EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« სექსუალობა და ვარჯიში (ეს საინტერესოა) »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: natasha
თარიღი: 2014-11-19 20:39:00
ადამიანის სექსუალური აქტივობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითშეფასებაზე, საკუთარი სხეულის წარმოსახვაზე, ლიბიდოზე და ა.შ. არსებობს ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლის მოდიფიცირებაც ძნელია, მაგ. ტესტოსტერონის გამოყოფის რეგულირება, მაგრამ ისეთ ფაქტორები როგორიცაა, საკუთარი თავის თვითშეფასება, სხეულის წარმოსახვა, ესენი მოდიფიცირებადი ფაქტორებია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანების უმეტესობა ვინც თავს სექსუალურად საშუალოზე მეტად მომხიბვლელად თვლიდა და სექსუალურად აქტიურები იყვნენ, ვარჯიშობდნენ კვირაში სამჯერ მაინც. შესაბამისად სექსუალური ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს, ის არა მარტო დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ერექციაზე და ცხოვრების ხარისხზე, არამედ ადამიანს ეხმარება ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე მარტივ ვარჯიშს, რომელსაც ექიმები ხშირად ურჩევენ პაციენტებს სექსუალური ცხოვრების და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით:
აზიდვები – მისი გაკეთება თითქმის ნებისმიერ პირობებშია შესაძლებელი. სასურველია დღეში 3 -ჯერ 12-15 აზიდვის გაკეთება, თუმცა შეიძლება დღეში 2 ჯერაც 30-30 -ჯერ. დასაწყისისთვის შესაძლებელია აზიდვების კედელთან მიმართებაში გაკეთება, გარკვეული პერიოდის შემდეგ იატაკზე. აზიდვები ავითარებს მუცლის კუნთებს, ზურგის კუნთებს, ხელის კუნთებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას გენიტალიებთან, ასევე ცვლის სხეულის და მუცლის ფორმებს ხდის მას უფრო სექსუალურს, რაც დამატებით დადებით ფაქტორს წარმოადგენს.
პრესები – მუცლის კუნთების ვარჯიში. ზურგზე დაწილილ პოზიციაში თავის ქვეშ ხელების ამოდების შემდგომ, ფეხების გაუნძრევლად უნდა ეცადოთ წამოჯდომას. პრესების გაკეთების დროს განსაკუთრებით ვარჯიშდება მუცლის კუნთები. პრესების გაკეთებაც სასურველია 15 ჯერ განმეორება დღეში 2-ჯერ ან სამჯერ.
სიმძიმეების აწევა – ეს ვარჯიში აძლიერებს ზურგის კუნთებს, კიდურების კუნთებს, ზოგადად სხეულს ხდის უფრო ძლიერს და მოქნილს, თუმცა ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმების დაცვაა საჭირო, სიმძიმეების აწევა არ არის რეკომენდირებული იმ ადამიენბისთვის ვისაც ხერხემალზე პრობლემები აქვს, არ შეიძლება განსაკუთრებული სიმძიმეების აწევა. სიმძმეების აწევის ვარჯიშის დაწყება სასურველია მსუბუქი გირებით, შემდგომში სიმძიმის წონის მატებით. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ დაიწყოს ისეთი სიმძიმეების აწევა რაც ბოდიბილდინგს და სხვა სპორტულ აქტივობას შეესაბამება, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ტრენერი, რომელიც წარმართავს ვარჯიშის მიმართლებას...