EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« უცნაური პატენტები »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-18 13:50:13

უცნაური პატენტები

უცნაური-პატენტები

ზოგიერთი უცნაური იდეით შეპყრობილი ადამიანი უცნაური გამოგონების დაპატენტებას ცდილობს და ახერხებს კიდეც. გთავაზობთ უცნაურ პატენტებს, რომლებიც ადამიანის ზედმიწევნით უცნაური საგამომგონებლო საქმიანობის შედეგია.აქვე დავძენთ, რომ ასეთები მრავლადაა, თუმცა ჩვენ მათ შორის  ყველაზე უცნაურსა და  საინტერესოს გამოვყოფთ.

 

ეძიეთ  კატა ზურგჩანთაში

კატა-ზურგჩანთაში 

ცხოველის ტრანსპორტირება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ხშირად ხდება, რომ მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შინაური ცხოველის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანის გამო ან პირიქით, გადამეტებულ და შემაწუხებელ ინტერესს იჩენენ ცხოველის მიმართ. პატრონიც იძულებულია ანგარიში გაუწიოს გარშემო მყოფების რეაქციას. ასეთი შემთხვევების ასაცილებლად 2004 წელს გამოიგონეს Uშ 6.701.871 პატენტით დაცული სპეციალური ცხოველების ზურგჩანთა. ეს  სამგზავრო საშუალება შედგება მყარი კარკასისაგან, რომელსაც შემოკრული აქვს სქელი ნაჭერი.  რამდენიმე სასუნთქი და საჭვრეტი სავენტილაციო ხვრელი საშუალებას აძლევს ცხოველს სიბნელეში თავი ,,ეულად" არ იგრძნოს, დაჰყვეს პატრონის გადაადგილების რიტმს, ტრანსპორტის მოჯაყჯაყე მოძრაობასა და მკვეთრ დამუხრუჭებას. თუ ეს თვინიერი არსება ზურგჩანთით გადაჭედილ ავტობუსში ამოყოფს თავს, მისი შეგრძნებები კიდევ უფრო გამძაფრდება. ისე საინტერესოა, როგორ დროს გაატარებს ასეთ ზურგჩანთაში თავად გამომგონებელი.

 

ძაღლის საყურე

ძაღლის-საყურე

თუ თქვენ გრძელყურა შინაური ცხოველი გყავთ, უთუოდ განცდილი გექნებათ ერთი სირთულე, რომელიც  ოთხფეხა მეგობრის კვების ან გასეირნების დროს იქმნება. ასეთ დროს ძაღლის გრძელი ყურები გამუდმებით ბინძურდება და ათასგვარი პარაზიტებით ივსება. განსაკუთრებით ეს აქტუალურია პუდელებსა და მეძებარ ძაღლებში, თუმცა უკვე გამოიგონეს ახალი დამცავი საშუალება. საკმარისია თქვენს ოთხფეხა მეგობარს ყურებზე ჩამოაცვათ განსაკუთრებული  მილები და ცხოველის გრძელი სასმენი ორგანო საიმედოდ იქნება დაცული დაბინძურებისაგან. 

 

თავზე შემოსადები საკვებურა “გობი”

gobitavistvis

ეს მოწყობილობა დაეხმარება ნატურალისტს  ახლო მანძილიდან დაინახოს და უკეთ შეიგრძნოს ის, თუ როგორ კენკავენ ჩიტები საკვებს. ამისათვის საკმარისია  ქვესადგამში საკენკის დაყრა, შემდეგ მისი თავზე შემოდება და მოცდა, როცა ფრინველები მოისურვებენ ასეთი ტიპის მოწყობილობიდან საკვების მიღებას.

      

შემტევი  ბლოკნოტი

  

 

თუ სადმე  ბნელ კუთხეში “ხულიგანი” შემოგეყარათ არ დაიბნეთ, თქვენ შეძლებთ მასთან გამკლავებას, თუ  თავდამცავ ბლოკნოტს მოიმარჯვებთ. ამ უჩვეულო ბლოკნოტს  სპეციალური ამოჭრილი ადგილი აქვს, სადაც თითები თავსდება. მას გააჩნია ბასრი კიდეები, რათა მოწინააღმდეგეს  მაქსიმალური ზიანი მიაყენოთ. ამავე დროს შესაძლებელია მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებაც, ანუ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ თავდასხმის დეტალები, ან დააფიქსიროთ მოძალადის სახის განსაკუთრებული ნიშნები.

   

გაბრაზებული  მაყუჩი

 

 

ეს მოწყობილობა (აღწერილობის თანახმად) იჭერს ყველა ბგერას, რომელსაც კი ადამიანი გამოსცემს. თუ, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დაგაბიჯეს, იმის ნაცვლად რომ უშვერი სიტყვებით  გამოლანძღოთ მოუქნელი მგზავრი, თქვენ შეგიძლიათ მოიმარჯვოთ მაყუჩი და ჩასძახოთ  რაც მოგესურვებათ და არ იფიქროთ შედეგებზე. იდეალური ჩანაფიქრია თავშეუკავებელი ინდივიდებისათვის.

       

შეზლონგი ორსულთათვის

შეზლონგი-ორსულთათვის

მოგეხსენებათ რა სირთულეებს აწყდებიან ქალები ორსულობისას. მათზე ზრუნვის მიზნით ერთ-ერთმა გამომგონებელმა მოიფიქრა განსაკუთრებული შეზლონგის დამზადება, რომლის საშუალებითაც მომავალი დედიკო შეძლებს მუცელზე გადატრიალებას და მზის აბაზანების სწორად მიღებას. შეზლონგი შედგება ჩარჩოსაგან, გადასაკრავისაგან და განსაკუთრებული საკეტისაგან, რომელიც  მომავალი დედიკოს აღნაგობას შესანიშნავად მოერგება და კომფორტსაც შეუქმნის.

        

თავზე მორგებული აფიშა

თავზე-მორგებული-აფიშა

დაივიწყეთ ჩვეულებრივი მისალოცი ბარათები და პლაკატები -- ეს უკვე აღარაა მოდური და თანამედროვე. ახლამოდაში უჩვეულო მილოცვის საშუალებებია, მაგალითად, თავზე დასამონტაჟებელი მისალოცი ბარათი. წარმოიდგინეთ, რომ სტუმრად მიხვედით და თავს პლაკატი გიმშვენებთ, წარწერაც თავისთავად უცნაურ შინაარსს  შეიცავს. აბა როგორ? ხომ უნდა გავამართლოთ გამომგონებლის ჩანაფიქრი.

   

ცეკვის სამართავი

 

თუ თქვენ ცეკვა არ გეხერხებათ, ან არ ხართ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ნუ აღელდებით, რადგან გამოჩნდა საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ ეს სირთულე. ცეკვის სამართავი ხელთათმანი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. ჩამოიცვით იგი ხელის მტევნებზე  და გარკვეული დროის შემდეგ შეიგრძენით საცეკვაო მოძრაობის მშვენიერება.

 

პამპერსი ჩიტებისთვის

პამპერსი-ჩიტებისთვის

თუთიყუში და იადონი გავრცელებული შინაური  ფრინველებია. როგორც ყველა ფრინველი და ცხოველი ისინიც უქმნიან უხერხულობას  პატრონებსა და ხშირად სტუმრებსაც, რადგან საპირფარეშოს მოხმარების უცოდინრობის გამო, საზოგადოებაში უზრდელად" იქცევიან. მათი რეპუტაციის გადასარჩენად  მეცნიერებმა გამოიგონეს ე.წ. ჩიტების  პამპერსი. ეს მოწყობილობა მაგრდება ფრინველის სხეულზე, არ აღიზიანებს ფრთებს და არ ვარდება ფრენის დროს.

 

მექანიკური ძიძა

 

ბავშვი გეყოლათ? გილოცავთ. დაივიწყეთ მშვიდი ძილი, ახლა ბავშვის ტირილი იქნება ჩვეული ხმა თქვენს ოჯახში. ამ მდგომარეობიდან ერთი გამოსავალი არსებობს. საჭიროა მიენდოთ მეცნიერებას და გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიები გთავაზობთ. ამ თემასთან დაკავშირებით გაცემულია პატენტი ერთ მოწყობილობაზე, რომელიც ჩვილს ზურგზე ეფერება და  მას დაძინებაში ეხმარება, შედეგად  მშობელიც  კმაყოფილია და  პატარაც. ეს გამოგონება შედგება ელექტროძრავისაგან და ლილვაკზე დამაგრებული მექანიკური ხელისაგან.  კონსტრუქცია ფიქსირდება საწოლის ქიმზე და ელექტრო სადენიდან იმართება.