EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ოჯახური ურთიერთობების კრიზისი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-22 16:03:58

ოჯახური ურთიერთობების კრიზისი

თუკი დივანზე უფრო ხშირად იღვიძებთ, ვიდრე საკუთარ საწოლში, თუკი სახლის კარს ისე გაიხურავთ, რომ საყვარელ ადამიანს არ ემშვიდობებით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ოჯახური თანაცხოვრების იმ ეტაპს მიადექით, რომელსაც ოჯახური ურთიერთობების კრიზისი ჰქვია.

თანამედროვე დროში წყვილებს ყველაზე ხშირად გაუცხოვების პრობლემა აწუხებთ. თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტების რღვევა და კომუნიკაციის სიმცირე. თუკი თქვენ იმ მამაკაცთა რიგს მიეკუთვნებით, რომლებიც სახლში გვიან, დაღლილები ბრუნდებიან და ამის გამო ცოლთან საუბრისა და ურთიერთობის თავი არ აქვთ, მაშინ თქვენი მეუღლე ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე იღბლიანი ადამიანი სამეზობლოში.
კარგად დაფიქრით და გაანალიზეთ მოვლენები, იქნებ სჯობდეს შეცვალოთ ცხოვრების რუტინული წესი, რათა ერთმანეთისთვის უფრო მეტი დრო დაგრჩეთ?! არ შეგაშინოთ მოახლოებულმა კრიზისმა, რადგან ეს ოჯახური ურთიერთობის განვითარებისთვის ბუნებრივი ეტაპია.

როგორც წესი, ოჯახში წარმოჩენილი ყოველი პრობლემის დასაბამი არასაკმარისი კონუმიკაციაა. ურთიერთობის ამ ფორმაში არ მოიაზრება მხოლოდ მცირე, ფორმალური სახის მქონე საუბრები, რომლებიც ისევდაისევ რუტინულ ყოფას შეეხება. კარგი იქნება, თუკი ერთ ბოთლ ლუდს გვერდზე გადადებთ და მეუღლეს აგრძნობინებთ, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში, რომ დამატებითი სამუშაო საათები ისევ მისი და ოჯახის კეთილდღეობისვისაა და არა იმისთვის, რომ მისგან შორს იყოთ.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქალებს ყველაზე მეტად ყურადღება სიამოვნებთ. კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტური და საჭირო საშუალებაა, რომ მას თავი უწინდელად მიმზიდველ და სასურველ ქალად აგრძნობინოთ. წლების განმავლობაში ახალგაზრდული ვნება ნელ-ნელა უფერულდება, მაგრამ გრძნობები იგივე რჩება. თქვენი საქციელებითა და საუბრით დაუმტკიცეთ მეუღლეს, რომ იგი ისეთივე პატივსაცემი და ღირებული ადამიანია თქვენთვის, როგორც ადრე, შეყვარებულობის პერიოდში.

ქალებს ყვავილებზე, სუმანოებზე და მსგავსი ტიპის საჩუქრებზე მეტად თქვენი ყურადღება და გაგების უნარი სჭირდებათ. საჩუქრები მხოლოდ დამატებითი ინდიკატორი უნდა იყოს იმისა, რომ თქვენთვის მეუღლე და ოჯახი უპირველესია.

გულწრფელობა მყარი ოჯახური ცხოვრების საძირკველია. თუკი არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც დამატებით ახსნა-განმარტებას საჭიროებს, აუცილებლად გაარკვიეთ მეუღლესთან საუბრით. იყავით გულახდილი მასთანაც, და თქვენ თავთანაც.

ისწავლეთ მეუღლის მოსმენა და აზრის გაზიარება. ეს თვისება აუცილებად დაგეხმარებით კონსესუსის მიღწევასა და ურთიერთობის დარეგულირებაში. როგორც წესი, მამაკაცი და ქალი სხვადასხვანაირად გამოხატავენ აზრებს. ქალები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან, ამიტომაც მათი საუბარი უმეტესწილად ემოციურია. კაცებს კი ლაკონური საუბარი ახასიათებთ, ამიტომაც ხშირად ხდება, რომ ქალები მეუღლის მხრიდან უყურადრებობასა და გულგრილობას განიცდიან.

დაუმტკიცეთ თქვენს ცოლს, რომ ის არამხოლოდ ჭურჭლის მრეცხავი და სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელის გამოც ახალგაზრდობაში უამრავ სიგიჟეზე იყავით წამსვლელი და რომელსაც თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზ დღეს დაჰპირდით, რომ ერთად იქნებოდით სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ.