EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პლუტონი (ჯუჯა პლანეტა) »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-22 01:11:39

პლუტონი (Pluto) მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა.
პლანეტას ექსცენტრიული ორბიტა აქვს (ექსცენტრისიტეტი–0.24880766), რომელიც სხვა პლანეტათა გავლენის ქვეშ ექცევა და ამგვარად ის პერიოდულად ნეპტუნის ორბიტის შიგნით ხვდება. ის პლანეტათაგან უმცირესი და ზოგიერთ თანამგზავრზე მცირეცაა. მას თან ახლავს მეორე ჯუჯა პლანეტა - ქარონი ( დიამეტრი 1205 კმ)რომელიც მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის, მას ეს სტატუსი ჩამოერთვა.მისი ასტრონომიული სიმბოლოა ლათ. P-L მონოგრამა, ♇. ეს წარმოადგენს თავად პლუტონის სახელის პირველ ორ ასოსა და "პერსივალ ლოუელის" ინიციალებს. ლოუელი ინტენსიურად ეძებდა მეცხრე პლანეტას და შედეგად თავად ობსერვატორიასაც, საიდანაც პლუტონი აღმოაჩინეს, მისი სახელი დაერქვა. კოსმოსური ხომალდი "ნიუ-ჰორაიზონსი", რომელიც ფლორიდის კეიპ-კანავერალის კოსმოდრომიდან გაიშვა 2006 წლის 19 იანვარს, გახდება პირველი უმართავი ხომალდი, რომელიც პლუტონს ჩაუფრენს 2015 წლის 14 ივლისს. პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ (Clyde William Tombaugh) 1930 წლის 18 თებერვალს.

პლუტონის მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა: 4666 მ/წმ. მზის ირგვლივ ერთ სრულ ბრუნს ანდომებს 248 წელს და 1 თვეს. აფალეუმში მზიდან დაშორების მანძილი არის: 7 375 927 931 კმ (49.30503287 ა. ე.), პერიფელიუმში 4 436 824 613 კმ ( 29.65834067 ა. ე.), მზიდან დაშორების საშუალო მანძილია 5 906 376 272 კმ ( 39.48168677 ა. ე.). პლუტონის ღერძის ირგვლივ ბრუნის პერიოდია: 6 დღე 9 სთ 17 წთ 36 წმ. პლუტონის დიამეტრი დაახლოებით 2400 კმ -ია. პლუტონის ზედაპირის ტემპერატურა მინიმამალური -237 °C (36 °K)-ია, მაქსიმალური -217 °C (56 °K).
პლუტონს 3 თანამგზავრი ჰყავს. პირველი თანამგზავრი, ქარონი 1978 წლის 22 ივნისს აღმოაჩინა ჯიმ კრისტლიმ. მისი დიამეტრი 1210 კმ -ია. 2005 წელს პლუტონის ორი მცირე მთვარე იქნა აღმოჩენილი, ნიქსი რომელიც პლუტონიდან საშუალოდ დაშორებულია 48 700 კმ -ით ( ზომები 46 x 137 კმ ) და
ჰიდრა დაშორების მანძილი 64 800 კმ. ( ზომები 61 x 167 კმ ).