EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უცხო ცივილიზაციების კვალი დედამიწაზე ატაკამის ჰუმანოიდი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: nisa

თარიღი: 2014-11-25 03:00:35

უცხო ცივილიზაციების კვალი დედამიწაზე ატაკამის ჰუმანოიდი

უცხო ცივილიზაციების კვალი დედამიწაზე ,,ატაკამის ჰუმანოიდი“

 უცხო ცივილიზაციების კვალი დედამიწაზე ,,ატაკამის ჰუმანოიდი“
 

ჩილეში 10 წლის წინ აღმოჩენილი მინიატიურული ჩონჩხი დღემდე ახალი პოლემიკის თემაა. აღმოჩენის შემდეგ პირველი პერიოდის სამეცნიერო ჰიპოთეზები იმ უფოლოგთა ჯგუფს ემხრობოდა, რომელიც ,,ჰუმანოიდს” არამიწიერ წარმოშობის არსებად მიიჩნევდა. თუმცა სკეპტიკოსები იმ პერიოდშიც მას მუტირებულ ადამიანად აღიქვამდნენ. პირველად ,,ატაკამის ჰუმანოიდი” ჩილელმა ოსკარ მუნოსმა ატაკამას უდაბნოში აღმოაჩინა. ის თეთრ ქსოვილში იყო გახვეული და ძველი დანგრეული კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიაზე ქვის საფეხურზე იყო შემოდებული. მუმიფიცირებული გვამი დღემდე არ გახრწნილა. მუმია სიგრძით 15 სანტიმეტრია, მას პატარა კბილები და საკმაოდ წაწვეტებული თავი აქვს, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ახლად დაბადებული ბავშვის თავის ქალას. დაიწყო გაუთავებელი გამოკვლევები და დებატები. ამ სამეცნიერო პოლემიკაში ამერიკელმა მეცნიერებმა დასვეს წერტილი, რომელთა თქმით, არსების დნმ ადამიანის გენური კოდის იდენტურია. ზემოთ აღნიშნული ვერსიის წინააღმდეგია მეცნიერთა და უფოლოგთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც რახიტიზმის მსგავს შემთხვევას გამორიცხავს. ახალი დავების ტალღა, რომელიც ,,ატაკამის ჰუმანოიდის” ირგვლივ გრძელდება სამეცნიერო წრეებში, კვლავ აქტუალურია.