EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სუნამოს წარმოშობის ისტორია »

კატეგორია: სუნამო-პარფიუმერია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-20 11:15:44

სუნამოს წარმოშობის ისტორია

სუნამოს წარმოშობის ისტორია

parfume

სიტყვა სუნამო ლათინური წარმოშობისაა: ,,per” ნიშნავს შემდეგს, იქით ,,fumus” კვამლს, მოგვიანებით ფრანგებმა მას ,,parfum” უწოდეს.
 
პირველი სუნამო საკმეველი იყო, მისი ბოთლები აღმოაჩინეს მესოპოტამიაში ოთხი ათასი წლის წინ. მესოპოტამიელები წვავდნენ უამრავ ფისს, ზეთსა და ხის ქერქს თავიანთი რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად. ისინი ხშირად ასველებდნენ ხის ქერქსა და ფისს წყლითა და ზეთით შეზავებულ საკმეველში და სხეულს იწმენდნენ, მიცვალებულსაც სწორედ ამ სითხით ბანდნენ.
ეგვიპტური იეროგლიფებიდან ვგებულობთ, რომ სამი ათასი წლის წინ ამ საქმის შესწავლა ეგვიპტელებმაც დაიწყეს, თუმცა სუნამოს ისინი მხოლოდ და მხოლოდ ფარაონის რიტუალისთვის იყენებდნენ. არქეოლოგებმა ეგვიპტელების სუნამო მავზოლეუმში აღმოაჩინეს.
 
როგორც შემდგომ გაირკვა, ისინი სუნამოს ბოთლებს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერებისგან და ჩამოვარდნილი მეტეორის ნარჩენებისგან ამზადებდნენ. ისინი სუნამოს ბოთლს მთელი ცხოვრების განმავლობაში კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდნენ და სიკვდილის შემდეგ სწორედ ამ სუნამოში ბანდნენ  და მხოლოდ ამის შემდეგ  ასვენებდნენ მავზოლეუმში.
 
ანტიკური ცივილიზაციებისათვის პარფიუმერია მიჩნეული იყო როგორც ღვთის საჩუქარი. ძველ დროში ფიქრობდნენ, რომ სხეული უნდა განედიდებინათ და ღმერთს დამსგავსებოდნენ. ანტიკურ ცივილიზაციებში როგორც ასეთი სუნამო არ არსებობდა. ყვავილები და სურნელოვანი ნივთიერებები გამოიყენებოდა როგორც ნედლი მასალა ღვთისადმი მიძღვნილ რიტუალებში. მათ სჯეროდათ, რომ სუნამო ავადმყოფობას კურნავდა და სხეულს უფრო სრულყოპილს ხდიდა.
არომატებმა თანდათან მოაჯადოვა მთელი სამყარო, მაგალითად, ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთები თავად ქმნიან არომათებს და რომ ღმერთის ან ქალღმერთის დედამიწაზე მოვლინება ტკბილი არომატით შეიგრძნობა.  აღმოსავლეთ კულტურაში რელიგიური კუთხით დიდი მნისვნელობა ენიჭებოდა არომატებს. არაბები პატივისცემის ნიშნად სტუმრებს მოსვლისას ვარდის წყალს აპკურებდნენ, წასვლისას ფიმიამს.
 

ანტიკური ცივილიზაციების განმავლობაში, პარფიუმერია იყო მიჩნეული, როგორც ღვთის საჩუქარი. ძველ დროში ფიქრობდნენ, რომ სხეული უნდა განედიდებინათ და დამსგავსებოდნენ ღმერთს.
ანტიკურ ცივილიზაციებში, როგორც ასეთი სუნამო, არ არსებობდა. ყვევილები და სურნელოვანი მცენარეები, გამოყენებოდა როგორც ნედლი მასალა ღვთისადმი მიძღვნილ ცერემონიებში. წლების სვლასთან ერთად, ინტერესი არომატული ნივთიერებისადმი ძლიერდებოდა :საკმეველი, ზეთები, ბალზამი, და თქვენ წარმოიდგინეთ აღმგზნები სითხეები ეს იყო საშუალება ანტიკური ადამიანებისათვის მიახლოვებოდნენ ღმერთს, განედიდებინათ საკუთარი სილამაზე და სიძლიერე. მათ სჯეროდათ, რომ სურნელი კურნავდა ავადმყოფობებს და სხეულს სრულყოფილს ხდიდა. ჟამთა სვლამ ამაღლებული დამოკიდებულება სურნელისადმი გახრწნა და ის ორგიისათვის საჭირო საგნად გადააქცია.
  სიტყვა სუნამო ლათინური წარმოშობისაა."PER"ნიშნავს მეშვეობით "FUMUS" კვამლს მოგვიანებით მას ფრანგებმა "PARFUME" უწოდეს.

