EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით »
კატეგორია: ჰოროსკოპიავტორი: admin
თარიღი: 2014-11-25 16:12:25
ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვერძი
როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც – ორივე ჩვენშია. მთავარი ისაა , თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას "მხეცი". ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია.
ვერძი
ვერძის დემონია ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი და გამანადგურებელი სიფიცხე.
ხოლო ანგელოზური მხარეა – გულწრფელობა და სიალალე.
დემონი ვერძს აიძულებს და უბიძგებს იმისკენ, რომ ემოციებს აყოლილმა, სიფიცხის მომენტში დაანგრიოს ყველაფერი. ჩაიდინოს დაუფიქრებელი და უტაქტო საქციელი. ამასთან ერთად, ჩააგონებს მას იყოს პრინციპული და არასოდეს აღიაროს საკუთარი შეცდომები.
ანგელოზი აქეზებს მას სამართლიანობისკენ, დაჩაგრულთა მფარველობისკენ, სიმართლისთვის ბრძოლისკენ, ადამიანების მიმართ გულწრფელი და არაანგარებიანი დამოკიდებულებისკენ. მიჩნეულია, რომ ვერძს თეთრი ანგელოზი ბაკარილა მფარველობს. იგი ასევე იცავს ვერძის შვილებსა და შთამომავლობას. აძლიერებს მას ენერგიით, აძლევს სიცოცხლისუნარიანობასა და ამტანობას. ძალას ჰმატებს მიზნისკენ სვლაში და ეხმარება ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელოს ცხოვრებაში. აჯილდოებს უშრეტი ოპტიმიზმითა და ხვალინდელი დღის რწმენით.
ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მერწყული
როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა , თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ არ გამოავლინოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას "მხეცი"... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებებისა და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ. "ჩრდილოვანი" მხარე, რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია...
მერწყული
მერწყულების უმეტესობას ასოციალურობის, გულგრილობისა და მარტოსულობის დემონი უტევს. ბევრ მათგანს დემონის გავლენით თავი უნიკალურად მიაჩნია და თვლის, რომ საზოგადოება მას რიყავს, არ ღებულობს, როგორც "თეთრ ყვავს" ისე უყურებს.
მერწყულის ანგელოზური მხარეა ჰუმანურობა, კაცთმოყვარეობა და მეგობულობა. რომლის ხარჯზეც მერწყული ახერხებს ყველა ფენის, რასის, აღმსარებლობის და შეხედულების ადამიანი უყვარდეს.
თუმცა, პერიოდულად მას საკუთარ განსაკუთრებულობაში არწმუნებს დემონი. ამის გამო მერწყული გაუცხოვებას იწყებს სოციუმთან. ცდილობს გაემიჯნოს მეგობრებს და საკუთარი საქციელი იმით ახსნას, რომ მისი "არ ესმით" სხვებს.
საიმისოდ, რომ დემონის გავლენისგან დაიცვას თავი, მერწყულმა უნდა დააფასოს მეგობრობა და საკუთარი მეგობრები. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მარტოობა არ ასცდება.
მერწყულის მფარველი ანგელოზი კათეტილი. იგი მას ანიჭებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მაქსიმალური გულწრფელობითა და სიკეთით იხელმძღვანელოს. რათა შეასრულოს მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის უმთავრესი მისია – ერთმანეთთან დააკავშიროს და გაამთლიანოს სოციუმი.
ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - თევზები
როგორც ამბობენ, ნებისმიერ ადამიანში ცხოვრობს ანგელოზიც და დემონიც. კარგიც და ცუდიც, ორივე ჩვენშია მთავარი ისაა , თუ კონკრეტულად რომელ გზას ვირჩევთ ცხოვრების გზაზე სასიარულოდ და რამდენად ვაძლევთ ჩვენს თავს იმის უფლებას რომ არ გამოავლინოს გარშემომყოფებთან ურთიერთობისას „მხეცი“ .. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი თავის მხრივ დგას ცდუნებების და საცდურების ზღვარზე. ყველა მათგანს გააჩნია ხასიათში ე.წ „ჩრდილოვანი“ მხარე რომლის გადაწონვაც მასში არსებულ ნათელ ენერგეტიკას შეუძლია..
თევზები
თევზების უმრავლესობას ფობიების, ქვეცნობიერის შიშებისა და ილუზიების დემონი უტევს. მათი ანგელოზური მხარე კი თანაგრძნობის უდიდესი ნიჭი, გულმოწყალება და გასაოცარი ლოიალურობაა გარშემო მყოფების მიმართ.
თევზები ეს ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ნიშანია.
დემონი მას აიძულებს ადამიანების მიმართ, ვინც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აწყენინა, შურისძიების იარაღად ჭორები და ინტრიგები გამოიყენოს. გარდა ამისა, გადამეტებული სენსიტიურობის გამო თევზები ყველაზე ხშირად ვარდებიან ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის უძირო ჭაობში, საიდან ამოძვრომაც მათ შემდგომში ძალიან უძნელდებათ.
