EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რევოლუციური ელექტრომობილი - სუპერმანქანა Saleen 3 Wheeler Concept »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: admin
თარიღი: 2014-12-19 16:25:10
ამერიკულმა კომპანია სელენმა (Saleen), რომელიც ცნობილია ფორდის ალტერნატიული ვერსიებით და ერთადერთი საკუთარი სუპერმანქანით S7, წარმოადგინა კონცეფცია თავისი პირველი ელექტრული მოდელის, რომელიც, როგორც შემქმნელები აღნიშნავენ გადატრიალებას მოახდენს ავტომობილების დიზაინში და ტექნიკურ სფეროში. აღვნიშნავთ, რომ მანქანაზე საიდუმლოს მოხსნას მხოლოდ შემდეგი წლიდან გეგმავენ შემქმნელები. მოცემულ მომენტში უჩვეულო ავტოს გულშემატკივრებს შეუძლიათ მხოლოდ იმარჩიელონ თუ რა იმალება სუპერმანქანის ხუფის ქვეშ.
სიახლის დიზაინი შექმნილია იანგომ კაენის მიერ. მისი ჩანაფიქრიდან გამომდინარე, სამ საჯდომიანი Saleen 3 Wheeler Concept უფრო გავს მოტოდელტაპლანს ვიდრე ავტომობილს. მძღოლის სკამი განთავსებული იქნება ავტომობილის ცენტრში, მგზავრების მხარეს. იმისათვის რომ დაფარონ ის ფაქტი, რომ ავტომობილი გახლავთ სამბორბლიანი, დიზაინერმა ძალიან დაბლა განათავსა სპოილერები, რითაც შექმნა აბსოლუტური სამომავლო კონცეფცია. არაჩვეულებრივ ინტერესს იწვევს ძალიან დიდი კაპოტიც, ყველას მშვენივრად ესმის, რომ სავარაუდოდ ის მალავს დაუჯერებელ სიმძლავრეს, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა Saleen ის დიზაინერთა სახლი.
შემქმნელება უკვე გააკეთეს განაცხადი, რომ გადაწყვეტილი აქვთ Saleen 3 Wheeler Concept სერიული წარმოება, ხოლო ტოპ მენეჯერები, უკვე მზად არიან მიიღონ სპეც დაკვეთები, პლიუს ზედმეტად დაინტერესებული კლიენტებისთვის ორგანიზებას გაუწევენ ინდივიდუალურ პრეზენტაციებს.