EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« რას იტყუებიან ქალები ყველაზე ხშირად »
კატეგორია: უფროსთათვისავტორი: DEMI
თარიღი: 2014-12-16 15:03:41
ალბათ არცერთი ჩვენგანი არ არის უცოდველი და მითუმეტეს ტყუილი ალბათ ყველას უთქვამს. კვლევებმა დადგინა, რომ მამაკაცები ქალებზე 30% ით ხშირად იტყუებიან და მოდით ამ კვლევებზე ვისაუბროთ. გადავხედოთ ქალებს და გავიგოთ რას ატყუებენ ყველაზე მეტად ქალები მამაკაცებს.
წონა და ასაკი
ჭეშმარიტი ქალბატონი, დიდი ალბათობით იტყუება, და მალავს თავის წონასა და ასაკს. ბევრ ქალბატონს უნდა, რომ იყოს იდეალური ან უბრალოდ წარმოაჩინოს თავი ასეთად. არარის გამორიცხული, რომ თქვენც მოგიტყუებიათ სხვები და არასწორი წონა და ასაკი გითქვამთ (გამოაკელით). ამ ტყუილში ცუდი არაფერია.
ტყუილი საკუთარი ხასიათებისა და ცხოვრების სტილის შესახებ
ყველა ქალბატონს უნდა, რომ მამაკაცში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს. როდესაც ქალი იგებს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი არ იღებს ალკოჰოლურ სასმელს და არ ეწევა, თვითონაც თამამად განაცხადებს, რომ ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის მავნებელია და ამიტომაც არ მოიხმარს თვითონ. თუ კაცი სიგარეტს არ ეწევა, ანუ არ გაუსინჯავს მისი გემო არასდროს. ამგვარ ტყუილებს ხშირად იზახიან ქალები, და გამორიცხული არ არის რომ რაღაც მომენტში თვითონაც სჯეროდეს ამ ტყუილის.
ტყუილი პარტნიორების შესახებ
ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე და ვითარებაზე. არც ისე ხშირად ასახელებენ ქალები, მამაკაცების რაოდენობას რომლებიც მას ჰყავდა ადრე. ყველაფერი დამოკიდებულია საუბარზე და სიტუაციაზე. ქალებო, როდესაც მამაკაცების დასახელებულ რიცხვს გადააჭარბებთ დიდი ალბათობაა იმის, რომ არ დაიჯერებენ თქვენს ნათქვამს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ამიტომ დაასახელეთ ზუსტი რიცხვი არანაირი მიმატებებით. მაგრამ უმჯობესი იქნება თუ ამ თემაზე საუბარს თავს აარიდებთ. ამ ყველაფრის გარდა ქალები იტყუებიან ასევე ინტიმური გამოუცდელობის შესახებ. მათ ხშირად იმის კომპლექსი აქვთ, რომ მამაკაცი მათ მიატოვებს თუ გამოუცდელობის შესახებ შეიტყობს.
ალბათ ხედავთ, რომ ქალების ტყუილს ყოველთვის მოეძებნება ახსნა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს იცავენ , ან სხვის თვალში სახელს იმაღლებენ. მათთვის ტყუილის თქმა არა გაუმართლებელი საქციელი და ცოდვაა არამედ ნამდვილი ნიჭი და ხელოვნება.