EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« თევზები საქართველოში »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-25 02:21:35

თევზები საქართველოში

თევზები საქართველოში

კალმახი Salmo fario

საქართველოში ბინადრობს კალმახის ორი ჯიში ჩვეულებრივი ანუ მდინარის კალმახი -Salmo trutta და 1936-1940 წლებში აკლიმატიზიზრებული ცისარტყელა კალმახი -Salmo irideus

მდინარის კალმახი საქართველოს თითქმის ყველაკალმახი Salmo fario მდინარის ზემო დინებაში ბინადრობს და ბოლო დრომდე საკმაოდ მრავალრიცხოვანიც იყო.მიუხედავად გავრცელებული ცნობისა, რომ კალმახი მცირე ზომის თევზია იგი 3-4 კილოგრამ წონას აღწევს, ხოლო ლიტვის ოფიციალურ რეკორდად ითვლება 7,5 კილოგრამიანი ეკზემპლიარი.

ცისარტყელა კალმახი ძირითადად საკალმახე მეურნეობებში ჰყავდათ, მაგრამ დღეს დღეობით ეს ჯიშიც მთელი საქართველოს მაშტაბით გავრცელდა. კალმახის ეს ჯიში გაცილებით უფრო დიდი იზრდება, ცნობილია 20 კილოიანი ეკზემპლიარების დაჭერის შესახებაც.

კალმახი წმინდა მტაცებელია. ყველგან მსოფლიოში იგი სამოყვარულო თევზჭერის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. ის ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ამ ძლიერ და შეუპოვარ მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლა სამუდამოდ ხდება "მეკალმახე". იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში მთელი ტურისტული ინდუსტრია არის აწყობილი კალმახის ჭერაზე. კულინარიული თვისებებით კალმახის ხორცი ცნობილი დელიკატესია.

ყველგან მსოფლიოში ამ თევზს უფრთხილდებიან, ამრავლებენ და ლიფსიტას აბრუნებენ მდინარეებში, არ თევზაობენ ქვირითობის პერიოდში.

ლოქო-Silurus glanis

ლოქო არის საქართველოს და საერთოდ ევროპის მტკნარი წყლის ყველაზე დიდი თევზი. იგი იზრდება 3 მეტრი და 150-200 კილო. არსებობს გამონაკლისებიც, ძველ ხელნაწერებში მაგალითად აღწერილია ეკზემპლიარები 5 მეტრი სიგრძის და 400 კილო წონის, მაგრამ ჩვენ დროს სამწუხაროდ ესეთი გიგანტები აღარ არსებობენ. ლოქოს სტანდარტული ზომაა 30-50 კილო, 80 კილოიანები კი უკვე რეკორდულად ითვლებიან.

ლოქო თბილი სეზონის თევზია. ზამთარში იგი გამოსაზამთრებელ ღრმულებში წვება და არ იკვებებაSilurus glanis წყლის 8-10 გრადუსზე გათბობამდე. ამ გიგანტის კვების რაციონი მრავალფეროვანია: თევზი, ბაყაყი, კიბორჩხალა, წურბელა, ჭია, წყალში მოხვედრილი წვრილი მღრღნელები და წყალმცურავე ფრინველებიც კი. აქვე მინდა ავღნიშნო რომ ლოქოზე მოთევზავეთა მიერ შექმნილია მისი გასტრონომიულა უპირატესობების რეიტინგი:1) ჭია 2) თევზი 3) ბაყაყი 4)წურბელა 5) კიბორჩხალა 6) მახრა 7) ბუღლუჯი...

ზამთრის ძილიდან გამოსვლისთანავე ლოქო საკმაოდ პასიურია და არ დასდევს თავის ნადავლს, ამიტომ ამ დროს იგი იკვებება ჭიებით, წურბელებით, მკვდარი ან ავადმყოფი თევზებით. ამიტომაც მისი ჭერა ამ პერიოდში უფრო შედეგიანია გამოსაზამთრებელ ღრმულებთან ახლოს. წყლის გათბობასთან ერთად ლოქოც აქტიური ხდება და ნადირობს უკვე მთელს წყალსატევზე.

