EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მედიცინა ჩინეთში »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-25 01:33:39

მედიცინა ჩინეთში

მედიცინა ჩინეთში

ძველ ინდოეთზე არა ნაკლაბ საინტერესო სამედიცინო ტექნოლოგიებით ხასიათდება ძველი ჩინეთი. ისინი გამოირჩევიან მნიშვნელოვანი ძველი ჩანაწერების არსებობით, რომელშიც აღწერილია ადამიანების დაავადებები და მკურნალობის მეთოდები - ტექნოლოგიები. ეს არის “ჩჟენ ცზიუ” - თერაპია (“ჩჟენ“ - ნემსით ჩხვლეტა, აკუპუნქტურა; “ცზიუ” - მოწვა).
ჩინური მედიცინის მიხედვით ჯანმრთელობის საფუძვლად ითვლებოდა “პირველადი ელემენტების” - 5 ელემენტის წონასწორობა, ხოლო დაავადებების მიზეზად კი წონასწორობის დარღვევა.

5_elementi.jpg
ხუთი პირველსაწყისი ელემენტის ურთიერთ თანაფარდობა


დიაგნოსტიკა ეფუძვნებოდა ავადმყოფის კანის, თვალის, ლორწოვანასა და ენის გამოკვლევებს. ისინი გამოკვლევის ძირითად ფენომენად პულს მიიჩნევდნენ და სწორედ ჩინეთში დღემდე არის შემორჩენილი მხოლოდ პულსის მეშვეობით მთელი ორგანიზმის დიაგნოსტირება.
ჩინური მედიცინის ორიგინალურობა სხვა მედიცინებთან შედარებით ბიოლოგიურად აქტიური წერტილებისა და ენერგეტიკული მერიდიანების სისტემაში ჩანს.

 

merididnebi.jpg

 

12 მერიდიანის სისტემა


განკურნების უსწრაფეს მეთოდად - ტექნოლოგიად თვლიდნენ “ჩჟენ ცზიუ”-თერაპიას, რომლის მიხედვითაც ჩხვლეტა სხეულის განსაზღვრულ ადგილებში იწვევს ბევრი დაავადების სრულ განკურნებას. ეს თერაპია უფრო და უფრო შედე-გიანი ხდებოდა თუ მოწვა სამკურნალო ბალახებით მიმდინარეობდა მაგ.; ბალახი აბზინდა და სხვა.
ჩინელმა ექიმმა ვან ბეიმ აკუპუნქტურის საილუსტრაციოდ დაამზადა ორი ბრინჯაოს ფიგურა, რომელზედაც დატანილი იყო ორგანიზმის ყველა აქტუალური წერტილები თავისი შიგა არხებით. ფიგურა ავსებული იყო წყლით და დაფარული იყო ცვილით. ამ თვალსაჩინოებას იყენებდნენ სწავლების მიზნით. თუ მოსწავლე სწორედ აკეთებდა ჩხვლეტას, ფიგურის ზედაპირზე წყალი ჩდებოდა.
ჩინეთში გათხრების შედეგად სამარხში აღმოჩენილია ჩინუ-რი სამკურნალო ნემსები: ოთხი ოქროსი და ხუთი ვერცხლის. მათ შორის ყუნწიანი - ჭრილობების გასაკერად და სამკუთხა - ვენების გასახსნელად. ამ აღმოჩენებით განისაზღვრა ნემსებით მკურნალობის ჩინური სისტემის ასაკი - არანაკლებ ორი ათასი წელი.
ჩინური ხალხური მედიცინა იყენებდა სამკურნალოდ: ჟენ-შენს, ქაფურს, ჩაის, ფისს, რკინას, ვერცხლისწყალს, გოგირდს. მაგ.; “ქათმის სიბრმავეს” - ცოცხალი ღვიძლით მკურნალობდნენ. ეს მეთოდი იყო საღი და უნიკალური.

 

წყარო: http://www.mlk.ge/