EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რაზე მიგვანიშნებს სახის ფერი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: DEMI

თარიღი: 2014-11-22 02:41:10

რაზე მიგვანიშნებს სახის ფერი

რაზე მიგვანიშნებს სახის ფერი

სახის კანი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. კანს კვალს აჩნევს პროფესია, კვება, მავნე ჩვევები, ძილის რეჟიმი, სტრესი, გარე სამყაროს ზემოქმედება და მემკვიდრეობითი ფაქტორები, ასევე - მწვავე და ქრონიკული დაავადებები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სახის კანის მდგომარეობასა და, საზოგადოდ, გარეგნობაზე, საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებში მიმდინარე არასასურველი ძვრები, პირველ რიგში აისახება.

შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების მაუწყებელი განგაშის ზარი ხშირად მათ გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე რეკავს – სნეულება პირველი სიმპტომების გაჩენამდე სხეულის საფარველზე აისახება. ამიტომ კანზე, როგორც ორგანიზმის სარკეზე, დაკვირვებით შესაძლებელია დროულად მივაგნოთ პრობლემას, გამოვავლინოთ ესა თუ ის პათოლოგია და, რაც მთავარია, სათანადო ღონისძიებებიც გავატაროთ.

ისტორიული რაკურსი


სახის ფერის მიხედვით ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე უძველეს ეპოქაშივე მსჯელობდნენ. ჰიპოკრატე დიაგნოსტიკაში მრავალ სხვა დეტალთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სახის ფერს. ჩინეთში სახის ფერისა და მდგომარეობის მიხედვით ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში სვამდნენ დიაგნოზს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სახეზე ”კითხვის” ხელოვნებას მხოლოდ დიდოსტატები ფლობდნენ, ცოდნას საიდუმლოდ ინახავდენენ და მხოლოდ ზეპირად გადასცემდენენ წარჩინებულ და გამორჩეულ მოწაფეებს. 

და მაინც, რაზე მეტყველებს სახის ფერი?


ხშირად გაიგონებთ, რომ ამა თუ იმ ადამიანს არაჯანსაღი ფერი აქვს. ეს მეტად ზოგადი ცნება გახლავთ, ვინაიდან ”არაჯანსაღი ფერები” არცთუ ისე ცოტაა. მაგალითად, ჩინურ მედიცინაში ხუთი არაჯანსაღი ფერია გამოყოფილი. მწვანე, თეთრი და შავი ტკივილის მაუწყებელია, ყვითელი და წითელი კი სავსეობაზე მიუთითებს. ამ ხუთიდან თითოეულ ფერს განსაზღვრული ორგანო და წელიწადის განსაზღვრული პერიოდი შეესაბამება: წითელს - გული და ზაფხული, თეთრს - ფილტვები და შემოდგომა, შავს - თირკმელები და ზამთარი, ყვითელს - ელენთა და ზაფხულის მიწურული, მწვანეს - ღვიძლი და გაზაფხული.

თანამედროვე მედიცინაში სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა მხოლოდ ოთხ ფერს - წითელს, ყვითელს, ლურჯსა და თეთრს - ენიჭება. რაზე მიანიშნებს თითოეული?

წითელი - ორგანიზმის გადახურება, ცხელებით მიმდინარე ინფექციური პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია;

თეთრი (სიფითრე) - ანემია (სისხლნაკლებობა), ფილტვების პათოლოგია, ინფარქტი ან ინსულტი;

ყვითელი - ღვიძლის, ელენთის, კუჭის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) პათოლოგიები;

ლურჯი - ფილტვის დაავადებებზე, ჟანგბადოვან შიმშილზე. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ფერებიც, მაგალითად, მუქი სახის კანი თირკმლის პათოლოგიის, შარდის ბუშტის ინფექციის დამადასტურებელია, მორუხო-მიწისფერი ხშირ ყაბზობასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემებზე მიუთითებს, მწვანე ყველაზე საშიში ფერია - ამ დროს ექიმები ნაღველკენჭოვანი დაავადების სხვადასხვა გართულებას, ღვიძლის ციროზს ან კიბოს ეჭვობენ.

მეტად მნიშვნელოვანია სახის ცალკეული ფრაგმენტების გულისყურით დათვალიერება და ანალიზი. მათი შეფერილობა ამა თუ იმ დაავადების უფრო ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

თვალები


მუქი რკალები თვალების ქვეშ ნერვულ აშლილობაზე მეტყველებს, მოლურჯო რკალები კი გულის მუშაობისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე, ასევე - სასქესო ორგანოთა მუშაობის პრობლემებზე მიანიშნებს.

ცხვირი


წითელი ცხვირი გულის მუშაობის დარღვევასა და მომატებულ არტერიულ წნევაზე მიუთითებს;

მოლურჯო-მოწითალო ცხვირი - არტერიული წნევის დაქვეითებაზე;

თეთრი ლაქები ცხვირზე - ფილტვის დაავადებებზე.

სახის ფერის გასაუმჯობესებლად


1) აიღეთ ხორბლის მარცვლები, გააღვივეთ, 4 სადილის კოვზს დაასხით 200 გრამი მზესუმზირას ზეთი. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და 30 დღე ასე გააჩერეთ. ეს ხანი რომ გავა, სითხე გადაასხით, მიღებული ფაფისებრი მასით კი სისტემატურად გაიწმინდეთ სახე.
2) აიღეთ 2 სადილის კოვზი ატმის წვენი და ამდენივე შვრიის ფქვილი, დაუმატეთ 3-4 წვეთი ყურძნის ზეთი, აურიეთ, წაისვით სახეზე და 15-20 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გახსოვდეთ: კანი, მით უფრო - სახის, ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა სარკეა, ამიტომ თუ მას არაჯანსაღი ფერი აქვს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, ეძებეთ მიზეზი. რაც მთავარია, მოუარეთ სახის კანს, იკვებეთ სწორად და რაციონალურად, იკეთეთ გამაჯანსაღებელი და მკვებავი ნიღბები. მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს.