EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ცხოველები საქართველოში »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-25 02:03:12

ცხოველები საქართველოში: მურა დათვი, (Ursus arctos Linneaus). ირემი, კავკასიური ირემი, (Cervus elaphus Linnaeus). შველი Capreolus capreolus Linnaeus). ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena). აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis). არჩვი ფსიტი (Rupicapra rupicarpa caucasica)

მურა დათვი (Ursus arctos Linneaus), ოჯახი დათვისებრნი

 

დათვი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს მრავალგვარ ბიოტოპში, ჭარბტენიანიდან დაწყებული, არიდულით დამთავრებული. გვხვდება აგრეთვე თითქმის ყველა ვერტიკალურ სარტყელში, ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე.

დათვი ყველაფრის მჭამელია უმთავრესად მცენარეულით იკვებება. განსაკუთრებით უყვარს თაფლი ჭამს ჭიანჭველის ჭუპრებს, ჭიაღუას. მშიერი დათვი ხშირად სასარგებლო- ნადირ-ფრინველის და შინაური პირუტყვისUrsus arctos Linneaus ხორცითაც იკვებება, არ იწუნებს ლეშსაც, მაგრამ ყველაზე დიდ ზიანს აყენებს სიმინდის, ხორბლის, ქერის, ჭვავისა და სხვა ნათესებს მთის კალთებზე.

ცივ ქვეყნებში დათვი ზამთრის ძილს ეძლევა თავის ბუნაგში, ჩვენშიაც ზამთრობით ბუნაგშია ხოლმე, მაგრამ თბილ ამინდში გამოდის და საკვების მოსაპოვებლად დარბის.

ჩვენებური დათვი, საერთოდ მშიშარაა ერიდება ადამიანს და გაურბის მას, ხიფათის შემთხვევაში კი შეუპოვარია და საშიში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაჭრილია.

დათვის მძუნაობა ჩვენში ივნისიდან იწყება მაკეობს 280 დღეს, რის შემდეგ თავის ბუნაგში იგი ორ-ოთხ ბელს შობს. დათვის მძუნაობა ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ორი წლის დათვი უკვე ზრდასრულია.

ირემი. კავკასიური ირემი. (Cervus elaphus Linnaeus)

ფშავში მხოლოდ კავკასიური ირემი ცხოვრობს მას აგრეთვე კეთილშობილ ირემს ეძახიან. მთელი რიგი ნიშნებით ის განსხვავდება სხვა სახის ირმებისაგან (ციმბირის, ყირიმის, ხალებიანი ირემ-ლაღისაგან და სხვა). კეთილშობილი ირემი საქართველოში Cervus elaphus Linnaeusგავრცელებულია ქვესახეობა Cervus elaphus maral (Ogilby, 1840) ირმის გავრცელების არეალი ფშავში მოიცავდა მნიშვნელოვან ნაწილს, რაზეც მიუთითებს ფშაური ტოპონიმიკა "ირემტკალო". ამჟამად ირემი შემორჩენილია ერთეული ინდივიდების სახით.

ირემი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე.

 

შველი (Capreolus capreolus Linnaeus)

შველი ბინადრობს ძირითადად ტყის სარტყელში, იშვიათად გვხვდება სუბალპურში. ევრიტოპური სახეობაა. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე.

კოხტა, სწორ ფეხებზე შემდგარი მკვრივი ტანი, ლამაზი თავი, მეტად მოხდენილი ტუჩებით, დატოტილი, ზემოთ აშვერილი წვრილი რქებით და შავი ფართო თვალებით, - იგი ჩვენი ბნუების ნამდვილი მშვენებაა. როგორც ირემს, ისე შველსაც რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელსაც, ამ ოჯახის ჩვეული წესით,Capreolus capreolus Linnaeusყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბერში იცვლის. წონა: 22-30კგ. ყურების ზომა: 12-14სმ.; კუდი რუდიმენტულია 2-3სმ; სხეულის სიგრძე 107-126სმ. სიმაღლე ნიდაოში (ხორკა): 70-90სმ.

შველი ბინადრობს ტყის სარტყელში, უმთავრესად მეჩხერ, ნათელ ფოთლოვან ტყეებში გვხვდება. იშვიათად გვხვდება სუბალპურში. ვერტიკალურად ვრცელდება ძღვის დონიდან 2500 მეტრამდე. მცენარეული საკვებით საზროობს,უჭირს დიდ თოვლში გადაადგილება და საკვების მოპოვება. მაკეობს აგვისტო-სექტემბერში. შვილის მაკეობა თითქმის 9 თვეს გრძელდება და მაის-ივნისში შობს ერთ, ორ და ზოგჯერ სამ ნუკრს.

ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena).

ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი, აფთრისებრთა Hyaena hyaenaოჯახისა. მისი სიმაღლე 60-85 სმ, სხეულის სიგრძე 95-120 სმ, კუდის 26-45 სმ, წონა 25-45 კგ აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს. ზურგზე 20 სანტიმეტრამდე ფაფარი ეზრდება.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis)

იგი კავკასიის ენდემია. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში. გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5500 მეტრემდე. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია. ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვებიCapra cylindricornis ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს. ჯიხვი მეტად გემრიელი ხორცის, კარგი ტყავის, მოხდენილი რქებისა და ლამაზი აგებულების ცხოველია. დედალ ჯიხვს პატარა და უფრო წვრილი რქები აქვს. ნადირობა ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული და ამიტომ ყველასათვის მისაწვდომი არ არის. ჯიხვი ბინადრობს ძნელად მისადგომ, მაღალ კლდეებში, არის მეტად ფრთხილი და მარდი ცხოველი. ამჟამად ჯიხვზე ნადირობა აკრძალულია. იგი წითელ წიგნშია შეტანილი.

არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicarpa caucasica),

Rupicapra rupicarpa caucasicaჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან - 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. კავკასიური არჩვი იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს.