EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Pro Evolution Soccer 2015 (2014/RUS/ENG/Repack) »
კატეგორია: თამაშები + ონლაინავტორი: giorgi
თარიღი: 2014-12-15 18:49:19
Pro Evolution Soccer 2015 (2014/RUS/ENG/Repack)
წელი: 2014 წ
ჟანრი: Sport (Soccer) / 3D
შემქმნელი: Konami Computer Entertainment Tokyo
გამომცემელი: Konami Digital Entertainment
პლატფორმა: PC.
გამოცემის ტიპი: RePack by R.G. Механики
ინტერფეისის ენა: რუსული (RUS) / ინგლისური (ENG)
გახმოვანების ენა: ინგლისური (ENG)
თამაშის გამშვები (კრეკი): ჩაკერილია (RELOADED)
ფაილის ზომა: 3.3 GB
თამაშის აღწერა:
PES 2015-ში გამოჩნდება ახალი რეჟიმი, თანამედროვე მუსიკა, ამინდი იქნება უნიკალური. როგორც იქნა წელს მაინც ვიხილავთ სხვადასხვანაირ ამინდს. იქნება წვიმა და შესაძლოა იყოს თოვლიც, ამის შესახებ ცოტა დაწვრილებით, მოგვიანებით შეგატყობინებთ. თამაშში ონლაინიც ძლიერ შეიცვალა, ბევრი ფანი შეიგრძნობს გლობალურ ინოვაციებს.
სისტემური მოთხოვნები:
➯ ოპერაციული სისტემა: Win Vista | Win 7 | Win 8
➯ პროცესორი: Intel Core 2 Duo 1.8 Ghz
➯ ოპერატიული მეხსიერება: 4 Gb
➯ ვიდეო კარტა: NVIDIA GeForce 7800
➯ ხმის კარტა: DirectX 9.0
➯ თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 8.4 GB
RePacka-ის თავისებურებები:
• არაფერია ამოჭრილი | კოდირებული (100%).
• მოყვება Digital Standard DLC.
• თამაშის ვერსი - v 1.01.
PES ID-ის უნიკალური შესაძლებლობები.
PES ID: - გუნდები თამაშობენ ისე,როგორც რეალურ ცხოვრებაში, გამოჩენილი მოთამაშეების თამაში კი იქნება ადვილად გამოსარჩევი და შესამჩნევი. ტოპ გუნდები არ დაემსგავსებიან ჩვეულებრივ გუნდებს. მათი თამაში იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ითამაშებენ მათი ანალოგები.
- რეალისტური შესაძლებლობები: - ცნობილი მოთამაშეების ყოფნა გუნდში არ ნიშნავს იმას, რომ მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება გამოიყენოთ მხოლოდ მათი შესაძლებლობები. საბოლოო და კარგი შედეგისთვის საჭიროა ბურთის კონტროლის ცოდნა მთლიანი გუნდის მეშვეობით. გამოიყენოთ მოთამაშეების ფინტები,იმ მომენტში როდესაც ეს აუცილებელია,წინააღდმეგ შემთხვევაში თქვენ დაისჯებით მრავალფეროვანი თამაშის უგულველველყოფის გამო.
აბსოლუტურად ახალი რეჟიმები:
- რეჟიმი”MyClub”: PES სერიების გულშემატკივართა მოთხოვნით,მოხდა “Master League Online”-ის გარდაქმნა. ამიერიდან შეგეძლებათ შეიძინოთ მოთამაშეები და მწვრთნელები GP ქულების მეშვეობით,ასევე შეგეძლებათ ნაღდი ფულით განახორციელოთ ტრანსფერები. აგენტები შეეცდებიან შესთავაზონ მოთამაშეებს კონკრეტული ტრანსფერები. ყველა გუნდს აქვს შემართება და მიზნები ტურნირებზე,ისინი შეისწავლიან თუ რამდენად შეეთვისებიან გუნდის მწვრთნელს ახალი მოთამაშეები როგორ იგრძობენ თავს ახალ კლუბსა და ახალ ატმოსფეროში.
