EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბაბილონი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-11-20 00:07:47

ბაბილონი

ბაბილონი

ბაბილონი — ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგრსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს „ღმერთების კარიბჭეს“.