EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 20 ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-11-25 18:26:43
20 ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ
ადამიანის სხეული — დაუჯერებლად რთული და ჩახლართული სისტემაა, გასაკვირი არ არის, რომ მეცნიერებს არ შეუძლიათ ერთხმად პასუხი გასცენ ჩვენი ორგანიზმის ფარულ შესაძლებლობებს. იხილეთ არაჩვეულებრივი ფაქტები ადამიანის სხეულის აგებულებაზე, ეს თქვენს გაკვირვებას გამოიწვევს...
1. ჩვენი ცრემლები გრძნობენ ჩვენს ემოციებს
თითოეული ცრემლის სტრუქტურა სხვადასხვანაირია. დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ემოცია ეუფლება ადამიანს საწყის ეტაპზე. საუბარია ემოციებზე, როგორიცაა: ნაღველი, დანაშაულის გრძნობა, ბედნიერება, რომელიც რადიკალურად ცვლის ცრემლის მოლეკულურ სტრუქტურას. როგორც ფიფქებია ერთმანეთისგან განსხვავებული ასევევა ცრემლები მოლეკულურ დონეზე.
2. ჩვენს ჭიპში მთელი ექოსისტემაა
ჩვენ არ შეგვიძლია მათი დანახვა, მაგრამ ადამიანის სხეული შეიცავს პაწაწუნა ორგანიზმებს როგორებიცაა ბაქტერიები, მილიონობით ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ ჭიპში. დაახლოებით რომ ვთქვათ, ადამიანის ჭიპში იმდენად ბევრი ბაქტერიაა, რომ მათ შეეძლოთ შეექმნათ ექოსისტემა, ზომით ტროპიკული ტყისა.
3. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ 48 კილომეტრიან რადიუსში
ჩვენი თვალები ვერასდროს იქნება ისეთი მჭრელი როგორიც არწივს აქვს. მიუხედავად ამისა ადამიანის თვალები ისეთი მგრძობიარეა, რომ დედამიწა მთლიანად სწორი რომ ყოფილიყო ჩვენ შევძლებდით ნათლად დაგვენახა სანთლის შუქის ციმციმი 48 კილომეტრის მოშორებით ჩვენგან.
4. ჩვენ გვაქვს 1609 კილომეტრის კაპილარები ფილტვებში
რომ გაგვეწელა 300 000 000 საკუთარი ფილტვების კაპილარები თავიდან ბოლომდე, ზოლი გადაიჭიმებოდა სიეტლიდან სან-დიეგომდე ანუ დაახლოებით 1609 კილომეტრზე.
5. ჩვენი გული იმდენად ძლიერია რომ მას ვერ შეედრება სხეულის ყველაზე განვითარებული კუნთიც კი
ადამიანის გული უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ შეძლოს სისხლის გადაქაჩვა ჩვენი სხეულის თითოეული ვენიდან დღეში 24 საათი და შვიდი დღე კვირაში. ის იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია წნევის გენერაცია მოახდინოს, რათა ამოაბრქვიოს სისხლი ცხრა მეტრზე.
6. ჩვენი უჯრედები არასდროს არ წყვეტენ გამრავლებას
უჯრედები წარმოადგენენ ორგანიზმის სამშენებლო მასალას. ყოველ წამს ადამიანის ორგანიზმი ქმნის 25 მილიონ ახალ უჯრედს. შედარებისთვის ყოველ 13 წამში უფრო მეტი უჯრედები წარმოიქმნება ვიდრე შეერთებული შტატების მოსახლეობა ერთად აღებული.
7. ჩვენი უჯრედების უმეტესობა არ არის ადამიანური წარმომავლობის
მილიარდი უჯრედებისა რომლებიც წარმოდგენილია ადამიანის ორგანიზმში, სინამდვილეში მხოლოდ 10 პროცენტია „ადამიანური', დანარჩენი 90 პროცენტი შეადგენს სხვადასხვა სოკოებს და ბაქტერიებს.
8. ადამიანის ორგანიზმში უფრო მეტი ატომებია, ვიდრე სამყაროს ყველა ვარსკვლავი ერთად აღებული
მთელი მატერია შედგება მოლეკულებისაგან და მოლეკულები შედგება ატომებისგან.ზრდასრული ადამიანი შედგება 7 ოქტილიონი ატომებისაგან (7 27ნულით). ეს ორჯერ უფრო აღემატება ჩვენთვის ცნობილ ვარსკვლავებს სამყაროში.
9. ჩვენ და ხილს ერთი და იგივე დნმ-ი გვაქვს
თქვენ ალბათ უკვე გსმენიათ, რომ ადამიანი შიმპანზისაგან განსხვავდება მხოლოდ ერთი ქრომოსომით დნმ-ი იმდენად ზუსტით, რომმცირეოდენ ცვლილებას შეუძლია გარდაგქმნათსავსებით განსხვავებულ არსებათ. როგორც ირკვევა ადამიანები ინაწილებენ თავისი დნმ-ის 50 პროცენტს ნორმალურ ჩვეულებრივ და გემრიელ ბანანთან (50 პროცენტი იდენტურია).
10. ჩვენი ტვინი ტკივილს ვერ გრძნობს
ტვინს შეუძლია მიიღოს და გადაამუშაოს სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან წამოსული (მომდინარე) ტკივილის გრძნობა. მიუხედავად ამისა, თვითონ ტვინს არ შეუძლია (უუნაროა) იგრძნოს ტკივილი.თავის ტვინში არ არსებობს ისეთი რეცეპტორები, როგორიც მაგალითად არის ხელებზე, ფეხებზე ან სხვა სხეულის ნაწილებზე.