EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბუბა კიკაბიძეს რაც უკადრებია ცხოვრებაში, ფერმის ღორი არ იკადრებდა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-12-10 18:03:10
ატყდა ახლა მთელი ჰამბავი აქ ლეფსის კონცერტზე. ვიცნობდი ოდესღაც. სხვათა შორის, ცუდი ადამიანი არ იყო ყოფითში... მისი ზოგი სიმღერაც ძალიან მომწონდა, ნიჭიერი კაცია. ის - რუსია, შეიძლება ითქვას. და მორჩა. ქართველობას ნუ სთხოვთ. დროა, დაანებოთ თავი ამ სისხლისმიერ, ფაშისტურ თეორიებს: ნაციონალურ კუთვნილებას განსაზღვრავს მენტალობა და შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი! მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ხელოვნების პოლიტიზაციის და მისი მუსიკალური ნიჭი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. ეს გემოვნების ამბავია და არა პოლიტორიენტაციის! რა გჭირთ, ხალხო? ამის გამო იქ მიმსვლელების დემონიზაცია ისეთივე სისულელეა, როგორც ის, რომ ხატია ბუნიათაშვილის დაკრულს არ მოვუსმინო იმიტომ, რომ მიშისტკა იყო
განსაკუთრებით საოცარია ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა თითქმის სრულიად საქართველო ლამისაა თურქულად აჟღურტულდეს ამ სერიალებზე და თურქების "დიდებულ საუკუნეს" , რომელიც რეალურად ჩვენს ამოწყვეტა-მიწასთან გასწორებას ნიშნავდა, დითირამბებს უმღერენ! ეს ორმაგი სტანდარტი ხომ თეთრი ძაფითაა შეკერილი???
P.S. პირად დამოკიდებულებაზე თუ ვილაპარაკებთ, მაგალითად მე, ბუბა კიკაბიძის ზოგ სიმღერასაც სიამოვნებით ვისმენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი: რაც მას უკადრებია ცხოვრებაში, ფერმის ღორი არ იკადრებდა...