ბედნიერებას სწორედ მათ შორის აღმოაჩენთ, ვისაც დიდი ხანია იცნობდით.
ჰოროსკოპი 2015 – ტყუპები
ტყუპები 2015 წელს შესანიშნავად იგრძნობენ თავს, რადგან თავიანთი თანდაყოლილი არტისტიზმისა და მჭევრმეტყველების გამოყენებას მაქსიმალურად ეფექტურად შეძლებენ.
თქვენ იოლად დაარწმუნებთ გარშემომყოფებს თქვენს განსაკუთრებულობასა და შეუცვლელობაში და ამით სოციალური თუ კარიერული კიბის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლასაც მოახერხებთ. გამოიყენეთ დაგროვილი გამოცდილება, იყავით ბრძენი და დახვეწილი, ეცადეთ გარშემომყოფების შესახებ თქვენი უარყოფითი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ, მით უმეტეს, თუ ამ კონკრეტულ ადამიანებზე თქვენი ბედია დამოკიდებული. 2015 წელს მოგიწევთ ისწავლოთ, როგორ მიუტევოთ ადამიანებს წყენა, საწინააღმდეგო შემთხვევაში თქვენი უადგილო შურისძიება დიდი ხნის შრომით მოპოვებული კეთილგანწყობის დაკარგვას გამოიწვევს. ამის დაშვება კი არ შეიძლება, რადგან 2015 წელს თქვენს მომავალ სტაბილურ კეთილდღეობას ეყრება საფუძველი. ამ წელს გამოჩენილ სიბრძნესა და მახვილგონიერებაზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება მომავალი წლების განმავლობაში. თუ მეორე ნახევარი კიდევ არ გიპოვიათ, მომავალ საყვარელ ადამიანს შესაძლოა ხალხმრავალ გასართობ ღონისძიებაზე ან დასასვენებლად ყოფნის დროს გადააწყდეთ.
ჰოროსკოპი 2015 – კირჩხიბი
კირჩხიბებს მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად 2015 წელს ბევრი შრომა დაჭირდებათ. დაივიწყეთ თქვენი ინფანტილურობა, ნურავის დაუთმოთ იმას, რაც თქვენ გეკუთვნით ან აუცილებელი მანიპულაციების შემდეგ შეიძლება თქვენი საკუთრება გახდეს.
გამოძვერით „ბუნაგიდან“ და დაიწყეთ ადამიანებთან ურთიერთობა – 2015 წელს კავშირები და ნაცნობობა უზარმაზარ სარგებელს მოგიტანთ. ამ წელს გეძლევათ „ოქროს მარაგის“ შექმნის შანსი, რომელიც სიმშვიდეს მოგანიჭებთ, რადგან ფინანსურად დაცულად იგრძნობთ თავს. ამ წელს ნუ მისცემთ თავს შეუმჩნევლად დარჩენის ნებას, მორცხვობა არაფერში გამოგადგებათ. რასაკვირველია, საკუთარ ღირსებებზე ქუჩაში ხმამაღლა ყვირილი საჭირო არ არის, მაგრამ დახვეწილი პრომოუშენი და საზოგადოებაში პოზიციონირება თქვენს კარიერას ძალიან წაადგება.
ოჯახში სტაბილურობის პერიოდი დაგიდგებათ, თუ თქვენი მეუღლე რომელიმე ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელი არ არის – ამ შემთხვევაში სკანდალები და ურთიერთობების მეტად „ხმამაღლა“ რკვევა გელოდებათ. თუ ჯერჯერობით თავისუფალი ხართ, 2015 წელს სოციალური სტატუსის შეცვლის იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა თქვენი პირადი ცხოვრება მცირე რომანებით გამრავალფეროვნდეს, მაგრამ ამაზე შორს არ წავა. წლის მიწურულს კი თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი პერიოდი იწყება.
ჰოროსკოპი 2015 – ლომი
ლომებს 2015 წელი პირად ცხოვრებაში მხოლოდ იმედგაცრუებებს მოუტანს, რადგან მათ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში მრავალფეროვნება არ დააკმაყოფილებთ. სასიყვარულო პრობლემებს კი ლომები მატერიალურ საკითხებში წარმატებით აინაზღაურებენ.
