EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ყველაფერი გეიშას შესახებ »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-19 16:53:52

ყველაფერი გეიშას შესახებ
Artistic geisha

ყველაფერი გეიშას შესახებ

ნათება 


საუბარი მაკიაჟის ბრწყინვალებაზე კი არა, თვალებისა და სულის გასხივოსნებაზეა: 

იაპონიაში დაბადებულებმა ამ გაკვეთილის საიდუმლო კარგად იციან. ამომავალი მზის ქვეყანაში ყველაფერი მშვენიერი კულტად იქცევა ხოლმე. როცა საკურა ყვავის, ეს სილამაზისა და ჯადოსნობის დღესასწაულია, რომელსაც ვერავინ გამოტოვებს, თითოეულმა უნდა შეისრუტოს იმედი, ფერი და გაზაფხული. 

და ასეა ყველაფერში, რასაც ცხოვრება ჰქვია: ყოველი მოძრაობა, მზერა, მზის ამოსვლა, ჩაის სურნელი, ჩიტების გალობა, მუსიკა, ცეკვა, ყოველი ახალი დღე... როგორი მძიმეც უნდა იყოს ყოველდღიურობა, როგორი შრომითა და საზრუნავითაც უნდა დაიტვირთოს საათები და დღეები, ყოველი “მაიკო” (გოგონა, რომელიც გეიშების სკოლაში მიაბარეს) ბეჯითად სწავლობს, გულწრფელად გაიხაროს თითოეული წამით და სამყარო ღიმილით გააცისკროვნოს. ეს ცარიელი სიტყვები არაა. უნდა სცადო, და ჩაწვდე ამ ხელოვნებას - ურთულესი ამოცანაა - სულის აღზრდა, ბედნეირების შეცნობა და ცხოვრებით ტკბობის უნარი - ის, რაც საბოლოოდ უკვე ზრდასრული, გაფურჩქნული ქალის აღუწერელ ბრწინვალებაში, სხივმოსილებაში აირეკლება, რომელიც იზიდავს ნებისმიერს, ვინც მის თვალებში ჩახედვას გაბედავს. 

ამ საიდუმლოების ძალა შესანიშნავად გამოხატა ერთმა ამერიკელმა ოფიცერმა, რომელიც ომის შემდეგ გეიშაზე დაქორწინდა: სიცოცხლით ტკბობის მოუთვინიერებელი მზაობა! გაღვიძება და დაძინება სახეზე ღიმილით. ხუმრობა, სიცილი, სიხარული ნებისმეირი მიზეზით. თავიდან ეს გაოცებს. შემდეგ კი მთლიანად გშთანთქავს. ასეთი ქალის გვერდით ყოფნა - ცნობიერებისა და სხეულის დღესასწაულია...” 

მზერით შეაჩერო მამაკაცი


ეს გაკვეთილი ბ. აკუნინის რომან “ალმასის ეტლშია” გადმოცემული. იგივე სცენა ოსტატურადაა გათამაშებული “გეიშას მემუარებში”. ამ ფილმის შემდეგ უამრავ ქალი ატარებდა ექსპერიმენტს: “შემიძლია თუ არა მზერით მამაკაცის შეჩერებაო” . ძირითადად შედეგი ასეთი იყო: 40 მამაკაციდან, 14-მა გვერდი აუარა, ვერც კი შენიშნა; 8-მ აშკარად შენიშნა, მაგრამ ასევე გაიარა; 9 დაიბნა და შეეშინდა, თვალები და სვლა სულ სხვა მხარეს მიმართა; 6-მა გაიღიმა; 2-მა მზერით გააცილა; 1-ს ფეხი გადაუტრიალდა და კინაღამ ასფალტზე გაიშხლართა. 

ამ საქმეში დასაოსტატებლად “მემუარებში” მოტანილი ტექსტიც კმარა, ეს პირდაპირ სახელმძღვანელოა, რომელშიც ყველა მოქმედება სიზუსტითა და ბრწყინვალებითაა აღწერილი: “მიმავალი ქალი ქვიშასთან შესაჯახებლად წამოსული ტალღის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს... თანდათან კარგი გეიშა ხდები, მაგრამ უკეთესი იქნები, როცა თვალებით ლაპარაკს ისწავლი. თვალები - ქალის სახის ყველაზე მეტყველი ნაწილია. მამაკაცები ყოველთვის ცდილობენ, შენიშნონ შენი თვალები და დაინახონ, რა ინფორმაციას გადასცემ მათ მათი საშუალებით იმ შემთხვევაშიც, როცა ამას არ აკეთებ...” 