ქვირითობამდე სადღაც ორი კვირით ადრე ლოქოს ეწყება კვებითი აქტიურობის უმაღლესი ფაზა. თვით ქვირითობა მიმდინარეობს წყლის 18 გრადუსამდე გათბობისას და გრძელდება საერთო ჯამში სადღაც ერთი თვე. ამ პერიოდის შემდეგაც შეიმჩნევა კვებითი აქტიურობა, მაგრამ უფრო ხანმოკლე.

საქართველოში ლოქო გავრცელებულია თითქმის ყველა მდინარის ქვემო დინებაში, თბილისთან კი საკმაოდ ბევრია თბილისის ზღვაში, დადის ჭორები რომ მყვინთავებმა აქ ნახეს 2 მეტრზე დიდი ეკზემპლიარები, იმედია ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილება დაგეხმარებათ გიგანტური ლოქოების დაჭერაში

ხრამული Capoeta capoeta

ლათინური დასახელება Capoeta capoeta. ჩვენს ქვეყანაში მას რამოდენიმე დასახელებით იცნობენ: ხრამული, კაპოტი, კაპუეტი, ფიჩხული, ლურჯი, ბოლოწითელი. ჩვენთან ბინადრობს ხრამულის 4 სახეობა.სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში, ტოფობს მაისიდან ივნისის ბოლომდე, თხელწყლიან ქვაქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს.

ცხოვრების ნირით წარმოადგენს ფსკერულ თევზს, ამ Capoeta capoetaტიპის თევზებისათვის დამახასიათებელი, ეგრეთწოდებული ქვედა პირით. ქვედა ტუჩი წარმოსდგენს გარქოვანებულ საფხეკ ინსტრუმენტს, რის საშუალებითაც ახერხებს ქვებიდან ხავსის აფხეკვას, რომლითაც იკვებება. მცენარეების, ძირითადად ხავსის გარდა, მის რაციონში შედის მწერების მატლები, რომლებიც წყალში განვითარების სხვსდასხვა სტადიას გადიან.

1-ჩვეულებრივი ანუ ტრანსკავკასიური ხრამული- მდინარე მტკვარი (ზემო და ქვემო წელი) ოქუმი, ლიახვი, ქსანი, არაგვი, ხრამი, დებედა, მაშავერა, ალაზანი თავისი ყველა შენაკადით, იორი. ტბები: ჯანდარა, ბაზალეთი. წყალსაცავები ; თბილისის, სიონის. ლათინური დასახელება

ლათინური დასახელება Capoeta capoeta. ჩვენს ქვეყანაში მას რამოდენიმე დასახელებით იცნობენ: ხრამული, კაპოტი, კაპუეტი, ფიჩხული, ლურჯი, ბოლოწითელი. ჩვენთან ბინადრობს ხრამულის 4 სახეობა.სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში, ტოფობს მაისიდან ივნისის ბოლომდე, თხელწყლიან ქვაქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს.

ხრამულზე ანკესით თევზაობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. სატყუარად გამოიყენება: ბუზის მატლი, ჭიაყელა, სოსისისა და მოხარშული ძეხვის ნაჭრები, პურის ქერქის კუბიკები, გარკვეულ პერიოდში ხავსი, როგორც ჩქერის (перекат) ასევე ჭაობის. მასზე სათევზაოთ გამოიყენება როგორც ტივტივიანი ისე ფსკერულა ანკესი.

შამაია Chalcalburnus chalcoides

შამაია, კობრისებრთა ოჯახის უთუოდ ყველაზე ფასეული თევზია, მას სპარსეთში შახ-მაგე ანუ სამეფო თევზიც კი ჰქვია ხოლო საბჭოთა ეპოქაში მას სერიოზული სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა.

მისი უახლოვესი ნათესავი ყველგან გავრცელებული თეთრულაა, მაგრამ მასთან შედარებით შამაია უფრო დიდია, იზრდება 25-40 სანტიმეტრი და 800 გრამი.

