EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კორპორატიული მეგობრობა - ანუ როგორ შევარჩიოთ მოკავშირეები სამსახურში ასტროლოგიურად »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-25 16:35:31

კორპორატიული მეგობრობა - ანუ როგორ შევარჩიოთ მოკავშირეები სამსახურში ასტროლოგიურად

კორპორატიული მეგობრობა - ანუ როგორ შევარჩიოთ მოკავშირეები სამსახურში ასტროლოგიურად

 
astrology friends
 
ძალიან ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრებაში დგება საკითხი პროფესიულ სარბიელზე სწორად შეარჩიოს მოკავშირე და სამსახურში კარგი "ბეგრაუნდი" ეგულებოდეს მისი სახით. ყველამ ვიცით, რომ დღესდღეობით მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევს ნებისმიერს პროფესიულ სფეროში თავის დამკვიდრება. ამიტომ სასურველი და აუცილებელიც კია, იცოდეთ ვისთან შეგიძლიათ საიმედო "კორპორატიული ალიანსის" შეკვრა.
 

ვერძს 

შეუძლია მერწყულის ან მშვილდოსნის იმედი ჰქონდეს სამსახურში. მერწყულის იდეებს ვერძი ფულად აქცევს, მშვილდოსანი კი არასოდეს გაყიდის მათ მეგობრობას უკეთესი პოსტის ან მეტი ხელფასის მოლოდინში. 
 

კურო 

იდეალურად ითანამშრომლებს ქალწულთან და კირჩხიბთან. ქალწული ყოველთვის სწორად შეაფასებს კუროს ნაბიჯებს და ზედმეტი შეკითხვების გარეშე მიხვდება რა, როგორ გააკეთოს. კირჩხიბი კი კუროს სამსახურში "ოჯახური" ატმოსფეროთი მოამარაგებს. არც გემრიელ სასუსნავს მოაკლებს, არც კარგ ყავას. 


ტყუპს 

შეუძლია სამსახურში ნდობა სასწორსა და ვერძს გამოუცხადოს. სასწორი ტყუპის იდეებს ყოველთვის "დელიკატურად დაალაგებს", ხოლო ვერძი ამ იდეების დაუყოვნებლივ რეალიზაციაში დაეხმარება.


კირჩხიბისთვის 

იდეალური მოკავშირეა სამსახურში ქალწული და თევზები. თევზებს არასოდეს მობეზრდება ისმინოს კირჩხიბის მრავალსაათიანი ნაამბობი ოჯახის წევრებსა და დრამატული ისტორიები სიყვარულზე, ქალწული კი ყოველთვის მზად იქნება საჭიროების შემთხვევაში კირჩხიბი ერთჯერადი ხელსახოცებით და კარგი რჩევებით მოსაზრებით მოამარაგოს. 









ლომისთვის 

იდეალური მოკავშირე სამსახურში შეიძლება გახდეს თხის რქა და კურო. თხის რქას შესანიშნავად ეხერხება კარგი მრჩევლის სტატუსის მორგება. თანაც, იგი ლომს ლიდერობაში ღიად არასოდეს შეეცილება. კურო კი შესანიშნავი შემსრულებელია, ამიტომ ლომის იდეებს შესანიშნავად განახორციელებს რეალობაში. 


ქალწული 

თავს კომფორტულად იგრძნობს ტყუპთან და მორიელთან. ტყუპის ქაოსური იდეებისა და მოსაზრებების "დალაგება" ქალწულს სიამოვნებას მიანიჭებს. ხოლო მორიელთან კავშირი მისთვის კოლეგებს შორის მტრული განწყობისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა იქნება. 


სასწორისთვის 

იდეალური კომპანიონი და მეგობარი შეიძლება გახდეს სამსახურში ლომი და მერწყული. ლომთან სასწორი საკუთარ შემოქმედებით პოტენციალს სრულად გამოიყენებს, მათი იდეები არაჩვეულებრივ შედეგებს მოიტანს, გასაკუთრებით სახელოვნებო ან რეკლამის კუთხით. ხოლო მერწყულთან სასწორს დიდი მეგობრობა და ინეტერესები დააკავშირებს. 



მორიელი 

სამსახურეობრივ სარბიელზე ყველაზე უკეთ ქალწულთან და ვერძთან ითანამშრომლებს. ქალწული მას ნებისმიერი პროექტის სრულყოფის საქმეში დაეხმარება. ვერძი კი არასოდეს მიითვისებს მის იდეებს და ყოველთვის ღიად დაუპირისპირდება მორიელის მტრებს ამ უკანასკნელის დასაცავად. 

 

მშვილდოსანს 

საუკეთესო ურთიერთობა ექნება სამსახურეობრივად სასწორთან და ლომთან. სასწორი მის აქტივობას გაცილებით უფრო დახვეწილ ფორმას მისცემს და ყოველთვის გამოაძვრენს მშვილდოსანს უხერხული სიტუაციიდან. ლომი კი იდეალურად მოახერხებს მშვილდოსანთან ერთად გრანდიოზული გეგმების დასახვა/განხორციელებას.


თხის რქისთვის 

იდეალური მოკავშირე სამსახურში იქნება კირჩხიბი და კურო. კირჩხიბი, თუკი თხის რქა მას საკუთარი სიმკაცრით გულს ზედმეტად არ ატკენს მუდამ იზრუნებს თხის რქის კეთილდღეობაზე; კურო კი იდეალურად შეასრულებს თხის რქის დასახულ გეგმას. 


მერწყულის 

საუკეთესო მოკავშირე სამსახურში შეიძლება გახდეს ტყუპი ან მშვილდოსანი. ტყუპთან ერთად იგი არაერთი ორიგინალური იდეის დაგეგმვას შეძლებს. მშვილდოსანი კი ყოველთვის გაუწევს მერწყულს კომპანიონობას ნებისმიერ წამოწყებაში. 



თევზებისთვის 

საუკეთესო მოკავშირე სამსახურში თხის რქა ან მორიელი იქნება. თხის რქა დაეხმარება მას თავი სამუშაოს დროულად გაართვას, ნაკლებად იწუწუნოს და მეტი იშრომოს. მორიელი კი ყოველთვის დაიცავს თევზებს ინტრიგნებისგან.