EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ნასა გვთავაზობს ვენერას კოლონიზებას დირიჟაბლებზე »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-25 01:34:40

ნასა გვთავაზობს ვენერას კოლონიზებას დირიჟაბლებზე

ნასა გვთავაზობს ვენერას კოლონიზებას დირიჟაბლებზე

Wild Airship Idea for Cloud Cities on Venus

მიუხედავად ადამიანისთვის რადიკალურად ცუდი პირობებისა ვენერაზე, ნასას  (NASA) წარმომადგენლები სრული სერიოზულობით განიხილავენ ადამიანთა  ვენერაზე დასახლების პერსპექტივას.

ატმოსფერული წნევა ვენერას ზედაპირზე დაახლოებით 90 პროცენტით მაღალია ვიდრე დედამიწაზე. შუალედური ტემპერატურა ზედაპირზე აღწევს 450°C, ატმოსფეროს 95% შეადგენს ნახშირბადის გაზს და გოგირდის მჟავას.

გარდა ამისა, პლანეტაზე მუდმივი მიწისძვრებია, ელვა და აქტიური ვულკანების ამობრქვევა ხდება.

ამდენი სირთულის მიუხედავად ნასას წარმომადგენლები არ ჩერდებიან და ფარ-ხმალს არ ყრიან – ეხლა იქ ამზადებენ პროექტს ვენერის კოლონიზირებისთვის HAVOC, რაც გულისხმობს ამ პლანეტაზე ადამიანთა კოლონიის სიმაღლეზე განთავსებას.

პროექტი დაფუძნებულია გიგანტური დირიჟაბლების შექმნაზე რომლებიც ილივლივებენ 50 კმ სიმაღლეზე ზემოთ ვენერას ზედაპირიდან, რაც საშუალებას მისცემს ხალხს, თავიდან აიცილონ პლანეტის ატმოსფეროს ურთიერთქმედება.

NASA Vision for Venus

პირობები შიგნით ასეთი «ღრუბლიანი ქალაქის» იქნება სავსებით ასატანი: 85% დედამიწის გრავიტაციის და ჰაერის ტემპერატურა ჩვეული დედამიწის შესაბამისი (ანალოგიური).

ვენერას კოლონიზაციის დადებით მხარეზე მეტყველებს ბევრი რამ: საკმაოდ საშიში სიახლოვე პლანეტისა მზესთან საშუალებას მოგვცემს განვათავსოთ ენერგიის შესაგროვებელი პანელები რომელიც ერთი დარტყმით  გადაჭრის და მოაგვარებს ყველა პრობლემას.

გარდა ამისა მანძილი დედამიწასა და ვენერას შორის ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე დედამიწა მარსისა, და გეგმები მისი კოლონიზირებისა ხორციელდება ძალიან აქტიურად.

.უფრო ადრე ნასამ გააფორმა ხელშეკრულება ორ კერძო კომპანიასთან რომლებსაც უნდა მოემზადებინათ მისია ასტეროიდზე, რომლის მიზანიც არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.