EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კორნელი მაისაშვილი სკანდალში გაეხვა – ნიჭიერი თუ ციხის ჯალათი?.. »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: DEMI
თარიღი: 2014-12-16 14:55:17
მას მერე რაც ძალოსანი კორნელი მაისაშვილი „ნიჭიერის“ სცენაზე გამოჩნდა, დანებზე დაწვა, აგურები და ბლოკები გადაიმტვრია, ინტერნეტსივრცეში მის შესახებ ახალი ინფორმაცია გაჩნდა. სოციალურ ქსელსა და ფორუმებზე წერენ, რომ ეს ადამიანი ციხეში მუშაობდა და სწორედ იმ ჯალათებს შორის იყო, ვინც პატიმრებს სამაგალითოთ სჯიდა.
დღეს, ამ თემაზე ბატონ კორნელის ფილარმონიაში სცენაზე გასვლის წინ რამოდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- ბატონო, კორნელი, ამბობენ, რომ თქვენ წლების წინ ციხეში მუშაობდით. ასეა?
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა რაა. მე სპეცსამსახურებშიც ვმუშაობდი, პოლიციაშიც ვმუშაობდი.
- რატომ, საიდუმლოა?
- არა, უბრალოდ რა საჭიროა?
- მას შემდეგ რაც „ნიჭიერის“ სცენაზე გამოჩნდით, ინტერნეტში თქვენზე ბევრს წერენ და არც ისე კარგად გახასიათებენ. ადამიანები თქვენს სისასტიკეზე ჰყვებიან...
- შევარდნაძის დროს სპეცსამსახურში ვმუშაობდი, მერე თავდაცვის სამინისტროში მინისტრის დაცვაში, ვმუშაობდი პოლიციაშიც. დღესაც სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობ, რუსთავში, მაგრამ პატიმრები არ გვყავს.
- ეგ როგორ?
- რემონტია ჩვენთან.
- სისასტიკეზე რას მეტყვით?
- ასეთი ჩასაფრებული, ინტრიგანი ადამიანი ბევრია, ეგენი მეც ვნახე. შეიძლება მე თქვენ არ მომწონდეთ და თქვენზე ცუდი რამ ვთქვა ან დავწერო.
- მტრები გყავთ?
- არა.
- მაშ, როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ ჭორების აგორების საფუძველი?
- ვერ გეტყვით, ეს თავად მათ უნდა ჰკითხოთ. დაცვაში რომ მუშაობ, ვიღაცის დაცვა გიწევს, იქ უბრალოდ ვინმეს წინ რომ დაუდგე და არ გაატარო, იმასაც სისასტიკეს ეძახიან. თავის მართლების პოზიციაში ყოფნა არ მიყვარს. თუ დამიჯერებთ, მართალი ვარ.
ნინო მჭედლიშვილი