EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჩემი შეყვარებული მკერდზე მეხება – 16 წლის გოგონა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-10 22:02:46

fuck

ჟურნალ „სარკეს“ ერთგული მკითხველები წერილებს უგზავნიან და საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრობენ.
„გამარჯობა, 16 წლის გოგო გწერთ. არ მინდა, ვინმემ თავის ქებაში ჩამომართვას, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გარეგნულადაც ლამაზი ვარ, აღნაგობაც მშვენიერი მაქვს და ამასთან ერთად ძალიან წინდახედული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. წერილი ისე დავიწყე, თითქოს სამსახურის თაობაზე მოვედი გასაუბრებაზე, მაგრამ სწორედ ასე დაწყება იყო საჭირო, რადგან მინდა, ჩემს ყველანაირ თვისებაზე გავამახვილო ყურადღება.
სკოლაში ერთ გოგოს არ მოვწონვარ, ამბობს, ეგოისტი და მატყუარააო. ცოტა ეგოისტი მართლა ვარ, მაგრამ მატყუარა – არა! იმ გოგომ მეშვიდე კლასიდან ამითვალწუნა, რადგან კლასის თვითმმართველობის არჩევნებზე ბავშვებმა მე მომცეს ხმა. მერე ერთმა ჩემმა კლასელმა, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს, მითხრა, რომ ვიდრე მათ კლასში გადავიდოდი, ყოველთვის იმ გოგონას ირჩევდნენ. ამიტომ შეშურდა, რომ ბავშვებს როგორც კლასის ხელმძღვანელი, მე უფრო მოვწონვარ.
მეორე მიზეზი, რატომაც ვერ მიტანს, ის არის, რომ ჩემი შეყვარებული მოსწონს და უკვე ძალიან დიდი ხანია ცდილობს, თავი შეაყვაროს. ამას წინათ შეყვარებული ჩემთან, სახლში მოვიდა და მითხრა, სერიოზული სალაპარაკო მაქვს, შენს ოთახში ავიდეთ, არ მინდა, შენმა მშობლებმა და დამ მოისმინონო. დავთანხმდი. მან კი ასეთი რაღაც მითხრა, ერთმა გოგომ მიამბო, რომ მის ძმასთან ერთად ყოფილხარ, მაისური ღრმა დეკოლტეთი გცმია და ის ბიჭიც სულ მკერდზე გიყურებდაო. შეყვარებულმა მითხრა, ან მარტო ჩემთან სეირნობისას ჩაიცვამ დეკოლტეს ან დავშორდებითო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემზე იმ გოგომ უთხრა, რომელიც მემტერება.იმისთვის, რომ არ დამშორდეს, შეყვარებულმა მოთხოვნები წამომიყენა, მეც ვიცავ, აბა, სხვა რა გზაა, ხომ არ დავშორდები?
კიდევ ერთ უხერხულ რაღაცაზე მინდა დავწერო. შეყვარებული თავს უფლებას აძლევს, რომ მკერდზე შემეხოს. მეგობრები მეჩხუბებიან, ამის უფლებას როგორ აძლევ, ცოტაც და, თავის ძმაკაცებსაც მოგასევს და ისინიც ფათურს დაგიწყებენო… მისი დაკარგვა არ მინდა. მასთან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ჩემ გვერდით საუკეთესო ბიჭი დგას“, – წერს 16 წლის გოგონა.

 

 

წყარო: “ჟურნალი სარკე”