EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ცარიელი კედლების პრობლემა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-18 22:36:58

ცარიელი კედლების პრობლემა

ცარიელი კედლების პრობლემა

ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა: შედიხართ შენობაში (ბინაში, საზოგადებრივ დაწესებულებაში), თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, ხარისხიანი და მოდური ავეჯი გონივრულადაა განთავსებული, მაგრამ სიცარიელე (და არა მინიმალიზმი) უხეშად იჭრება შეგრძნებებში. როგორც წესი, ამ სიცარიელის მიზეზი შეუვსებელი კედლებია, რომელთა დატვირთვაზეც არ უფიქრიათ ინტერიერის შემნქმნელებს.

ამ პოსტში მინდა ცარიელი კედლების შევსების ალტერნატივები შემოგთავაზოთ, რომელთა უმრავლესობაც მცირე ბიუჯეტის პირობებშიც კი ხელმისაწვდომია, ამასთან ორიგინალურობას და საერთო ინტერიერთან თავსებადობას არ არის მოკლებული.

თქვენი კოლექცია

თუ თქვენ კოლექციონერი ხართ და ნიღბებს, მაგნიტებს, ნიჟრებს, ჭურჭელს, ან სულაც PIKO-ს მატარებლის ვაგონებს აგრვებთ, თამამად შეგიძლიათ მათ საპატიო ადგილი ერთ-ერთ კედელზე მიუჩინოთ. თუკი ამისათვის კედლის „გაფუჭება“ (მასზე ლურსმნების მიჭედებით) გენანებათ, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი კოლექციისათვის დაფა გააკეთოთ, რომელსაც სტილისტიკურად გამართლებულ ჩარჩოსაც შეურჩევთ.

ნახატი

თითქოს ძალიან ბანალური, მაგრამ თანამედროვე ინტერიერში არასათანადოდ დაფასებული. მთავარია, ნახატი დისონანსში არ მოდიოდეს ინტერიერთან, ყოველთვის შეიძლება ინტერიერს შესაფერისი ნახატი მოვარგოთ და ამით ხაზი გავუსვათ ჩვენი ბინის საერთო ხასიათს. შეეცადეთ, ნახატის ხასიათთან ერთად ფერებიც გონივრულად ერწმოდეს გარემოს. ნახატთან ერთად, ბუნებრივია, ჩარჩოც უდნა ეხამებოდეს ინტერიერს.

ამ 18+ ნახატის ფოტო თურქეთის სასტუმროს ფოიედან „წამოვაყოლე“ ხელს :)

ზოგადად, თნამედროვე ინტერიერებში, ეროტიკული თემატიკა ერთობ აქტუალურია. თუ თქვენ თავს არ თვლით პურიტანად და ამგვარი თემა დისკომფორტს არ შეგიქმნით, ზომიერი ექსცენტრიულობა ინტერიერს მხოლოდ გამოაცოცხლებს.

ჩარჩო

კედელი შეიძლება შესანიშნავად და „მეტყველად“ შავსოს ისეთმა აქსესუარმა, როგორიც ჩარჩოა. დიახ, ცარიელი ჩარჩო, ან ჩარჩოების კოლაჟი. ჩარჩოების პანო კედელზე ამ კედელს თვითონ აქცევს ხელოვნების ნიმუშად. ამასთან, თუკი ჩარჩოებს მკვეთრ ფერში შეღებავთ, ის ოთახის მთავარ აქცენტადაც შეიძლება მოგვევლინოს.

ვინაიდან „შიგთავსის“ გარეშე წარმოდგენილი ეს აქსესუარი უკვე ორიგინალური დეკორის ელემენტია, იგი უფრო თანამედროვე ან შერეულ ინტერიერებზე იმუშავებს. კიდევ უფრო ეგზოტიკური იქნება, თუკი არჩევანს კლასიკური დიზაინის და „არაკლასიკური“ (ზემოთ უკვე ანხსენებ მჯვეთრი) ფერის ჩარჩოზე შეაჩერებთ.

პოსტერი

კლასიკური სახვითი ხელოვნების თანამედროვე ალტერნატივა მცირე ბიუჯეტის შეთხვევაშიც სასიამოვნოდ გარდაქმნის ინტერიერს. პოსტერების ორი ძირითადი მიმართულებაა აქტუალური: ურბანული პეიზაჟები და მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ჰოლივუდის კინოგმირები, მსახიობები. თუმცა ნუ შეიზღუდებით კლიშეებით – შესაძლოა თქვენი განწყობა ყველაზე უკეთ ცაში აჭრილმა ფერადმა დირიჟაბლმა, ყვავილის დაცვარული ფურცლის ახლოხედმა, ან მარკო პოლოს მიერ შექმნილმა მსოფლიო რუქამ გადმოსცეს. სულაც, თუ ფოტომოყვარული ბრძანდებით, თქვენს მიერ აღბეჭდილი კადრი გადაიტანეთ ფართოფორმატიან ფურცელზე და ასე დაამშვენეთ კედელი.

