EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 2015 წელი: ახალი კომპაქტური SUV-ები »

კატეგორია: ავტო-ტექნიკა

ავტორი: DEMI

თარიღი: 2015-01-05 16:16:40

2015 წელი: ახალი კომპაქტური SUV-ები

Mazda-CX-3

 
01.01.2015
”ტიგუანნი” ამა ქვეყნისანი უკვე იმდენად პოპულარულები არიან, რომ კომპაქტურ კომბებსაც კი აჯობეს, თუმცა კომპაქტური SUV-ები აქამდე 100 პროცენტით მოხდენილები არ იყვნენ . კრიტიკას პირველ რიგში მათი ინტერიერები იმსახურებდა, სადაც ზედმეტად რუსტიკალური გარემო იყო. ტენდენცია იცვლება და კომპაქტური SUV-ები ნელ-ნელა უფრო და უფრო უმჯობესდებიან. მაგალითად, ახალი BMW X1-ის კოკპიტი უკვე ერთობ დალაგებული და ხარისხიანია. Mercedes GLK-ს შემცვლელს GLC ჰქვია, ახალი ”C-კლასის” ინტერიერი მიიღო და თამამად ვიტყვით, რომ საშუალო კლასის SUV ასე მდიდრული და ხარისხიანი აქამდე არასდროს ყოფილა. თვით პატარა SUV-ებიც კი გაუმჯობესდნენ, რასაც ახალი Mazda CX-3 ადასტურებს, რომელიც Mazda 2-ის ბაზაზეა შექმნილი და სპორტული კოკპიტი აქვს.

პროგრესია ტექნიკური თვალსაზრისითაც: BMW და ”მერსედესი” X1-სა და GLC-ს Plug-in-ჰიბრიდების სახითაც შემოგვთავაზებენ. ასე რომ, თამამად ვიტყვით: ამ კლასის პოპულარობა უფრო მოიმატებს.

 
Ford Edge: ამერიკული ფორმები


Ford-Edge


ამერიკაში ახალი Ford Edge დიდი ხანია იყიდება, გასული წლის ბოლოდან კი ეს საშუალო კლასის SUV ევროპელებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი და უნდა, რომ Audi Q5-ს, BMW X3-სა და ახალ Mercedes GLC-ს გაუწიოს კონკურენცია. ტექნიკა ძირითადად Mondeo-სგან მიიღო.

Mazda CX-3: მზის სხივი იაპონიიდან

Mazda-CX-3



კეთილი იყოს შენი მობრძანება, პატარავ! ზაფხულიდან გაყიდვაში გამოდის ახალი Mazda CX-3, რომლის სიგრძე 4,28 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ Opel Mokka-ს და Skoda Yeti-ს ფორმატის ავტომობილია. ვისაც კომპაქტური SUV-ები უყვარს, ამ მანქანით ძლიერ აღფრთოვანდება. ველოდებით საქართველოშიც!

Kia Sorento: ზრდასრული კორეელი


Kia-Sorento


ახალი Kia Sorento საქართველოში დეკემბრის შუა რიცხვებიდან იყიდება. ამ ავტომობილს ქართული AUTO BILD-ის მკითხველები უკვე კარგად evpatori.geიცნობენ. სიგძეში 4,78-მეტრიანი კორეული SUV Sorento-ს მესამე თაობაა, რომელსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მახასიათებლები და კომპლექტაცია გამოარჩევს.