EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომი »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-11-22 21:33:39

რომი (იტალ. და ლათ.: Roma)

rome

რომი (იტალ. და ლათ.: Roma) — იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენის მდინარეების გარშემო, ხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს.

რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების „კომუნა“ აგლომერაცია ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს:მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა—დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008).

რომის ეშპ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.

ქალაქის ისტორია

ქალაქის ისტორია ჩვ. წ–მდე დაახლოებით VIII საუკუნიდან იწყება. რომის ისტორიის განმავლობაში ის იყო ძველ რომის (რომის სამეფო, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია), მოგვიანებით კი პაპის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნების, იტალიის სამეფოს და იტალიის რესპუბლიკის ცენტრი ან დედაქალაქი.

ლეგენდის თანახმად, ქალაქი რომი ტყუპებმა რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ძვ. წ. აღ-ით 753 წლის 21 აპრილს მდინარე ტიბრის ნაპირზე, კვირინალის, ვიმნალის, ესკვილინის, ცელიუმის, პალატინის,ავენტინისა და კაპიტოლიუმის ბორცვებზე. არქეოლოგიური მასალებიც სწორედ იმას მოწმობენ, რომ რომი როგორც ქალაქდასახლება ქრისტეშობამდე 8-ე საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ქალაქი რომის სამეფოს დედაქალაქი გახდა, (რომელსაც ტრადიისამებრ შვიდი მეფე მართავდა), შემდგომ რომის რესპუბლიკის (ძვ.წ.აღ-ით 510-დან იმართებოდა სენატის მიერ), საბოლოოდ კი ქრ.შბ-მდე 27 წლიდან რომს იმპერატორი ჩაუდგა სათავეში. ეს წარმატება დამოკიდებული იყო სამხედრო დაპყრობებზე, ეკონომიკურ წინსვლასა და მეზობელი ცივილიზაციების, განსაკუთრებით კი ეტრუსკული და ბერძნული ცივილიზაციების, შერჩევით ასიმილირებაზე.

დაარსებიდან ძვ. წ. აღ-ით 386 წლამდე რომი აუღებელი იყო, სანამ კელტები არ შევიდნენ ქალაქში, რომლებიც ამავე წლის დამლევს თავად რომაელების მიერ იქნენ დაპყრობილნი. ლივიუსი წიგნი 5. კელტებმა რომაელებს ქალაქის დასაბრუნებლად ათასი გირვანქა ოქროს გადახდა შესთავაზეს, რაზეც რომმა უარი შეუთვალა და საპასუხო შეტევით უპასუა.რომის ძალაუფლება ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე გავრცელდა , მოსახლეობა კი მილიონს აღწევდა. მთელი ათასი წლის განმავლობაში რომი დასავლური სამყაროს უდიდეს, უმდიდრეს და პოლიტიკურად ყველაზე გავლენიან ქალაქად მიიჩნეოდა; რომს სიდიადე არც იმპერიის დაცემა-დაქუცმაცების შემდეგ დაუკარგავს, როდესაც დედაქლაქის სტატუსი ჯერ მილანს, შემდეგ კი რავენას გადაეცა, რომ აღარაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქკონსტანტინოპოლზე.

იმპერიის დაცემა და შუა საუკუნეები

რომის ეპისკოპოსის კონსტანტინე I-ის მმართველობისას, პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია და კათოლიკური რელიგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვ.წ.აღ-ით 410 წელს რომის დარბევის შემდეგ დასავლეთ რომმა დასუსტება დაიწყო, ხოლო 476 წელს რომი აღმოსავლეთით ბიზანტიონადწოდებულმა ქალაქმა (შემდგომში კონსტანტინოპოლმა) და გერმანულმა დამპყრობლებმა გაიყვეს. ქალაქის მოსახლეობა თანდათან შემცირდა და ადრეული შუასაუკუნეებისას 20 ათას მოსახლეს ძლივს აჭარბებდა; მრავალი წლის მანძილზე რომში დაცარიელებული და დანგრეული უბნებით ჭარბობდა. რომს ბიზანტიონის პარალელურად ნომინალური ძალაუფლება 751 წლამდეღა ჰქონდა, ანუ მანამ, სანამ ლომბარდებმა ეგზარქატი რავენაში არ გადაიტანეს. 756 წელს პეპინ მოკლემ (დაბალმა) პაპს რომსა და მის შემოგარენზე დროებითი ძალაუფლება დაუკანონა, რითიც ხელი შეუწყო რომის პაპის საბრძანებლოს შემდგომ დამკვიდრებას.

