EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საქართველო ავტომობილების წარმოებას იწყებს! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: saluqvadze

თარიღი: 2014-12-14 13:19:59

საქართველო ავტომობილების წარმოებას იწყებს!

ავტომობილების წარმოება

გაზეთი "ალია", თამარ ოქრუაშვილი 

პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმების "სატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ" რატიფიკაცია მოახდინა, რითაც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, მის ტერიტორიაზე წარმოებული თვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მისაბმელები, ავტობუსები, მოტოციკლები და სხვა თვითმავალი მანქანები და მექანიზმები და მათი სათადარიგო ნაწილები ავტომატურად იქნეს აღიარებული შეთანხმების წევრი 48 ქვეყნის მიერ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში ავტომობილების წარმოება არ ხორციელდება, რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, საქართველოში დაიწყოს აღნიშნული პროდუქციის წარმოება. 

როდიდან დაიწყება ქართული ავტომობილის წარმოება? რომელი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული ინვესტორები? რა ეტაპია დარჩენილი და რატომ ასაიდუმლოებენ საავტომობილო ბრენდს, რომელიც საქართველოში იწარმოება? 

"ალიას" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე ესაუბრა: 

- რომელი კომპანიები აპირებენ შემოსვლას? 
- კომპანიების კონკრეტულ დასახელებებზე ჯერ თავს შევიკავებთ, თვითონ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. 
- დასამალი რა არის, პირიქით, მისასალმებელია, თუკი ჩვენთან წარმოების დაწყება გადაწყვიტეს. 
- სანამ ამ კომპანიების წინადადებები დამუშავდება, მანამდე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან. თავად შეთანხმებაზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, ძირითადი არსი ამ შეთანხმების არის შემდეგი: შეიძლება სურვილი მიერთებისა აქამდეც კი იყო გამოთქმული, მაგრამ მანქანების აქ აწყობისა და მათი სათადარიგო ნაწილების საქართველოში გადმოტანის საშუალება არ გვქონდა, რადგანაც ეს რომ გააკეთო, ამისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი. ჩვენი შეთანხმება ამას უზრუნველყოფს და ეს გზა ჩვენ უკვე გაგვეხსნა. უკვე ორი წელია ამ თემაზე ვმუშაობთ და მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენთან იყვნენ ჩამოსული წარმომადგენლები ჰოლანდიური და ასევე, შვედური კომპანიებიდან, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს ურთიერთობის. 
- შვედური კომპანიიდან "ვოლვოს" წარმომადგენელი იყო? 
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ ამ ეტაპზე. მოვა დრო და, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით წინ გადადგმული ნაბიჯი გვექნება, აუცილებლად დავასახელებ. მოკლედ, ამ კომპანიებს სურთ, საქართველოში დაიწყოს ავტობუსების წარმოება, მათ სურთ, აქ ჩამოიტანონ თავისი ქარხანა და საქართველოში დაიწყონ წარმოება. ასევე, საუბარია სათადარიგო ნაწილების წარმოებაზეც, ანუ შეიქმნება ბაზა, რომ იყოს ადგილობრივი ქარხნები. ეს არის პირველი ნაბიჯი გადადგმული ამ საქმეში და შემდეგ უკვე გამოჩნდება სხვა დანარჩენი კომპანიებიც. 
- თქვენ ამბობთ, ადგილზე უნდა მოხდეს ავტომანქანების აწყობაო, მაგრამ ჩვენ ხომ შესაბამისი სპეციალისტები არ გვყავს და საიდან მოვიყვანთ მუშახელს? ეს უცხოური კომპანიები თავისას ჩამოიყვანენ? 
- არა, რა თქმა უნდა. ჩვენი მთავარი პირობა ის არის, რომ აქ დასაქმდეს სწორედ ქართველი მუშახელი. თუ ისინი გვეტყვიან, რომ ჩვენ არ გვყავს შესაბამისი მუშახელი და სპეციალისტი, მაშინ ვეუბნებით, რომ თქვენ გადაამზადეთ, ეს თქვენ უზრუნველყავით ან ადგილზე, ან თქვენს ქვეყნებში შეასწავლეთ. 
- როდიდან დაიწყება ეს საქმე? 
- ვერც დროს გეუბნებით კონკრეტულად, მე ვიცი, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს ტერიტორიისა და ფართის შერჩევის პროცესი, რადგანაც ამ ქარხნებს საკმაოდ დიდი ტერიტორია დასჭირდებათ. 
- მე ვიცი, რომ ერთი ასეთი ფართი დიდ დიღომშია შერჩეული, სადაც ავტობუსები უნდა დამზადდეს, ამაზე ვწერდით. 
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ დიდი დიღომიც იყოს. ჩვენ მიერ ნაწარმოებ მანქანას უნდა მივანიჭოთ გარკვეული კვოტები და საერთაშორისო სტანდარტით იყოს ის აღიარებული და მალე ჩვენ გვექნება ჩვენ მიერ წარმოებული ტრანსპორტი. 
- ანუ ჩვენ შეგვეძლება ისეთი ტრანსპორტის წარმოება, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სტანდარტებს დააკმაყოფილებს? 
- რა თქმა უნდა. ნამდვილად ეს იქნება ევროპული დონის ტრანსპორტი და არა კუსტარული თვითმავლები. ეს იქნება სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო დონეს. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ინვესტორს კომფორტულ გარემოს ვთავაზობთ: გათვალისწინებული იქნება საგადასახადო რეჟიმი, დასასაქმებელი ხალხი და სხვა კომპონენტები. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვარ და ვერ წარმომიდგენია, მსგავსი შეთანხმება აქამდე რატომ არ დაიდო ამ ქვეყნებთან? რატომ არ შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ქართული მანქანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ნაწილი იქნება? მოკლედ, მალე ჩვენ გვეყოლება ქართული ავტომობილის ბრენდი და აუცილებლად ვაწარმოებთ მათ სათადარიგო ნაწილებსაც. 

წყარო: www.alia.ge