EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ოტია იოსელიანი »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-02 01:34:33

ოტია იოსელიანი / otia ioseliani

ოტია იოსელიანი

ოტია-იოსელიანი

წამოუბერა ზღვაურმა...

წამოუბერა ზღვაურმა

ღრუბელი სევდას ცრის

მემუდარები: - გამიშვი!

მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!

 

ხელით გისწორებ სათუთად

ყელს მარგალიტის მძივს,

ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!

გარეთ გახედებ: - წვიმს!

 

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ

ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;

- არ გადაიღო, იცოდე,

მეფე ვარ, სანამ წვიმს!

 

გახსოვს ზედაზენი?

2012, 18 აპრილი, 20:31

გახსოვს, ზედაზენი?..

მაჯვნივ დარჩა ძველი ჯვარი,

მარცხნივ-წმინდა მცხეთა,

აღმართები,

აღმართები,

აღმართები,

გზა მიხვეულ-მოხვეული,

დახვედრა და გაცილება ხეთა.

შოშიების შეგონება,

კაფე-თესეს ქადაგება,

ჭრელი ჩიტის გადაფენა,

ტყის დაღლილი ქარი,

სიმწვანიდან გვეგებება

წყაროს თეთრი თვალი,

იქ მისვლა და დაჩემება

შენი პეშვით დამელია წყალი...

როგორც იქნა,

შევაკება,

გალავანი,

ეკლესია,

სულ სხვა ქარი...

ძელსკამი და ბინდი,

არაგვის და მტკვრის შეხვედრა,

იქვე მცხეთა ფეხთით,

არსად კაცის ჭაჭანება,

არცა სოფლის დანანება,

მე და შენ და...

სიყვარულის ღმერთი!

ჟამი ჟამობს.

მე არ ვიყო,

შენ არ იყო (ღმერთმა ნუ ქნას) - შეიძლება,

ზედაზენის დავიწყება- არა!

ის ერთი დღე,

ის ერთი დღე

არსებობდა კმარა!

გახსოვს ზედაზენი? ..

 

ლექსი ოტია იოსელიანის შემოქმედებიდან...

შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,

როგორც არავინ არასდროს.

შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა

ტანჯვა უნდა იყოს კირთება.

ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით,

ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი

ოქროს ასოებით.

ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება,

დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,

უჩემოდ არ უნდა იყოს დღის დამღამებელი

და უსასრულო ღამის გამთევი.

უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა

და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.

ჩემი სახელი მესმის თუ არა მესმის,

უნდა იზახო და იძახო.

ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,

შენ არ შეელიო და იძრახო,

ყველაფერი რომ წაგართვან – წაირთვი,

ჩემი ხატი უნდა შეინახო.

მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,

უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.

ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,

ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.

ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს, ათასი გიხმონ და გიძახონ. უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი

ცრემლი ვერ ნახონ.

შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,

უმზეო ყვავილი, უსახო.

ჩემი გამოჩენა შენთვის უნდა იყოს

ცის გახსნა, ღვთის წყალობა.

შენთვის ჩემი ჩურჩული უნდა იყოს სირინოზების გალობა,

უჩემოდ ვერავის შეეძლოს შენი შველა და წამლობა.

უჩემოდ არაფერზე იოცნებო და მიზნად არაფერი დაისახო.

შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო

და ჩემთან ერთად დაიმარხო.

არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს

მეტი წყურვილით და წადილით,

ვერავინ შეძლოს გადაბირება

ვერარრა ვედრება–ქადილით.

უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და

ყელამდე სავსე ხარ – შენთან რომ ვარ,

თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის

და სხვა გზა არა გაქვს – შენთან მოვალ!