რომი პაპის სამფლობელოს დედაქალაქდ რჩებობა 1870 წლამდე, ანუ ვიდრე იტალიის დედაქალაქი გახდებოდა. შუა საუკუნეებში რომი მომლოცველთა უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა. გარდა რამდენიმე მოკლე პერიოდისა, შუა საუკუნეებში რომი წმინდა ქალაქისა და პაპის პრინციპატის სტატუსს ინარჩუნებდა, მაშინაც კი, როდესაც პაპი ავინიონმა (1309-1337წწ) დროებით გადააყენა . 1527 წლის დარბევის შემდეგ, როდესაც რომმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა, პაპის პატრონაჟით ქალაქი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა.

17-19 საუკუნეები

მეჩვიდმეტე საუკუნისთვის მოსახლეობა გაიზარდა და 100 000-ს მიაღწია, თუმცა, შიდა კონტრ-რეფორმაციული პროცესების გამო, რომი მომდევნო ასწლეულებშიც ჩამორჩებოდა ევროპის დედაქალაქებს განვითარებით. მეცხრამეტე საუკუნეში რომი იტალიის გაერთიანების პლაცდარმად გადაიქცა. 1871 წელს, როდესაც საფრანგეთის ბატონობა საბოლოოდ დაემხო, რომი სამეფოს ჯარებმა დაიკავეს და ერთიანი იტალიის დედაქალაქდ გამოაცხადეს.

მეოცე საუკუნე

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რომი ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის დამყარების მოწმე გახდა. 1922 წელს მუსოლინიმ ქალაქში მარშით გაიარა, სადაც ახალი იმპერიის დამყარებისა და ფაშისტურ გერმანიასთან გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება. ეს პერიოდი მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა, როდესაც 212 000-იანმა მოსახლეობამ 1 000 000-ს გადააჭარბა, თუმცა, მომდევნო ზრდას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა დაბომბვებითა და ოკუპაციით. მუსოლინის დასჯისა და ომის დასრულების შემდეგ 1946 წლის რეფერენდუმით იტალიამ მონარქიულ წყობას რესპუბლიკური არჩია.

ომის დასრულების შემდეგ რომი ისევ აღორძინებას იწყებს, როგორც იტალიის ომისშემდგომი მოდერნიზაციისა და ეკონომიკური განვითარების ფლაგმანი.

1950-1960-იან წლებში რომი მოდური ქალაქი ხდება, ამ წლებს la dolce vita (ტკბილი ცხოვრება) ეწოდება. მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რომს 1980-იან წლებამდე მოჰყვა, როდესაც ქალაქში 2,800 000 ადამიანი ცხოვრობდა, შემდგომ მოსახლეობამ თანდათან მახლობელ დასახლებებში იწყო გადასვლა. 80-იან წლებში რომი მეტად "გადაჭედილი" ქალაქი იყო გართულებული მგზავრობითა და უსუფთაო ჰაერით, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

უკანასკნელ წლებში ქალაქის მოსახლეობა ისევ იზრდება, ოღონდ, ძირითადად, უცხო ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტების ხარჯზე.

არქიტექტურა, ქალაქგანლაგება

ძველი რომი

რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმია (70-80 ჩვ.წ.აღ), რომელიც ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი იყო რომის იმპერიაში. კოლიზეუმი გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 60 000 ადამიანს იტევდა. ძველი რომის ცნობილი ძეგლებია რომის ფორუმი, დომუს აურეა, პანთეონი, ტრაიანეს სვეტი, ტრაიანეს ბაზარი, რამდენიმე საკატოკომბო არე, მაქსიმუსის ცირკი, კარაკალას აბანოები, ავგუსტინეს მავზოლეუმი, კონსტანტინეს თაღი, ცესტიუსის პირამიდა და სხვა.