- ონლაინ განახლებები: ყოველკვირეული DLC განახლებები მუდმივად განაახლებს ტრანსფერებს ინგლისის,საფრანგეთის,იტალიის ბრაზილიის და სხვადასხვა ჩემპიონატებში. ასევე განახლდება მოთამაშეთა უნარები და ინდივიდუალური შესაძლებლობები. თუ მოთამაშის ანალოგმა რეალურ ცხოვრებაში გაიტანა გოლები ან გუნდს მოუტანა სხვადასხვა სარგებელი,მისი სტატისტიკური მაჩვენებელი გაიზრდება. ცუდი თამაშის შემთხვევაში კი პირიქით იქნება - მაჩვენებელი დაეცემა. ეს ინოვაცია იმუშავებს როგორც ონლაინში, ასევე სხვა დანარჩენ ოფლაინ რეჟიმებში.
- სათამაშო სტილის ადაპტაცია: კარგმა მწვრთნელმა იცის როგორ გამოიყენოს უპირატესობა სათავისოდ. როგორც გუნდის მენეჯერმა,შეგიძლიათ გასცეთ ბრძანება რომ გაზონი თამაშის წინ არ გაიკრიჭოს. თუ რათქმა უნდა თქვენ გსურთ გამოიყენოთ გრძელი გადაცემები. ეს ტაქტიკა ზედგამოჭრილია იმ გუნდების წინააღდმეგ რომლებსაც უყვართ მოკლე პასებით თამაში. შეგიძლიათ ასევე მოარწყვევინოთ გაზონი რათა გამოიყენოთ სხვა ტაქტიკა,ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
- მოთამაშის ზუსტი სტატისტიკა: თამაშში სისტემური პარამეტრები მთლიანად შეიცვალა,ვმუშაობთ საზოგადოებასთან მთელს მსოფლიოში,რათა შევქმნათ ყველაზე რეალური სტატისტიკური მონაცემთა ბაზა მოთამაშეების მიხედვით.
- იქნება მეორე დივიზიონები: PES სერიების ისტორიაში პირველად იქნება ლიცენზირებული, ევროპის ტოპ ჩემპიონატების მეორე დივიზიონები: ინგლისის,ესპანეთის,იტალიის,საფრანგეთის,რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდიან მოთამაშეთა მონაცემთა ბაზას ფართო არჩევანისთვის,თქვენი კლუბის სკაუტებისთვის.
- მართვის როლი: გვაძლევს საშუალებას დავყოთ გუნდი სამ ნაწილად: დაცვა,ნახევარდაცვა და შეტევა. ეს ინოვაცია საშუალებას იძლევა გაზარდოთ მოთამაშეთა შორის ურთიერთგაგება ყველა ხაზზე.
- მენეჯერების ლიცენზია: პირველად ისტორიაში ევროპელი და სამხრეთ ამერიკელი გამოჩენილი მწვრთნელები იქნებიან ლიცენზირებულები.
-თამაშის შიდა ვალუტა: GP ქულები რომელიც შეგიძლიათ გამოიმუშავოთ ახალ რეჟიმში ”MyClub”, შესაძლებელი იქნება განბლოკოთ დამატებები და (სატამაშო აჩივმენტები)
- რედაქტირების შეუზღუდავი რეჟიმი: თამაშში ბრუნდება სტადიონის რედაქტორი,ახალი ინსტრუმენტებთ. მისი წყალობით შეიძლება: შეცვალოთ გაზონის მოდელი, გვერდითა ხაზების ფერები, კარის ბადის ფერები, მოაწყოთ და შეცვალოთ ადგილები ტრიბუნაზე და ა.შ.
რედაქტირების სხვა რეჟიმები: მწვრთნელების რედაქტორი, მოთამაშეთა მონაცემთა ბაზის რედაქტირება და მისი კოპიოს შექმნა. სტადიონის რედაქტორთან ერთად ბრუნდება ახალი ლიცენზირებული სტადიონები. ასევე იქნება გაზონის ფერის შეცვლის შესაძლებლობაცა და გამოცვლაც.