გარდა იმისა, რომ არჩევანი ძალიან ფართოა, საერთო თემატიკის გარშემო საინტერესო კოლაჟის შექმნაც არის შესაძლებელი მაგალითად ბრუკლინის და სან ფრანცისკოს ხიდებით, ან პიტერ ო’ტულისა და ჯეკ ლემონის შავ-თეთრი ფოტოებით. შეგახსენებთ, რომ შავ-თეთრი პოსტერი, როგორც წესი, უფრო დრამატულია და ადვილად ერგება ინტერიერს, ფერადს კი განწყობის შექმნა, ან აქცენტების გაძლიერება შეუძლია.

ორიოდე სიტყვა ჩარჩოებზეც უნდა ითქვას: პოსტერი შეგიძლიათ ჯერ განათავსოთ პასპარტუში, რომლის სიგანეც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ტრადიციული ჩარჩოს ნაცვლად შესაძლებელია მისი ჩასმა უფრო დიდი ზომის შუშის ფირფიტებს შორის, როგორც ამ ფოტოებზეა მოცემული:

თუ არჩევანს ამ ვარიანტზე შეაჩერებთ, უმჯობესია, ორგ-მინა შეარჩიოთ და ამგვარად შუშის მსხვრევის საფრთხეც აიცილოთ თავიდან. ან უბრალოდ მუყაოზე (ქაფმუყაო, ე.წ. „პევეხა“) დააკვრევინეთ თქვენი პოსტერი. ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში საქმე აუცილებლად პროფესიონალს მიანდეთ, ანუ მას, ვინც უსაფრთხო წებოსაც შეარჩევს და პოსტერის „ატალღვისგანაც“ დაგიცავთ. ფოტოსალონები გვთავაზობენ ფოტოპანოების შექმნას (პოსტერის დაჭრას სიმეტრიულ 3-4-6 ნაწილად და რამდენიმე-მილიმეტრიან ალუმინის ჩარჩოებში მთვსებას). თვალსაჩინოებები შეგიძლიათ იხილოთ თიბისი ბანკის ფილიალებში, ან ფოტოცენტრის ოფისებში:

 

ფოტოებო, ფოტოკოლაჟი

ფოტოს პოსტერისგან მომცრო ზომა გამოარჩევს. მისი კედელზე განთვსებისათვის შემდეგ იდეებს შემოგთავაზებთ:

1) თუ მხოლოდ ერთი ფოტოთი გსურთ შემოიფარგლოთ, გაუკეთეთ მას დიდი ზომის სადა პასპარტუ. პასპარტუს ზომა ფოტოს ზომასაც შეიძლება აჭარბებდეს.

2) განათავსეთ კედელზე ბევრი ფოტო, თითოეული ცალკე ჩარჩოში (პასპარტუები აქაც დასაშვებია). ფოტოები შეიძლება განთავსდეს განივად, სიმაღლეზე, ქაოტურად…

3) გააკეთეთ ფოტოების კოლაჟი, რისთვისაც გამოიყენეთ საერთო ფონი ან კომპლექსური პასპარტუ.

პანოების სერია

კედლის გაფორმების ეს ვერსია იმითაც არის გამორჩეული, რომ მთელი კედელი შეიძლება მოიცვას სიგრძეზე.

საქართველოში ცოტა ძნელად მოიძენება მხატვრები, ვინც ასეთ სტილში ხატავს, მაგრამ შეგიძლიათ თავად დაუკვეთოთ. ან გრძელი პოსტერი დაყოთ ნაწილებათ და ცალ-ცალკე გააჩარჩოოთ. ასევე შეიძლება ჩრჩოებზე გადაჭიმოთ განსხვავებული პრინტის მქონე ქსოვილები და განათავსოთ პარალელურად. მთავარია ფანტაზია და სტილის შეგრძნება.

თუ გადაწყვეტთ, ასეთი პანოები ინტერნეტით გამოიწეროთ, გაითვალისწინეთ, რომ მათი დიდი მოცულობის გამო ტრანსპორტირებაც საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.

