EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომელ დაავადებებზე მეტყველებს სახის კანის ფერი? »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: nisa

თარიღი: 2014-11-22 02:23:00

რომელ დაავადებებზე მეტყველებს სახის კანის ფერი?

რომელ დაავადებებზე მეტყველებს სახის კანის ფერი?

kanis feri

შინაგანი ორგანოების მუშაობაში გადახრა ჩვენი კანის მდგომარეობაზე აისახება. როგორ ამოვიცნოთ გამაფრთხილებელი ნიშნები? 
სახის ფერი 
სახის მოყვითალო ფერი კუჭისა და ელენთის დაავადებებზე მოწმობს. კანის მწვანე ფერი ხშირად ღვიძლის მუშაობის დარღვევის ნიშანია. სიფერმკრთალე საკმაოდ ხშირად თან ახლავს ძალის გამოლევას, ანემიას, ზოგად უქეიფობას. კანის მოწითალო ფერის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის გადახურება ან სისხლის მიმოქცევის შეგუბება, ზოგჯერ, სხვა სიმპტომებთან შერწყმული, გულის დაავადებების ნიშანია. 
მუწუკები 
ზურგზე მუწუკები ფილტვებისა და თირკმლების მუშაობაში უთანხმოებაზე მიგვანიშნებს, გულმკერდის არეში – ფილტვებისა და გულის მუშაობაში დარღვევებზე, შუბლზე – ნაწლავების მოდუნებაზე, ლოყებზე – ფილტვების დაავადებებზე, ცხვირზე – გულის სისუსტეზე, ტუჩების ირგვლივ – სასქესო ორგანოების დაავადებებზე. 
ნაოჭები 
თვალებს შორის ღრმა ნაოჭი კუჭისა და ღვიძლის მუშაობაში დარღვევებზე მიუთითებს. 
ჩამოშვებული ტუჩები 
ზედა ტუჩი კუჭის, ხოლო ქვედა – მსხვილი და წვრილი ნაწლავების მდგომარეობას ასახავს. თუ ტუჩები ჩამოშვებულია – ეს საჭმლის ცუდ მონელებაზე მეტყველებს. ხასხასა წითელი ტუჩები მაღალ არტერიულ წნევასა და სასუნთქი გზების დაავადებებზე მიგვანიშნებს. მუქი მოლურჯო ტუჩები – ქოლესტერინის სიჭარბის მაჩვენებელია, ხოლო უფერული იმის ნიშანია, რომ ორგანიზმს ჟანგბადი არ ყოფნის. 
კანი – ეს ჩვენი ორგანიზმის გადაშლილი წიგნია. თუ კანთან პრობლემები გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ავად ხართ. შეიძლება ეს გაფრთხილება იყოს იმ დაავადებებზე, რომლებიც მოგვიანებით აღმოცენდება. ამიტომ საკონსულტაციოდ ექიმთან ვიზიტი ღირს.