    “ტანსაცმელი ალამაზებს ადამიანს, სუნამო კი მის სულიერებას ავლენს”ჩვენ მას ინსტიქტით ვარჩევთ, სუნი კი ყველა საიდუმლოს ამხელს: როგორი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, როგორი გინდა რომ ხალს ეგონო.. ამას გარდა იგი ხასიათზეც მოქმედებს. ადრე მიაჩნდათ, რომ არომატი ფიზიკურობასთან იყო რაღაც კავშირში. შავგვრემნებს უკავშირებდნენ ივ სენ-ლორანის “ოპიუმს”, ხოლო ქერებს “დორისიმოს” ან “ო დე ლანკომს”.სუნამო- ეს არის თქვენი მოსიარულე ბიოგრაფია . თქვენი არომატი უფრო მეტს მოყვება თქვენზე, ვიდრე თქვენთვითონ. ერთი სიტყვის თქმასაც ვერ მოასწრებთ, ისე გაგიცნობენ გარშემომყოფები. თქვენი სუნის მიხედვით, ადამიანებს ექმნებათ თქვენზე წარმოდგენა, რომელიც შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ.განსხვავებულ სიტუაციებში, განსხვავებულ არომატებს ვირჩევთ – სამსახურში, სახლში, თეატრში, რომანტიკულ პაემანზე, სპორტულ დარბაზში და ა.შ.

                                            იცვლება როლი – იცვლება პარფიუმი..

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველას შეუძლია გაშიფროს ყველა საიდუმლო, როგორც თავისი, ასევე სხვების. ამისათვის საჭიროა დავაკვირდეთ არომატის მიმართულებას. ყველა არომატის კლასიფიცირება შეიძლება, მთავარია დავაკვირდეთ და გავიგოთ რას ნიშნავს ის:

აღმოსავლური სურნელი –  ვანილი, ამბრა, მუსკატის კაკალი და შავი პილპილი. ამ არომატის მოყვარული ადამიანები, აფასებენ ტრადიციებს. უყვართ მარტოობა, კოლექციონერობა, ხშირად გამოირჩევიან ეფექტური გარეგნობით. თავს უვლიან და როგორც წესი, ძალიან განათლებულები არიან.

