EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალში?! »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: nisa
თარიღი: 2014-11-19 20:33:40
რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალში?!
პირველ რიგში, მამაკაცს არ მოსწონს ტატუთი აჭრელებული ქალი. შეიძლება თინეიჯერები ამას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ საშუალო ასაკის მამაკაცისთვის მოხატული სხეული ციხესთან, კრიმინალთან და პროსტიტუციასთან ასოცირდება.
შეიძლება ზოგიერთმა გაიფიქროს, "რომელი საუკუნეა", მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ზოგიერთი ტატუს გაუცნობიერებლად, მოდას აყოლილი იკეთებს, რაღაცის დამტკიცება უნდა; ხოლო რისი და ვისთვის, მამაკაცისთვის გაურკვევლად რჩება.
ძალიან ბევრ მამაკაცს აღიზიანებს ძაფივით წვრილი და ტატუაჟის წარბი. ზოგიერთი ჯერ სულ იპუტავს, შემდეგ კი თავად იხატავს წარბებს და თუ ჰგონია, რომ მამაკაცები მას ვერ ამჩნევენ, ცდება. თუ მაინცდამაინც წარბის დაწვრილება, ტატუაჟი გაქვთ გადაწყვეტილი, პროფესიონალს მიაკითხეთ.
ალკოჰოლი და ქალი - წვეულებაზე მცირე ალკოჰოლი, გასამხნევებლად დასაშვებია, მაგრამ მამაკაცებს ატანა არა აქვთ იმ ქალების, ვინც უგონოდ თვრება. ახალგაცნობილ ქალს მამაკაცი ქვეცნობიერად ცოლად და მომავალი შვილების დედად აღიქვამს. ჰოდა, აბა, ვის მოუნდება სახლში ლოთი ცოლის ყოლა?!.
ლოთ ქალებს ბილწსიტყვიანი ქალები ცვლიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალი, რომელიც გინებით საუბრობს საკუთარ თავზე, მთელ მსოფლიოზეა გაბრაზებული. ბევრი ქალი ისტორიებსა და ანეკდოტებს უცენზურო სიტყვებით ჰყვება. მართალია, ზოგიერთ სიტუაციას უხდება ბილწსიტყვაობა, მაგრამ ნუ გახდება იგი თქვენს მეტყველებაში მთავარი.
მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა სექსის დროს ქალი ჩუმადაა. მათ გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა სიამოვნებთ. ნუ მოგერიდებათ იმაზე საუბარი, რასაც განიცდით. ამით პარტნიორს აგრძნობინებთ, რომ მასთან სექსი თქვენთვის სულერთი არაა.