ყველა ახალ პროექტს, რასაც საქმიანი პარტნიორები ან ხელმძღვანელობა მოგაწვდით, კბილებით უნდა ჩაეჭიდოთ. ბევრი მუშაობით სულიერ წონასწორობასაც შეინარჩუნებთ და აქამდე თითქოსდა მიუწვდომელ სიმაღლეებსაც მიაღწევთ, მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ და არ გადაწყვიტოთ, რომ ეს ყველაფერი ამაოა. 2015 წელს დასვენების დრო არ არის! უფრო მეტიც, არაერთხელ მოგიწევთ საკუთარი პოზიციის დაცვა, რათა გარშემომყოფებმა არ გადაწყვიტონ, რომ იოლი საკბილო ხართ. ნუ მოერიდებით მბრძანებლობის გამოვლინებას და იმ ფაქტის დემონსტრირებას, რომ თქვენი აავტორიტეტული ცოდნა აღიარებას იმსახურებს. ბრძოლაში ჩაბმის ნუ შეგეშინდებათ – დაპირისპირებიდან აუცილებლად გამარჯვებული გამოხვალთ. შევაჭრებასაც არ მოერიდოთ, მართალია, ეს არაა მეფური საქმე, მაგრამ თუ საუბარი ხელფასის მომატებას თუ ვინმესგან ლგოტური პირობების „ხელიდან გამოგლეჯას“ ეხება, არაფერი უჭირს, ეს გვირგვინს არ დაგაკარგვინებთ.
ჰოროსკოპი 2015 – ქალწული
2015 წელს ქალწულებს გრანდიოზული წარმატებები ელით, თუ ცვლილებების წინაშე შიშს გადალახავენ. მთავარია, ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
თამამად დაიწყეთ პატივმოყვარული გეგმების დაწყობა, თუმცა მათი რეალობაში განხორციელება არ უნდა გააჭიანუროთ. ბევრი ახალი შეხვედრა გელით, რომელთაგანაც რამდენიმე საბედისწეროც კი შეიძლება აღმოჩნდეს. და მართალია, თქვენ ერთი ნახვით შეყვარება არ გჩვევიათ, ერთ-ერთმა ადამიანმა ეს შეიძლება დაგავიწყოთ. გასულ წლებში თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეთ, 2015 წელს კი მიღწეული წარმატებებით არ უნდა დაკმაყოფილდეთ და შედეგები უნდა გააუმჯობესოთ, თუნდაც ამისთვის სამსახურის შეცვლა დაგჭირდეთ. დაუფიქრებლად ნუ იტყვით უარს მომხიბლავ წინადადებებზე. თუ იმიჯის შეცვლა დაგჭირდებათ, თავს ნუ შეიკავებთ, ასე ახალ სიტუაციას უფრო იოლად მოერგებით. ეცადეთ იმდენად გამორჩეული გახდეთ, რამდენადაც ამას საკუთარ თავთან ჰარმონიაში დარჩენის პირობა მოგცემთ.
ჰოროსკოპი 2015 – სასწორი
სასწორებისთვის 2015 წელი საქმიან პარტნიორებთან ან მეორე ნახევართან ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევით დაიწყება. ფინანსურ სფეროში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში სწორედ სულიერი კომფორტის შეგრძნება დაგეხმარებათ.
თქვენ უბრალოდ გადაანაცვლებთ აქცენტებს, რაც საშუალებას მოგცემთ სიტუაციიდან, აქამდე ჩიხურად რომ მიიჩნევდით, არატრივიალური გამოსავალი მოძებნოთ. გამოიყენეთ თქვენი დახვეწილი გემოვნება, მოუძებნეთ ოპონენტებს მათი სუსტი წერტილები და აიძულეთ ისინი თქვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ისწავლეთ საკუთარი პოზიციების დაცვა – 2015 წელს ეს უნარი ისე გამოგადგებათ, როგორც არასდროს. თხას არ უყვარს, როცა ვინმე რთული გადაწყვეტილების მიღებას სხვას აკისრებს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ საქმიანობის სფერო სწორად შეარჩიეთ და მისი შეცვლა გინდათ, თავი ვაჭრობაში მოსინჯეთ – ეს შესაძლოა თქვენი ენერგიის გამოყენებისთვის შესაფერისი სფერო აღმოჩნდეს. ახალი საქმიანობისთვის ხელოვნების ნიმუშებისა და საიუვილერო სამკაულების ნიშები შეარჩიეთ. თუ მარტოხელა ხართ, 2015 წელს შეიძლება პირადი ბედნიერებაც მოიპოვოთ. ყურადღება მიაქციეთ გამორჩეულ და ძლიერ ადამიანებს – მათ თქვენს ცხოვრებაში საიმედო დასაყრდენის როლი შეიძლება შეასრულონ.
