EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სასწრაფოდ - გიორგი ზედელაშვილი გადადგა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2014-12-10 22:23:54
"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი საკუთრი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა. (შეგახსენებთ რომ მისი მოსალოდენილი გადადგომის შესახე "პირველი რადიო" რამოდენიმე დღის წინ წერდა). ზედელაშვილის გადადგომა გავრცელებული იფორაციით კომპანია სერპანტინის სკანდალს ეხება. კომპანია სერპანტინის 51%-ის მფოლბელი ზედელაშვილის დედა თამარ ჯანყარაშვბილია - კოპანიამ რამოდენიმე ტენდერი გავრცელებული ინფორმაციით ნეპოტიზმის და შიდასახელისუფებო პრივილეგიის წყალობით მოიგო - კომპანიასთან და სხვა საეჭვო ტენდერებთან სხვადასხვა ფორმით შეხება ჰქონდათ ინფრასტრუქტურის მოქმედ მინისტრს შავლიაშვილს, შსს-ს გენსიპექცისი ყოფილ და ქართული ოცნების ახლა უკვე ყოფილ აღმასრულებელ მდივანს ზვიად ჯანყარაშვილს - ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიება ჩაატარა ინტერნეტ ტელევიზია FRESHNEWS-მა და გაზეთმა "ქრონიკა +"- მა. გავრცელებული იფორმაციით ზედელაშვილის შსს-დან წასვლა, ჯანყარაშვილის პარტიული თანამდებობიდან გადადგომა, ძმები ჩხენკელების გადადგომა და სხვა სახელსიუფელბო ცვილლებები სწორედ ტენდერების სკანდალს უკავშირდება, თუმცა მას ოფიცილაურად არავინ ადასტურებს.
ზედელაშვილის გადადგომას წინა უძღვოდა სხვა ცვლილებები ჭიკაიძის უწყებაში - თანამდებობები დატოვეს გენისპექციის და სუს-ის უფროსებმა. ახალი ხელმძღვანელები ჰყავს იმერეთის და კახეთის სამხარეო პოლიციის სამმმართვეოებს.
პირველი რადიოს ინფორმაციით ზედელაშვილი კრიზისების მართვის საბჭოში გადადის და ის შსს-ს რეფორმირებას უხელძღვაბნელებს.
პირველი რადიო ზედელაშვილის გადადგომის შესახებ შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა და მათგან პასუხის მიღების შემდეგ ინფორმაციას მოგაწვდით.
PIRVELIRADIO.GE