EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა განსხვავებაა პარფიუმსა და ტვალეტის წყალს შორის? »
კატეგორია: სუნამო-პარფიუმერიაავტორი: admin
თარიღი: 2014-12-10 22:58:55
პარფიუმერულ მაღაზიაში, ალბათ, ყველა ვმდგარვართ რთული არჩევანის წინაშე. რა ვიყიდო, ფიქრობ და ერთი ფუთი სატესტო ფირფიტით არეულ არომატებში და უამრავი ეჭვის მიუხედავად როგორღაც აირჩევ სურნელს. კარგი მყიდველისთვის გადასაწყვეტი ისიცაა: როგორი კონცენტრაცია ამჯობინოს? სუნამო, პარფიუმერული წყალი, ტუალეტის წყალი – აქ სხვაობა მხოლოდ ფასში არაა.
პარფიუმერიის ყველა სახეობა ძირითადად არომატული კონცენტრატის, სპირტისა და წყლისგან შედგება. ერთმანეთისგან მხოლოდ ამ კომპონენტების ურთიერთმიმართებით განსხვავდება.
დასაშვებია ცოტაოდენი გამაფერადებელი და ანტიოქსიდანტის შემცველობა, რაც პარფიუმის სურნელს არ ცვლის. სურნელოვანი ნივთიერების კონცენტრაციის ნორმა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგრამ რაღაც საზღვრებიშია მაინც მოქცეული.
სუნამო (Parfum (fr.), Perfume (ingl.) - ყველაზე მდგრადი და კონცენტრირებული, ასევე ყველაზე ძვირადღირებული, რეკომენდებულია საღამოს და წელიწადის ცივ დროებში გამოსაყენებლად.
სუნამოებში ძალიან ძლიერია დამამთავრებელი ნოტები. სწორედ ამიტომაა, რომ დილის საათებში, როცა არომატების აღქმა გამძაფრებულია და ასევე სიცხეში, ჯობს, არ იპკუროთ.
არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია სუნამოებში 20-დან 30 პროცენტამდე მერყეობს და საშუალოდ 90%-იან სპირტში 23%-ს შეადგენს.
პარფიუმერული წყალი (Eau de Parfum) - ხანდახან გამოიყენება ტერმინი Parfum de Toilette – ტუალეტის სუნამო – პარფიუმერიის სახეობა, რომელიც სურნელოვანი ნივთიერებიბის კონცენტრაციის მიხედვით სუნამოსა და ტუალეტის წყალს შორისაა - 12-20 % სურნელოვანი ნივთიერება 90%-იან სპირტში.
პარფიუმერულ წყალს დღის სუნამოსაც უწოდებენ. მათი გამოყენება მთელი დღის განმავლობაში შეიძლება. სუნამოსგან იმით განსხვავდება, რომ მასში არომატის ”გული” უფრო ძლიერადაა გამოხატული, გაცილებით სუსტია დამამთვარებელი, ე.წ. შლეიფური ნოტები.
გაითვალისწინეთ, დილით პარფიუმერული წყლის დიდი რაოდენობით დასხმა არომატს მთელი დღით მაინც ვერ შეინარჩუნებს, ხოლო დილის საათებში კი ზედმეტი სიმძაფრით შეგაწუხებთ.
ტუალეტის წყალი (Eau de Toilette) – პარფიუმერიის მსუბუქი სახეობა, რომელშიც კარგად იგრძნობთ არომატის ზედა და საშუალო ნოტებს, ხოლო შლეიფური ნოტები ძლივსაგრძნობად დაჰკრავს. სურნელოვანი ნივთიერების კონცენტრაცია შეადგენს: 8-10%-ს 80-85%-იან სპირტში.
ტუალეტის წყალი დღეში რამდენიმეჯერ გამოსაყენებლადაა შექმნილი და სამუშაო დღეს, ცხელ კლიმატს, სპორტულ ვარჯიშებსა და აქტიურ დასვენებას უფრო შეჰფერის.