ჰოროსკოპი 2015 – მორიელი
მორიელებისთვის 2015 წელიწადი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურობის დროა. თვალსაზრისს ხშირად შეიცვლით, თუმცა საკუთარი სურვილით და საღი აზრით და არა სხვათა გავლენით.
ხშირად გექნებათ დროის უკმარისობის შეგრძნება, რადგან თქვენი ყველა იდეა დაუყოვნებლივ განხორციელებას მოითხოვს. ეცადეთ დრო სწორად გადაანაწილოთ და არც მეგობრებისა თუ ნათესავების დახმარებაზე თქვათ უარი. ეს თქვენს ავტორიტეტს არ შელახავს, პირიქით, თანამოაზრეების შეძენაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო და სექსუალური თვალსაზრისითაც 2015 წელი მჩქეფარე იქნება. საკუთარ თავს ყველაფრის უფლება შეგიძლიათ მისცეთ, რადგან სიტუაციის განმსაზღვრელი თავად ბრძანდებით. თქვენი ინტუიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება, რაც უსიამოვნო სიტუაციების თავიდან არიდების საშუალებას მოგცემთ. გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის კიდევ ერთი მძლავრი იარაღი თქვენს ხელთ აღმოჩნდება – ეს წლის დასაწყისში მიღებული გამოცდილება ან ფარული მანიპულირების მეთოდის შესწავლაა, რასაც 2015 წელს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.
ჰოროსკოპი 2015 – მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის 2015 წელი წარმატებული, მნიშვნელოვანი მოვლენებით და საინტერესო ურთიერთობებით გაჯერებული იქნება. მთლიანობაში, ეს წელიწადი თქვენს შინაგან მსოფლშეგრძნებას ეხმიანება და ამის წყალობით გეძლევათ შანსი, რომ ყველაფერი აქამდე მიუღწეველი და სასურველი თქვენს ხელთ აღმოჩნდეს.
იოლად შეძლებთ გარშემომყოფები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. ნურც სხვათა რჩევებზე იტყვით უარს, წლის დასაწყისში ნაკარნახებმა აზრმა მთელი თქვენი მომავალი შეიძლება განსაზღვროს. თქვენი მჩქეფარე ენთუზიაზმი სრული 100%–ით გამართლდება, თუმცა საეჭვო ავანტიურებში ნუ გაერევით – თუ ხელს რაიმე უკანონოს და უსამართლოს მოკიდებთ, ლურჯი თხა თქვენი დაცვისგან თავს შეიკავებს. თქვენ საკმაოზე ბევრი იდეა გაქვთ, რაც რეალობაშიც ნაყოფიერი აღმოჩნდება, ამიტომ ილუზიებზე და ქარის წისქვილებთან ბრძოლაში დროს ნუ დახარჯავთ. გარშემომყოფები თქვენს სამართლიანობის გრძნობას ენდობიან, ამიტომ ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ობიექტურობა შეინარჩუნოთ თუ სიყვარული აქამდე არ გწვევიათ, 2015 წლის შუა პერიოდში თქვენი მეორე ნახევრის პოვნის შანსი მოგეცემათ. ეძებეთ იგი თანამოაზრეებსა ან კოლეგებს შორის – რაც მეტი გექნებათ საერთო, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, მით უფრო იოლად შეძლებთ ჰარმონიული კავშირის დამყარებას.