სრულყოფა


გოგონებს, რომლებსაც გეიშას სკოლაში აბარებდნენ, ბავშვობიდან დახვეწილ მანერებს, ხავერდოვან სიმღერას, იაპონურ საკრავზე დაკვრას, ცეკვას, კალიგრაფიას, ჩაის ცერემონიის ხელოვნებას, ხატვას ასწავლიდნენ. და ასე დილიდან საღამომდე, დღეში 12 საათი, თავგადადებული შრომა და ყველანაირი სიბრძნის დაფიქრებული შეთვისება - წლიდან წლამდე. სულაც არაა უცნაური, რომ შედეგად, დღეების ქაფიდან ქალღმერთები იბადებოდნენ, რომელთაც ნებისმიერი მამაკაცის მონუსხვა თაყვანისცემითა და გულწრფელი აღფრთოვანებით, გონებისა და სილამაზის ჰარმონიით შეეძლოთ. 

ნამდვილი გეიშა აუცილებლად ფლობდა ცოდნას ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ისტორიასა და პოეზიაში. თითოეული სტუმარი ნიჟარასავით უნდა გადაეხსნა და გარეგნული ემოციების, მოძრაობის, ქცევის მიღმა დაენახა ის, რაც შიგნით იყო, განეჭვრიტა, მიეგნო - მარგალიტი. მხოლოდ გეიშებმა იცოდნენ საუბრის მოხერხებით და დახვეწილად წარმართვა, თავისი ცოდნისა და უნარების ჟონგლირებით, კატის ყურადღებით მოსავდნენ მსმენელს, ღიმილით ათბობდნენ და გამუდმებით აკეთებდნენ “ფოკუსს”: თანამოსაუბრე დარწმუნებული იყო და გრძნობდა, რომ ის განსაკუთრებული, განუმეორებელი და მშვენიერი იყო. 

და ყველაზე უცნაური ის იყო, რომ გეიშა არასდროს წყვეტდა სრულყოფას და სწავლას. ეს იცავდა მისი ფრენის სიმაღლეს და გაქანებას დროის დაღისგან. 

მგრძნობელობა 


ყველა სხვა მეცნიერებას შორის, გეიშები სრულყოფილად ფლობდნენ სიყვარულის ხელოვნებასაც. და საქმე მარტო ქალურობისა და სექსუალურობის გაზრდაში კი არა, სარეცელზე ჯადოსნობის ხელონებაშიც იყო. გეიშების კოსტიტუცია რთული და მიმზიდველი იყო. კიმონო, რომელიც განსაკუთრებული სიამაყისა და ფუფუნების, საგანგებო ტექნოლოგიით ეხვეოდა სხეულს და რამდენიმე სარტყლის საშუალებით მაგრდებოდა. ინტრიგას ის ამზაფრებდა, რომ ამ მორთულობაში - კიმონო კოჭამდე, მაღალი საყელო, თეთრი სახე მკვეთრად წითელი ტუჩების ბაფთით - ამ ყველაფრის შიგნით გეიშა სრულიად შიშველი რჩებოდა. თანაც ყველა მოძრაობა საიდუმლო დაპირებას ასხივებდა: როცა აწვდიდა საკეს ფინჯანს, ხსნიდა მარაოს, ანთებდა სანთლებს... 

ყველაფერთან ერთად, გეიშა გამომგონებელია, მოხერხებული, შორსმჭვრეტელი - ის სრულყოფილია. იცის, როგორ მიეცეს სურვილს და ფანტაზიებს ბოლომდე და ამ დროს განამტკიცებს გვერდითმყოფის ძალასა და რწმენას საკუთარ თავში. ამბობენ, მხოლოდ გეიშას შეუძლია სიყვარულის ასეთი ერთგული სამსახური, თანაც ისე, რომ ერთი წამითაც არ დაკარგოს ღირსება. და ამაშია მისი იდეალური ჰარმონია.