შამაის გრძელი თითისებური სხეული დაფარულიაChalcalburnus chalcoides საკმაოდ წვრილი ქერცლით. ქვედა ყბა წინაა გამიწეული ზედასთან შედარებით, თავი და ზურგი მუქი, გვერდები და მუცელი კი ვერცხლისფერი აქვს. ყველა ფარფლი მონაცრისფრო-გამჭვირვალე.

საქართველოში შამაია ბინადრობს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების ქვემო დინებაში, ტბებსა და წყალსაცავებში

ზრდილი შამაია (20-25 სმ) საკმაოდ აქტიური მტაცებელი ხდება და თავს ესხმის ნებისმიერ მოძრავ სატყუარას, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია.

ქაშაპი Leuciscus cephalus

საქართველოში ბინადრობს ქაშაპის ორი ნაირსახეობა: ჯუჯა (კავაკასიური) და ევროპული ქაშაპი. მათი გავრცელების არეალი მთელი საქართველოა. ჯუჯა ქაშაპი როგორც წესი არ აღემატება 15-20 სანტიმეტრს, ხოლო ევროპული კი იზრდება 6-7 კილომდე. ქაშაპი ძლიერი და შეუპოვარი მოწინააღმდეგეა, მეთევზეთა უმეტესობა თვლის, რომ დარტყმის სიძლიერით იგი კალმახის შემდეგ მეორე ადგილზეა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ქაშაპი აქტიურია. ამ პერიოდში მისი საკვების 90% შეადგენენ მწერები და ზუსტად ამიტომ ქაშაპი უნდა ვეძებოთ წყალზე Leuciscus cephalusგადახრილი ხეების და ბუჩქების ქვეშ. აგრეთვე უყვარს მას ციცაბო ნაპირის ქვეშ დგომა, წყალქვეშა დაბრკოლებების მიერ შექმნილი დინების შენელებაშიც.

ქვირითობს ქაშაპი აპრილ-მაისში. პატარ პატარა ქარავნებით შედის იგი დაბალ წყალზე სადაც ქვიანი ფსკერი, სუფთა ჟანგბადით მდიდარი დინებაა და ერთ ეტაპად დებს ქვირითს. მცირედი შესვენების შემდეგ იგი უბრუნდება თავის ზაფხულის სადგომებს და აქტიურად იკვებება. იკვებება ქაშაპი სხვადასხვა საკვებით, იგი შეიძლება ყოვლისმჭამელ თევზადაც ჩავთვალოთ. მის რაციონში შედიან: მწერები, ჭიები, მოლუსკები, კიბორჩხალები, ბაყაყები, ქვირითი და ლიფსიტები, წყალმცენარეები და წყალში ჩაცვენილი ხილიც კი. ზრდილი ეკზემპლიარები კი აქტიური მტაცებლები არიან. შეიძლება ითქვას რომ ქაშაპის კვება მკვეთრად სეზონურია. გაზაფხულზე იგი ძირითადად იკვებება ჭიებით, ქვირითით, მოლუსკებით .. ზაფხულში თითქმის მხოლოდ მწერებით და წყალმცენარეებით.. შემოდგომით კი პატარა ბაყაყებით და ლიფსიტებით.

ადრიან ზაფხულში ყველაზე წარმატებულ სატყუარად კალია ითვლება. შუა ზაფხულში, როდესაც ღამის პეპლების მასიური გამოფრენაა, ქაშაპი პრაკტიკულად მხოლოდ ღამე იკვებება და მისი დაჭერა ამ დროს უფრო შესაძლებელია. ზაფხულის ბოლოს, როდესაც თავკომბალები ბაყაყებად იქცევიან, ზრდილი ქაშაპის ჭერა ფსკერული მეთოდით, სატყუარად პატარა ბაყაყის გამოყენებით, ძალიან წარმატებულია.

ქაშაპი სანუკვარი და საამაყო ნადავლია.