EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ხურმა »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-07 18:50:17

ხურმა / xurma

xurma

ხურმა (ლათ. Diospyros) — მცენარეთა გვარი აბანოზისებრთა ოჯახისა. სუბტროპიკული და ტროპიკული ხეები და ბუჩქებია. ცნობილია 200-მდე სახეობა; ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე — 3: იაპონურიკავკასიური და ვირგინიულიხურმა. მათგან ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ჩვეულებრივი, ანუ კავკასიური ხურმა (Diospyros lotus); მაღალი ხეა. მისინაყოფი პირველად მოყვითალო-მოწითალო და მწკლარტეა. მწიფეს მოშავო-მურა და ლურჯი ელფერი გადაკრავს, სიმწკლარტე აღარ აქვს. ჩვენში უფრო დასავლეთ საქართველოს ტყეებში იზრდება. იყენებენ საძირედ. ვირგინიული ხურმის (Diospyros virginiana) სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილი. იაპონური, ანუ აღმოსავლური ხურმის (Diospyros kaki) სამშობლოა ჩინეთი, გავრცელებულია იაპონიაშიც. საქართველოში იაპონური ხურმა დაახლოებით 100 წლის წინათ შემოიტანეს და გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და ქართლის ზოგიერთ რაიონში. ნაყოფი შეიცავს 25% შაქარს (ჩირი 60%-მდე), ვიტამინებს. იაპონური ხურმის ჯიშები დაყოფილია 3 ჯგუფად: ტკბილი, ნახევრად ტკბილი და მწკლარტე.