 

სარკე

კედელზე სარკის განთავსება ბევრისათვის კლასიციზმთან ასოცირდება და მიუღებლად მიაჩნიათ თანამედროვე ინტერიერში. არადა სარკეს შეუძლია ერთობ დიდი სამსახური გაგიწიოთ მცირე ზომის, ან ცუდი ინსოლაციის მქონე ოთხში. კარგად დამონტაჟებული სარკე თვალს ატყუებს და ოთახს ვიზუალურად ადიდებს.  ის ასევე ახდენს განათების წყაროს დუბლირებას. მოკლედ, შეუცვლელი თუ არა, უდავოდ დასაფასებელი ატრიბუტია.

ორიგინალური ჩარჩო, ან ფიგურალურად დამუშავებული კიდეები სარკეს ნამდვილ არტ-ობიექტად აქევს.

ვარიანტი: გამოიყენენეთ ერთად თავმოყრილი რამოდენიმე სარკის კოლაჟი.

მოდურია და შერეულ ინტერიერში ორგანულად ჯდება არ-დეკოს სტილში ფრეზირებული სარკეც.

 

არტ ობიექტი

არტ ობიექტად შეიძლება იქცეს ნებისმიერი ხელნაკეთი ნივთი – შესრულებული როტანგის დაწვნის, მაკრამეს თუ აპლიკაციის ტექნიკით.

აპლიკაცია ტყუილად როდი ვახსენე: ამ ტექნიკითაა შესრულებული მატისის ცნობილი შედევრი, რომლის განმეორაბა, დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდებათ :)

 

ასევე შეიძლება მიმართოთ პოპ-არტის თემატიკას და მოახდინოთ რომელიმე პოპულარული ობიექტის ობიექტის გაშარჟება (მისი შეღებვის, ან არქაული კოლაჟის შექმნით), ან სულაც შეასრულოთ უორჰოლის „მერლინ მონროს“ თქვენეული ინტერპრეტაცია რეტუშირების ტექნიკით. თუ საკმარისად არ ფლობთ ფოტოშოპს, დახმარებას ფოტოსალონებში გაგიწევენ.

 

საათი

პრაქტიკული ნივთი, რომელმაც კარგა ხანია დეკორატიული ფუნქციაც შეითავსა. ამ პუნქტზე ბევრს არ ვისაუბრებ – ჩემს სათქმელს ფოტოები გადმოგცემენ, თუ მოცემულ ბმულებზე გადახვალთ:

ჩემი ორიგნინალური საათი, ყოველთვის იწვევს სტუმრების აღტაცებას:

 

 

 

თაროები, სტელაჟები, სათავსოები

დიახ, – თაროები, სტელაჟები, კედლის მომცრო კარადები შესანიშნავად „დაიცავს“ თქვენს კედელს ცივი სიცარიელისაგან. ამასთან ყველა ზემოთ ჩემოთვლილ პუნქტზე პრაქტიკულია ნივთების შენახვის უსაჭიროესი ფუნქციის გამო.

თანამედროვე მასალების არჩევანი ყველაზე თამამ იდეებსაც შეასხამს ფრთებს. იმის მიუხედავად, აირჩევთ მდფ-ს, დსპ-ს, ხეს, პლასტიკატს, ნატურალურ ქვას თუ სხვა მასალას, თქვენ თითქმის არ ხართ შეზღუდული ფაქტურასა და ფერთა გამაში.

ერთობ ეფექტური, პრაქტიკული და ფართო გამოყენებისაა კედლის მცირეგაბარიტული კარადების ინსტალაციები:

ხალიჩა

ხალიჩის კედელზე განთვსება ძალიან რისკიანი და საფრთხილო ნაბიჯია. ერთის მხრივ ხალიჩა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იყოს მაღალი ხარისხის და მაქსიმალურად ეხამებოდეს ინტერიერს, მეორეს მხრივ ინტერიერიც  უნდა იყოს გადაწყვეტილი ისეთ სტილში, რომ „მოიხდინოს“ ხალიჩა. ასეთი სტილებია:

კოლონლიალური სტილი:

ინდონეზიური:

აფრიკული (ხალიჩა გეომეტრიული ფიგურებით, ცხოველის ტყავის გამოსახულებით):

არაბული, მაროკოული;

უხეში ლოფტი;

ლათინოამერიკული (ზოლიანი ფარდაგი ტერაკოტისფერი აქცენტებით):

თემის ირგვლივ ფოტოების ძიებისას ძალიან ელეგანტურ ფარდაგს წავაწყდი, რომელიც, სავარაუდოდ, ყაისნაღის ტექნიკითაა ნაქსოვი. დამეთანხმეთ, რომ ეფექტურია :)

ამით ამოვწურე კედლის დეკორირების შედარებით ხელმისაწვდომი მეთოდები. მოხარული ვიქნები, თუკი ბლოგის რჩევებს პრაქტიკაში გამოიყენებთ.