EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საახალწლო ლექსები / Saaxalwlo Leqsebi »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2014-12-16 00:34:17
საახალწლო ლექსები / Saaxalwlo Leqsebi
თოვლი
ისე ჩამობნელდა ,
ისე ჩამოღამდა,
გარეთ მოქუფრულა,
თოვლი წამოყარა.
***
თოვლით მოპენტილა
ირგვლივ არემარე,
ბუ ჩუმად კივის
სადღაც გარეგარე.
***
წმინდაა ჰაერი
სპეტაკი სულივით,
სიჩუმე ჩამომდგარა,
ირგვლივ აჩრდილივით.
***
სადღაც შორეთიდან
ყეფის ხმა ლივლივებს,
სალბივით ბანს აძლევს
დამარხულ სიშიშვლეს.
თოვლის ბაბუ
თოვლის ბაბუ შენ ვინა ხარ?
აქ რატომ ხარ რისთვისა ხარ?
საჩუქრები რატომ დაგაქვს?
ბაბუ სანტა მოხვალ ჩემთან?
***
მე ბაბუ ვარ მიყვარს ყველა!
პატარებთან მიყვარს ლხენა!
თქვენთან მოვალ საჩუქრებით!
საშობაოთ, ახალ წელსაც...
და რატომ ვარ?
რისთვის მე ვარ
ამ ქვეყანად
გეტყვით ყველას...
სიხარული მოგანიჭოთ
მე ვარ თქვენთან!
და ნათელმა დაივანოს
აწი ჩვენთან!
დიდება ღმერთს
მისი მადლი
აწი იყოს
მუდამ ჩვენთან!
ახალი წელი დგებაო
ახალი წელი დგებაო,
ნაძვის ხე გაიწყვებაო,
გვერდს ჩიჩელაკი უმშვენებს...
გაწყობილს ათას ფერადო.
***
ბავშვები ჟრიამულობენ,
სიხარული აქვთ გულსაო,
თვალებს უნათებს ნათელი,
საჩუქრებს ელის ბევრსაო.
***
ახალი წელი დამდგარა,
გულს სიხარული ჩამდგარა,
თოვლმა მიდამო დაჰფარა,
ფიფქები წამოაყარა.
გილოცავ ახალ წელს
გილოცავ ამ ლამაზ წელსაც,
ბარაქა კვლავ გვქონდეს ყველას,
სიხარული უკლებლადა,-
სიყვარული დოვლათიცა .
***
შემოვდგი ფეხი ,
გწყალობდეთ ღმერთი,
ხვავი ,
ბარაქა,
დოვლათი მეტი.
უშანგი სიხარულიძის პოეზიიდან