შუა საუკენეები

რომის შუასაუკუნეების არქიტექტურა იტალიის ქალაქებში ყველაზე მრავლისმომცველია. პალეოქრისტიანული პედიოდით დათარიღებული Santa Maria Maggiore და San Paolo Fuori le Mura-ის ბაზილიკა, IV საუკუნისაა და მოზაიკით არის მოპირკეთებული. მოგვიანო პერიოდის თვალსაჩინო საფრესკო და მოზაიკური ნამუშევრებია წმინდა მარიამის, წმინდა ქვატრო კარონატის და წმინდა პრესედეს საყდრებში. ახლო-ახლოს მდებარე ძველი ნაგებობები მაღალი კოშკებით გამოირჩევა, ყველაზე ფართო Torre delle Milizie და Torre dei Conti-ია, ორივე რომის ფორუმის გვერდით მდებარეობს.

დემოგრაფია

იმპერატორ ავგუსტინეს დროს რომი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი იყო, და სავარაუდოდ, 19-ე საუკუნემდე აგებული ყველაზე დიდი ქალაქი. სტატისტიკური მონაცემებით, რომის მოსახლეობა ძირითადში, 450 000-დან 3 მლნ-მდე იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, შესაძლოა, 50 000-ზე ნაკლები იყო და და სტაგნაციურ მდგომარეობაშიც იმყოფებოდა რენესანსამდე. როდესაც იტალიის სამეფომ 1870 წელს რომი აიღო, ქალაქის მოსახლეობა 200 000-მდე იყო, მოკლე ხანში კი 600 000 გახდა. ფაშისტური რეჟიმისას მუსოლინი ქალაქის მოსახლეობის ზრდის ხელოვნურად შეკავებას ცდილობდა, თუმცა, 1931 წელს რომი უკვე მილიონზე მეტ მოსახლეს მოითვლიდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა სწრაფად იზრდება, 50-იან და 60-იან წლებში რომს ემატება ახალი გარეუბნები.

დღეისათვის რომის ოფიციალური მოსახლეობა 2,8 მლნ-მდეა. ქალაქის ურბანულ ფართოზე 5,352 კმ² კი 4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. რომის მოსახლეობის 6,2% იმიგრანტები წარმოადგენენ.

ტრანსპორტი

აეროპორტები

რომს სამი ძირითადი აეროპორტი ემსახურება, აქედან ორი „აეროპორტი დი რომას“ კუთვნილებაა. რომისა და სრულიად იტალიის უდიდესი აეროპორტი ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა, თუმცა, რომის სამხრეთ-დასავლეთით, ფიუმიჩინოს კომუნაში მდებარეობის გამო, მას ხშირად ფიუმიჩინოს აეროპორტსაც უწოდებენ.

რომის უძველესი ჩიამპინოს აეროპორტი სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობით გამოიყენება. აეროპორტი რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩიამპინოს უბანშია აგებული.

მესამე, რომიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრში განლაგებული „აეროპორტო დელ ურბე“ შედარებით მცირეა და უფრო მეტად აეროდრომის ფუნქციებს ასრულებს, ვიდრე აეროპორტისა. აქ ვერტმფრენები და კერძო, მსუბუქი თვითმფრინავებია თავმოყრილი.

მეოთხე, „აეროპორტო დი ჩენტოჩელეს“ საჰაერო კარიბჭე რომის აღმოსავლეთით ააშენეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ტერმინალებიდან ფრენები არ წარმოებს. აეროპორტი განკუთვნილია კომანდოსების მომსახურებისა და სამხედრო თვალსაზრისით. აეროპორტის დიდი ნაწილის სამოქალაქო ავიაციისთვის გამოყენების გეგმა უკვე შემუშავებულია.

მეტრო

რომში ორხაზიანი მეტროსისტემა მუშაობს, რომელსაც „მეტროპოლიტანა“ ეწოდება.