თუკი თევზის ნიშნით დაბადებული საკუთარ თავში გარშემო მყოფებისადმი რეალური, ქმედითი დახმარების უნარსაც გამოიმუშავებს გარდა სიტყვიერი თანადგომისა იგი შეძლებს თვითშეფასება აიმაღლოს მადლიერი საზოგადოების ხარჯზე, ეს ყველაფერი კი მისცემს ძალას აღარასოდეს მისცეს თავს ფსკერზე ჩაშვების უფლება.
მფარველი ანგელოზი ეგალმილა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს, სწორი გზით ცხოვრების შემთხვევაში ქარიზმატულობით, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატებითა და ნამდვილი მეგობრების სიმრავლით დააჯილდოებს.
ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტყუპი
ტყუპი
ცნობილი ფაქტია, ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენლებს ენა უჭრით სამართებელივით. შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებულები ენამწარეობის, ავყიობის დემონის გავლენაში ექცევიან მარტივად.
ტყუპის დემონი ავსიტყვაობაში ვლიდება.
მისი ანგელოზური მხარე კი სიცოცხლისუნარიანობასა და ოპტიმიზმში, რომელიც სხვებისთვისაც გადამდებია.
თუ ის დემონის ზეგავლენას ემორჩილება, მისგან "პროფესიონალი მატყუარა" და აფერისტი დგება.
ხოლო ანგელოზის გავლენაში ტყუპს შეუძლია გახდეს სხვების დამხმარე "ვერბალური მაგი", რომლის სიტყვასაც სამკურნალო ძალა ექნება. მას შეუძლია ადამიანებს სიტყვით უმკურნალოს და მისცეს შვება.
ტყუპის მფარველი ანგელოზი ბაჰრამია, იგი ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ანიჭებს ძალას იმედი და მომავლის რწმენა დაუბრუნონ გარშემო მყოფებს სიტყვის, მჭერმეტყველების ძალის გამოყენებით!
ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ლომი
ლომი
ლომს ყველაზე მეტად ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის დემონი ებრძვის და უტევს.
მისი ანგელოზური მხარე კი გულუხვობა, სიმამაცე და თავგანწირვის უნარია სხვისი კეთილდღეობისთვის.
როცა ეს ადამიანები საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ძალებს, რომელიც საკმარისზე მეტი დოზითაც კი გააჩნიათ სხვების დახმარებასა და თანადგომაზე ხარჯავენ, მათში სულიერების დონე მაღლა იწევს და საზოგადოება თავად აღიარებს ლომს ლიდერად. ანუ მიიყვანს იმ პოზიციაზე, რომლისთვისაც ნებისმიერი ლომი ცნობიერად თუ არაცნობიერად მუდმივად იბრძვის ცხოვრებაში.
ასტროლოგიურად ლომის მფარველი ანგელოზია – აქვარილა. იგი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ მუდამ, სულიერად განვითარდნენ და ამ გამოცდილების წყალობით გარშემო მყოფების ცხოვრება უფრო ნათელი, ლამაზი და ბედნიერი გახადონ.
ანგელოზები და დემონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - კირჩხიბი
კირჩხიბი
კირჩხიბის დემონური მხარე აფერისტობასა და გარშემო მყოფების წინაშე საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენაში ვლინდება.
მისი ანგელოზური მხარეა თანაგრძნობის უნარი და მზრუნველობა.
როგორც წესი, ყველა კირჩხიბი აცნობიერებს დემონის გავლენის დამღუპველობას, თუმცა უჭირს გაუმკლავდეს ხოლმე მას. ამიტომ არცთუ იშვიათად უწევს შემდეგ სინანულში ყოფნა იმის გამო, რომ ანგარების ან გამორჩენის მიზნით ხშირად სტკენს ახლობლებს გულს.
იგი ხშირად აცლის არაქათს და ნერვებს თავისი მუდმივი შეცოდებით, წუწუნითა და პრეტენზიებით. ითხოვს, რომ უფრო მეტად უყვარდეთ, მეტად აფასებდნენ, ანებივრებდნენ... ასე ცდილობს იგი იმ კეთილგანწყობისა და სითბოს მოპოვებას, რომელიც რეალურად სულ სხვა გზით და უფრო მარტივადაც შეუძლია მოიპოვოს. საამისოდ მან თავად უნდა გასცეს პირველ რიგში – სითბო, სიკეთე და სიყვარული.
კირჩხიბის მფარველ ანგელოზად დინა ითვლება. იგი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს ინტუიციას, თანაგრძნობისა და გაგების უნარს. აძლევს შესაძლებლობას გახდეს უფრო ბრძენი და წინდახედული, თუკი იგი კითხვებზე პასუხების ძიების ნაცვლად, თავად შეკითხვის ღიად დასმას ისწავლის.