EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ეს ყველა ქალმა და გოგონამ უნდა წაიკითხოს »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: DEMI

თარიღი: 2014-12-16 14:51:39

ეს ყველა ქალმა და გოგონამ უნდა წაიკითხოს

ამ სტატიაში წარმოდგენილია მოდის ექსპერტების რჩევები. ეს რჩევები დაგეხმარებათ ტანსაცმლის არჩევაში და საშუალებას მოგცემთ მუდამ ელეგანტურად ად ლამაზად გამოიყურებოდეთ.

reading-book

 

წარმატება ყოველთვის იმალება ყველაზე მარტივ კომბინაციებში. მაგ: შეგიძლიათ ჩაიცვათ შავი შარვალი, ასევე შეუსაბამოთ თეთრი პერანგი და რაც მთავარია მკვეთრი ფერის ან ფერადი შარფი.

 

იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ მამაკაცური სიარულის მანერისგან კარგი იქნება თუ ჩაიცვამთ კაბას, რომლის სიგრძე იქნება მუხლზე 2-3 მტკაველით ქვევით.

 

ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ მაღალყელიანი როლინგი შესანიშნავი ვარიანტია, იმისათვის, რომ ხაზი გაუსვათ თქვენს მკერდს და ამავდროულად დაფაროთ ეს არაჩვეულებრივობა.

 

აუცილებელია, რომ ქალიშვილს, სწორედ მშობელმა დედამ ასწავლოს კარგად და მოდურად ჩაცმა, რადგანაც მოსაზრება, რომ ქალმა დაბადებიდან იცის კარგად ჩაცმა უკვე დიდი ხანია სიცრუედ ითვლება.

 

როდესაც ეძებთ მეწყვილეს და ცხოვრების თანამგზავრს, უნდა წარმოიდგინოთ თუ როგორი იქნება ის და შემდეგ რა ეცმევა მას. ამის შემდეგ იფიქრეთ თქვენს ჩაცმულობაზეც რა და როგორ მოუხდებიან ერთმანეთს.

 

ბრყელძირიანი ფეხსაცმელი განეკუთვნება დიასახლისებს და ოლიგარქებს, ამიტომ თუ არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებით კარგი იქნება თუ არჩევანს შეაჩერებთ მაღალქუსლიანზე.

 

როდესაც თინეიჯერის ნივთები იმყოფება ცოლის გარდერობში ამით, მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცს ახასიათებთ ძალიან ცუდათ.

 

ერთხელ კოკო შანელმა თქვა, რომ თუ გინდა კარგად გამოიყურებოდე აუცილებელი არ არის იყო ახალგაზრდა.

 

როდესაც იდეალურად გამოიყურებით, თქვენს სილამაზეს მაინც არ ხდის ძალიან მიმზიდველს. თუ გინდათ, რომ ყველამ შემოგხედოთ საჭიროა მცირედი შეცდომების დაშვებაც.

 

როდესაც არ გყოფნით დრო მაკიაჟისთვის და სარკის წინ ტრიალისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ შარფი და მზის სათვალე. ამ კომბინაციით მაინც უნიკალური იქნებით და ყველა თქვენ მოგაქცევთ ყურადღებას.

 

მამაკაცებო და ქალებო გახსოვდეთ, რომ ქალების გარდერობში სულ სამი განყოფილებაა. თავისთვის, მამაკაცისთვის და საყვარელი დაქალებისთვის. ამიტომ არასდროს არ აურიოთ ერთმანეთში. ეს უკანასკნელი დიდი არეულობის გამომწველია.

 

თუ გინდათ, რომ პაემანზე თავი მოაწონოთ მამაკაცს საკუთარი სხეულით, თავდაპირველად აუცილებელია კაბის შერჩევა, ამიტომაც ჩაიცვით ისეთი სამოსი რომელიც გახს გაუსვამს მკერდს. ასევე წელსა და თეძოს შორის სხვაობას.

 

როდესაც პიმადის და შარფის ფერი დუეტშია უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ გამოიყურებით უნიკალურად. მაშინაც კი როცა ეს ფერი საერთოდ არ გიხდებათ.

 

როდესაც დადიხართ და თქვენი კაბა ადის ნელნელა მაღლა, შემდეგ კი წუხდებით მისი ქვემოთ ჩამოწევით, დამშვიდდით და შეეცადეთ უფრო გრძელი კაბა ან სხვა სტილი გამოიყენოთ. აუცილებელი არ არის იტანჯოთ მოკლე კაბების გამო.

 

იცოდით, რომ ვარდისფერი კაბები და თეთრი ფეხსაცმელები ძალიან უხდებიან ქერა გოგონებს. მაგრამ ისიც დასამახსოვრებელია, რომ ეტიკეტის თანახმად ღამის ღონისძიებებზე მისი ჩაცმა არ არის კარგი ვარიანტი. სასურველია გეცვათ საღამოს 5 საათამდე.

 

უნდა იცოდეთ, რომ არასდროს არ არსებობდა და არც იარსებებს მახინჯი ფეხები მხოლოდ ცუდი კოლგოტკებია და რაც შეეხება ქალს, ისინი არასდროს არ არიან მახინჯები. მხოლოდ და მხოლოდ ცუდი პარიკმახერები და სტილისტები ჰყავთ.

 

ბევრ ქალს ეშინია მაღალი ქუსლების. ნუ შეცდებით მაღაზიაში ისეთი ბევრი ქუსლიანი ფეხსაცმელი მოიპოვება რომელშიც თავს კომფორტულად იგრზნობთ.

 

აუცილებელია გემოვნების და სტილის ყოველდღიურად დახვეწა და განახლება, თორემ ასე გინდ 18 წლის იყოთ გინდ 80-ს მაინც მოხუცს დაემსგავსებით.

 

იცოდით, რომ როდესაც ფეხსაცმელი და შარვალი ერთი ფერისაა, მაშინ თქვენი ფეხები უფრო გრძელი ჩანს. ხოლო თუ ფეხსაცმელი სილამაზესთან ერთად კომფორტულიც არის მაშინ თქვენ ვერავინ შეგედრებათ.

 

თუ გსურთ ჩაიცვათ ექსპრესიული კაბა, კარგი იქნება თუ სადა ვარცხნილობას გაიკეთებთ. ამით ყურადღებას თქვენს კაბაზე შეაჩერებენ ყველა.

 

ნუ შეგრცხვებათ საკუთარი სხეულის და ფორმების გამოჩენა. ღმერთმა რაც მოგცათ ყოველთვის ლამაზი და მშვენიერია. მაგრამ ამ ფორმების გამოჩენა დეკორატიულად და სტილისტურად უფრო ეფექტური იქნება.

 

თუ აპირებთ საღამოს ღონისძიებებზე წასვლას, უნდა იცოდეთ, რომ უნდა ბრწყინავდეს მხოლოდ კაბა ან მხოლოდ აქსესუარი.

 

როდესაც წონასთან პრობლემები გაქვთ, ჩაიცვით მაღალქუსლიანი ასე თქვენი სიმსუქნე დაიფარება.

 

ნაცრისფერი ითვლება ფრანგულ ფერად ხოლო საფრანგეთი ყველამ ვიცით რომ მოდის ქვეყანაა.

 

წყარო: