EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ მოვიქცეთ თერმომეტრის გატეხვის შემთხვევაში »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: DEMI
თარიღი: 2014-11-19 23:42:50
მოგეხსენებათ, რომ ფართოდ გავრცელებული სიცხის საზომი თერმომეტრები შეიცავენ ვერცხლისწყალს. ვერცხლისწყალი არის თხევადი მეტალი. მას აქვს საშიში მომწმავლელი თვისებები. გატეხილი თერმომეტრიდან გადმოღვრილი ვერცხლისწყლის შეგროვება რთულია, მასზე შეხებისას ის უფრო მცირე ბურთულებათ იყოფა, მისი შეგროვება კი აუცილებელია რამეთუ, მისი აორთქლების შედეგად შესაძლოა მძიმედ მოიწამლოთ. გაეცანით ინსტრუქციაში თუ როგორ უნდა მოიქცეთ თერმომეტრის გატეხვის შემტხვევაში.
- სიცხის საზომი თერმომეტრის გატეხვისას, მასში მოთავსებული ვერცხლისწყალი ბურთულების სახით ცვივა გატეხვის მიმდებარე ადგილას. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ გარშემომყოფების მოწამვლა, აუცილებლად რაც შეიძლება საჩქროდ გაიყვანეთ ოთახიდან ყველა და გახსენით ფანჯრები.
- 2პირველი საფეხურის შესრულების შემდეგ, სახეზე აიფარეთ ერთჯერადი ნიღაბი, თუ არ გაქვთ გამოგადგებათ ბამბა ან ბინტი, რომელიც საჭიროა დასველებული იყოს სოდიან ხსნარში, სოდის არ ქონის შემთხვევაში უბრალო წყალში დაასველეთ. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ფეხზე კი პოლიეთილენის პარკი ამოიცვით. ასევე დაგჭირდებათ ფუჯი.
- 3უკვე დროა დავიწყოთ ვერცხლისწყლის ბურთულების შეგროვება. იმისათვის, რომ არსად დაგვრჩეს ისინი დაგჭირდებათ კარგი განათება, ასევე შეგროვება ჯობია დავიწყოთ შემოსასვლელიდან, ან კუთხეებიდან. გირჩევთ მათ შესაგროვბლად გამოიყენოთ ერთჯერადი შპრიცი, ასევე დაგჭირდებათ, ფოლგა ან თხელი ქაღალდი. თან ასევე გქონდეთ სველი გაზეთი, წყლით სანახევროდ სავსე მინის ქილა, ბამბა და ნაჭერი.
- 4ფოლგა ან ქაღალდი გამოიყენეთ როგორც აქანდაზი, ბურთულების მოგროვებისას, ისინი მინის ქილაში მოათავსეთ. უფრო პატარა ბურთულები, რომელთა აღება არ გამოგდით ფოლგის გამოყენებით, შპრიცითშეაგროვეთ. იმ შემთხვევში თუ ბურთულები ნაპრალებში აღმოჩნდა, მათი ამოღება მაქედან რთული იქნება, გირჩევთ შემდეგს: დაყარეთ ქვიშა, შემდეგ კი ფუნჯის გამოყენებით ამოწმინდეთ და მოათავსეთ ქაღალდზე.
- 5მას შემდეგ, რაც მორჩებით შეგროვებას და დარწმუნდებით, რომ არაფერი დარჩა, ყველა ნივთი რასაც კი იყენებდით შესაგროვებლად, მოთავსეთ წყლიან ჭურჭელში. ეს ჭურჭელი დადგით გრილ ადგილას, სითბოსგან მოშორებით. კვლავ დაუბრუნდით ოთახს სადაც გაგიტყდათ თერმომეტრი და იატაკი სველი გაწურული გაზეთით გაწმინდეთ. აიღეთ ტილო, დაასველეთ საპნიანი და სოდიანი წყლით, მოწმინდეთ კიდევ ერთხელ. ეს უკანასკნელი, ხელს უწყობს დარჩენილი ვერცხლისწყლის დაჟანგვას, ასევე მის აორთქლებას. მას შემდეგ, რაც მორჩებით ყველაფერს, დატოვეთ ფანჯრები ღია რამოდენიმე საათის განმავლბაში, 3-4 საათი მაინც.
- 6აქვე გაგიჩნდებათ კითხვა, რა ვუყოთ დარჩენილ ნივთებს? დარეკეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურში აუხსენით რაც ხდება და იკითხეთ, სად არის მისატანი ნარჩენები. ასევე მიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც კი შეეხო ვერცხლისწყალი, ან იქვე იყო ახლოს, მაგ: ტილო, ტანსაცმელი, ზეწრები მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და სხვა ნარჩენებთან ერთად წაიღეთ გასაუვნებლად.
გაფრთხილებები
- არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი. თბილი ჰაერი ხელს უწყობს მეტალის აორთქლებას. ის ასევე ავრცელებს მოხვედრილ ვერცხლისწყლის ორთქლს.
- ნუ გამოიყენებთ ასევე ცოცხს. ცოცხი როგორც კი შეეხება მას ის უფრო მცირე ბურთულებად დაიყოფა და გაიპნევა, შესაბამისად მათი შეგროვება ბევრთად გართულდება.