EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად გარდაცვლილი ორი ცხედარი აღმოაჩინეს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-07 19:03:23

ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად გარდაცვლილი ორი ცხედარი აღმოაჩინეს

ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად გარდაცვლილი ორი ცხედარი აღმოაჩინეს

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად გარდაცვლილი ორი ცხედარი აღმოაჩინეს. დაშავებული 51 წლის დავით ფუტკარაძე, გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ტოქსიკური მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ის ერთ-ერთ იმ მაღაზიაში მუშაობდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. მას ფილტვების პრობლემა ჰქონდა და ხანძრისას წარმოქმნილი კვამლის დროს ცუდად გახდა.ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრის ადგილას მაშველებმა კიდევ ერთ ცხედარი იპოვეს. ე.წ. ხოფას ბაზრობაზე დაახლოებით 500-დან 600 კვ.მ. ტერიტორია დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სამაშველო სამსახური ამ დრომდე ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ხანძრის ლიკვიდიაციისთვის 20-მდე სახანძრო მანქანა და ასამდე მაშველი მუშაობს. სირაბიძის განმარტებით, ხანძარი გაუჩნდა მეხუთე რიგში არსებულ საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა. დაახლოებით 500-დან 600 კვ.მ. ტერიტორია დაიწვა.
ადგილზე ასევე მუშაობენ სამართალდამცველები. ზარალის ზუსტი მონაცემები ჯერ დადგენილი არ არის თუმცა წინასწარი ვარაუდით რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.