EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სირცხვილით ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ… ალბათ, ანტიქრისტე გავაჩინე - ყოფილი მედავითნეს დედა შვილის საქციელით აღშფოთებულია »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-10 21:26:33

სირცხვილით ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ… ალბათ, ანტიქრისტე გავაჩინე - ყოფილი მედავითნეს დედა შვილის საქციელით აღშფოთებულია

ყოფილი მედავითნეს და ამჟამად "ფლეიბოი"-ს მოდელად ქცეული თამუნა ვაშალომიძის დედა შოკირებულია. 

თამუნა-ვაშალომიძის-დედა-შოკირებულია

„ძალიან ცუდად ვარ, საშინელი ტკივილები მაქვს, მაგრამ რაც „იმედის კვირაში“ ჩემმა შვილმა გააკეთა, ვერ მომინელებია ეს ყველაფერი. ეს არის საშინელება. წარმოგიდგენიათ, რა დღეში უნდა ვიყო ახლა მე? შემარცხვა, ჩემი შვილი შიშველი სხეულით რომ გამოვიდა. გარდა ამისა, მან გამოაცხადა მამად კაცი, რომელიც არ არის მისი მამა. როცა თამუნა გავაჩინე, ჩემს გვარზე მყავდა დაბადებიდანვე, მამისი იყო არეულ-დარეული ადამიანი და საერთოდ არ მოუკითხავს ჩემთვის, ისე გავზარდე შვილი. პათოლოგი იყო მამამისი, სიცოცხლე ვაჩუქე ჩემს შვილს, გავზარდე, მინდოდა, რომ კარგი ადამიანი გაზრდილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირმა ძალამ ვერ აჯობა… ალბათ, ანტიქრისტე გავაჩინე. ცუდად ვარ… ძალიან ცუდად ვარ. როგორ უნდა ვიყო ამის შემდეგ, კაცმა ყველაფერი გაუკეთა, რომ კარგ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. კაკომ მისცა გვარი, მამობა გაუწია, მაგრამ ვერ გაიზარდა და დაგვღუპა ყველანაირად, ეს არის სირცხვილი! მაგის საქციელი არის უზნეობა. როგორ უნდა ვიყო, ან რანაიარად უნდა ვიყო კარგად. ყველაფერს თავი რომ დავანებო, მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი რელიგია, ეკლესია, სირცხვილია, რომ ამაზე ვიღაცამ პიარი ააგორა, ასე არ უნდა გააკეთებინათ. უბრალოდ მრცხვენია, რომ ასეთი შვილი მყავს. სირცხვილით ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ… ჩემს შვილთან უკვე ერთი წელია საერთოდ ურთიერთობა არა მაქვს. ჩემს ზარებს არ პასუხობს, ფეისბუქზე დაბლოკილი ვყავარ, „ოდნოებშიც“ დაბლოკილი ვყავარ, საერთოდ“… – ამბობს მარიამ ესიტაშვილი.

 

წყარო:www.kvira.ge