EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ორგაზმი და ტვინი »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: DEMI

თარიღი: 2014-11-19 20:46:31

ორგაზმი და ტვინი

oral-sex-aneurysm

ორგაზმის დროს ადამიანის ტვინის შესწავლა და მასში მიმდინარე პროცესების დაფიქსირება საკმაოდ რთულია,  თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის შედეგები წარმოდგენას გვიქმნის ტვინის მდგომარეობაზე ორგაზმის დროს.  გრონინგენის უნივერსიტეტის (ჰოლანდიაში) პროფესორმა Gert Holstege  -მა  და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევები ორგაზმის ფიზიოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრისთვის.   პაციენტების დაკვირვება ხდებოდა positron emission tomography -ით (კომპიუტერული ტომოგრაფიის მსგავსია),  სექსუალური სტიმულაციის დროს, დასვენების დროს, ორგაზმის დროს და სექსის მსვლელობისას.

 Vox-This-is-what-your-brain-looks-like-during-an-orgasm

This is what your brain looks like during an orgasm

სექსის დროს უფრო და უფრო სუსტდებოდა ტვინში იმ უბნების აქტივობა, რომლებიც შიშზე და შფოთვაზე არიან პასუხისმგებლები.  ჰოლსტიჯი აღნიშნავდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სექსი და ორგაზმის დროს სწორედ ეს იყო, ის რომ ადამიანი კარგავდა ყველანაირი შიშის და შფოთვის გრძნობას.  იგივე პროცესი ხდებოდა ქალების ტვინში კლიტორის სტიმულაციის შედეგად.  ქალი ორგაზმს აღწევდა მაშინ, როდესაც   ქალის ტვინის ემოციური ცენტრები  თითქმის დახურული იყო და ადამიანი იყო თითქმის ტრანსის მდგომარეობაში. სწორედ  ამას აღნიშნავდა ჰოლსტიჯი 2005 წლის ადამიანის რეპროდუქციული განვითარების ევროპის შეკრებაზე, ის ამბობდა, რომ ქალს ორგაზმის დროს არანაირი ემოციის გრძნობა არ ჰქონდა.

Brain Activation during Human Male Ejaculation

Brain Activation during Human Male Ejaculation

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანში ორგაზმს შეუძლია  უდიდესი სიამოვნების გამოწვევა, ისეთი საიმოვნების, რომ თითქმის ყველა ემოციური ცენტრები დაახშოს ამ განცდამ. აღსანიშნავია, რომ ორგაზმი და სექსუალური აქტივობა სიამოვნებას ანიჭებს არამარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, კონკრეტულად დელფინებში აღინიშნა სექსუალური ქცევა, რომლითაც ისინი იღებენ სექსუალურ სიამოვნებას და სექსს არ გამოიყენებენ  მხოლოდ გამრავლებისთვის.

და ბოლოს არ შეიძლება არ აღინიშნოს რამოდენიმე სიტყვით ორგაზმის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე.  კვლევებით დადასტურდა რომ  ადამიანებს, რომელთაც კვირაში 3 და მეტჯერ აქვთ სექსი და ორგაზმი 50 %-ით,- ნაკლებად აწუხებთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, გულის ინფარქტები და ინსულტები.