ჰოროსკოპი 2015 – თხის რქა
თხის რქებისთვის 2015 აღმავლობის წელია. აქამდე მიუღწეველი მწვერვალები, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, უკვე იოლი დასაპყრობი აღმოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, მოახერხებთ ურთიერთობის მოწესრიგებას ადამიანთან, ვის მიმართაც დიდი ხნის განმავლობაში გაუზიარებელ გრძნობებს განიცდიდით და საოცნებო თანამდებობაზე ან კომპანიაში დაიწყებთ მუშაობას.
თუმცა უნდა იჩქაროთ, თუ საჭირო მონდომებასა და დაჟინებას არ გამოიჩენთ, თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს. გრძელვადიანი გეგმების დაწყობას და სტრატეგიების შემუშავებას თავი დაანებეთ და პირდაპირ იმოქმედეთ. 2015 წელი საინტერესო და ნაყოფიერ თანამშრომლობას გპირდებათ როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში, მხოლოდ არა სიყვარულის, არამედ მეგობრობის მიმართულებით. კონტრაქტების ხელმოწერა, მოკავშირეების შეძენა, პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება – ამ ყველაფერს უამრავი დრო დაჭირდება და მართალია, კარგ შედეგებსაც მოგიტანთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან საქმიან და პირად ცხოვრებაში ჩაფლულს შეიძლება რაიმე სერიოზული დაავადება გამოგეპაროთ. და ბოლოს, როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ სასურველ სიმაღლეზე ასვლა, დასვენების აუცილებლობის შესახებ ნუ დაივიწყებთ.
ჰოროსკოპი 2015 – მერწყული
მერწყულებს 2015 წლის წარმატებულად ქცევისთვის ყველა დაუსრულებელი საქმის ჩამთავრება და კონფლიქტებისგან გათავისუფლება ჭირდებათ. საბოლოოდ უნდა დაშორდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ წინსვლის საშუალებას უსპობენ, ემოციურად აბრკოლებენ და სამაგიეროდ არაფერს აძლევენ.
თუ 2014 წლის ბოლოსთვის ან 2015 წლის პირველ თვეებში ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას მოახერხებთ, თქვენი კარიერა წინ წავა და პირად ცხოვრებაშიც პროგრესი დაფიქსირდება. ლურჯი თხის წელი გახდება საფეხური, რომლის მეშვეობითაც თქვენი სულიერი კომფორტისა და წონასწორობისთვის აუცილებელი სტატუსის მიღწევას შეძლებთ. ნუ იქნებით ინერტული და ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რაც ახლა გაქვთ. რაც უფრო პატივმოყვარული იქნება თქვენი ჩანაფიქრები, სასურველის მიღწევასმით უფრო იოლად შეძლებთ. ბუნების ან ამ ქვეყნის ძლიერებისგან წყალობას ნუ ელით, ყველას, ვისზეც ასე თუ ისე, თქვენი ბედია დამოკიდებული, საკუთარი თავი და თქვენი წარსული დამსახურებები და მიღწევები გაახსენეთ. ისწავლეთ ინტრიგების ხლართვა, შესაძლოა ეს წლის მეორე ნახევარში შურიანი მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგადგეთ.
ჰოროსკოპი 2015 – თევზები
2015 წელი თევზებისთვის საკუთარი თავის შეცნობის წლად შეიძლება იქცეს. პირველ ადგილზე ემოციური სფერო დადგება, თქვენ პირად ბედნიერებას მოიპოვებთ და იმაშიც გაერკვევით, სინამდვილეში რა გჭირდებათ.
ამასთან, მარტო სიყვარულზე არ ჩაიციკლებით, პირიქით, ღია გახდებით სამყაროსთვის და იმ სიკეთეების მისაღებად, რაც დიდი ხანია დამსახურებული გაქვთ, თუმცა თავად ასე არ მიიჩნევდით. ამ ყველაფრის შედეგად აქტიურად განვითარდებით, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით. ლურჯი თხის წელი წარმატებული იქნება, თუ გარშემომყოფებს თქვენი ღირსებების შესაბამისად დაფასების საშუალებას მისცემთ და კუთხეში არ დაიმალებით. მოიშორეთ ზედმეტი სიმორცხვე, იფიქრეთ საკუთარ თავზე და არა მხოლოდ მათზე, ვინც თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველა ნაკლითა და ღირსებითურთ.