ციტრუსის არომატი ვისაც ციტრუსის არომატი მოსწონს, გამოირჩევა ორგანიზებულობით, დისციპლინით, უყვართ ყველაფრის დაგეგმვა და იბრძვიან წარმატების მისაღწევად.ხილის არომატის- მოყვარულებს უყვართ ხმაურიანი კომპანიები. სანდო ადამიანები არიან, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა და კარგად ესმით იუმორი.ყვავილოვანი არომატი (თეთრი ყვავილები) – თუ თქვენ ამ ჯგუფიდან, რომელიმე არომატს იყენებთ, ესეიგი ძალიან მსუბუქი სასიამოვნო და სანდო მეგობარი  ხართ, თუმცა ცოტა მეგობარი გყავთ.ყვავილოვანი არომატი (თაიგული): ვარდები და ჟასმინი. თუ თქვენ ყვავილების ნაკრების არომატს იყენებთ, მაშინ გიყვართ სხვისი ცხოვრების გალამაზება. ხართ კოლექციონერი და კარგი დიასახლისი.ხის არომატები – გამოირჩევიან ელეგანტურობით და თავშეკავებულობით. არიან სანდოები, განათლებულები, ნაკითხები და ფრთხილები. სიმშვიდეს ინარჩუნებენ კრიტიკულ მომენტებშიც კი.მწვანე” ტყის არომატები- ასეთი სურნელის მოყვარულები, ძირითადად სპორტით არიან დაკავებულნი და უფრთხილდებიან ფიგურას.ოკეანის ან ზღვის არომატები – ეშინიათ დახურული სივრცის და ამიტომ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ამ ტიპის არომატები. მათ არ უყვართ ზედმეტი მორთვა, გამოირჩევიან მინიმალისტური ჩაცმის სტილით.ჰაეროვანი არომატები – მათი სუნი გვაგონებს სუფთა ჰაერს და მაღალმთიან ადგილებს. ასეთი არომატის მოყვარულები ხშირად ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ უყვართ ქალაქგარეთ გასვლაც. შეუძლიათ ჰარმონიას მიაღწიოს ქალაქში და ქალაქგარეთ ცხოვრებისას. არიან მოდის მიმდევრები.კულინარული არომატები: ფინიკი, ყველი, ყავა, ვისკი, პორტვეინი, შამპანური. დახასიათება: სტილი, შარმი,სექსი. გამოირჩევიან გამბედაობით და მამაცობით. არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, გამოუცნობი ადამიანები.ტყავის არომატებს როგორც წესი, იყენებენ მამაკაცები: გამომძიებლები და მეცნიერები.    

სუნამო, მომაჯადოებელი და იდუმალი...

parfume

არომატების ისტორია ძველი ეგვიპტიდან იღებს სათავეს, ეგვიპტელები სუნამოებს ოქროზე მეტად აფასებდნენ და მხოლოდ შეძლებული ფენის პრივილეგიად მიიჩნევდნენ. კლეოპატრა სუნამოს აპკურებდა იალქნებს რათა ყველას ეგრძნო მისი ჩამობრძანება. თანდათანობით არომატებმა მოაჯადოვა მთელი მსოფლიო. მაგალითად, ძველ ბერძნებს სჯეროდათ რომ ღმერთები თავად ქმნიან არომატებს და რომ ღმერთის ან ქალღმერთის დედამიწაზე მოვლინება ტკბილი არომატით შეიგრძნება. აღმოსავლეთ კულტურაში რელიგიური კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა არომატებს. არაბები პატივისცემის ნიშნათ, სტუმრებს მისვლისას ვარდის წყალს, ხოლო წასვლისას ფიმიამს აპკურებდნენ. ინდოეთში არომატები კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

დაგენილია, რომ სუნამო ადამიანის მე-ს გამოხატავის საუკეთესო საშუალებაა. მცენარეებისაგან სურნელოვანი სითხის შექმნა, საუკუნეებმა ხელოვნების ერთ ერთ დარგადაც კი ჩამოაყალიბა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ძველმა რომაელებმა, ეგვიპტელებმა, ბერძნებმა, თანამედროვე ქიმიკოსებმა კი მათი სახელები დაარქვეს და ადამიანთა შიანგან სამყაროს დაუკავშირეს.

თითოეული სუნამო ჰარმონიულად შექმნილი მთლიანობაა. სურნელი ადამიანში ვნებას და ლტოლვას აღვივებს, კარგად შერჩეული სუნამო ურთიერთობის ჰარმონიულობის საწინდარია. ჯონ გალიანოს თქმით ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაული მისი სურნელია. პოეტები, მწერლები, შემოქმედები და უბრალო ადამიანები აღფრთოვანებაში მოჰყავდა იმ სურნელს რომელიც ასე დუფარავად ამხელდა სუსტი სქესის საიდუმლოს.

ამგვარი საიდულმლოებებითა და იდუმალებით მოცულია სუნამო, ისევე, როგორც თვით ქალი. ქალის სურნელზე წერდნენ და დაწერენ მომავალშიც. უძღვნიდნენ ლექსებს, შედევრებს, რაც იქამდე გაგრძელდება სანამ ქალი იარსებებს…