EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბუნება »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-11-25 02:54:20
ბუნება
ბუნების შესახებ
ბუნების ლათინური ექვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება "დაბადებას", მაშინ როცა ბერძნული φύσις (ფიზის)
უკავშირდება "ზრდას". ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე. მასში შედის ყველაფერი
ცხოველური, მცენარეული და მინერალური; ყველა ნატურალური რესურსი და მოვლენა (ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი,მიწისძვრა და მისთ.). ის ასევე მოიცავს ცხოველურ არსებათა ქცევასაც და უსულო საგნებთან
დაკავშირებულ პროცესებსაც.
ბუნების სილამაზე
მწერალს სტივენ ფრაის კომენტარით, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, რომ ბუნება განუსაზღვრელად ლამაზია. ამ აზრს
იზიარებს მრავალი მეცნიერიც; ფრანგ მათემატიკოს, ჟულს ანრი პოანკარეს (1854-1912) უთქვამს: ”მეცნიერი ბუნებას სწავლობს რადგან ის აღაფრთოვანებს მას, ის აღფრთოვანებულია მით, რადგან ის ლამაზია. ბუნება ლამაზი რომ არ იყოს, ის შესწავლის ღირსი არ იქნებოდა, და ბუნება შესწავლის ღირსი რომ არ იყოს, სიცოცხლე ცხოვრების ღირსი არ იქნებოდა. მე ვგულისხმობ სილამაზეს, რომელიც მოდის ბუნების შემადგენელ ნაწილთა შორის ჰარმონიული წესრიგისგან, და რომლის
შეცნობა წმინდა შემეცნებას ძალუძს".
ეკოლოგია
.სიცოცხლე, ორგანიზმთა მახასიათებლები და მათი ქცევა, თუ როგორ ჩნდება ესა თუ ის ჯიში ან არსება, ურთიერთობა მათ შორის და გარემო რომელშიც ისინი არსებობენ არის ბიოლოგია ნატურალური მეცნიერების შესწავლის საგანი. ბიოლოგიის
განშტოება, რომელიც ორგანიზმთა ურთიერთქმედებას სწავლობს მათ გარემოზე ეკოლოგია ჰქვია.