EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-11-19 13:32:43
მთავრობა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის გაზრდის ინიციატივით გამოდის.
კანონპროექტს "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე წარადგენს.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად 2015 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფასი იზრდება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე, ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
გარდა ამისა, 2015 წლის 1 ივლისიდან შემოდის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის გადასახადის ე.წ. „შერეული სისტემა“, აგრეთვე იცვლება აქციზის გადახდის წესიც.
თამბაქოს ნაწარმისთვის აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა მოხდება რაოდენობით/წონით და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით.
რაც შეეხება აქციზის გადასახადს, თანხა შემდეგნაირად განისაზღვრება:
"ალაოს ლუდი“ , "ეთილის სპირტი და ალკოჰოლური სასმელები“ აქციზის გადასახადი იზრდება 100%-ით.
"თამბაქოს ნაწარმი“ ფილტრიანი სიგარეტები (20 ღერი)- აქციზის გადასახადი იზრდება 0,15 ლარით.
"თამბაქოს ნაწარმი“ უფილტრო სიგარეტები (20 ღერი)-აქციზის გადასახადი იზრდება 0,05 ლარით.
წყარო: cp.ge