EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« პოლიციას ჩხრეკისთვის ორდერი აღარ დასჭირდება - ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: UshiKai
თარიღი: 2015-01-09 18:05:42
გადაუდებელი აუცილებლობის დროს სამართალდამცველებს ჩხრეკის ჩატარება ორდერის გარეშე შეეძლებათ. ეს ნიშნავს იმას რომ ხალხი უუფლებო ხდება...
ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის.
ცვლილების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ გახდება. ასეთ დროს საკმარისი იქნება გამომძიებელმა მოქალაქეს ზეპირად განუმარტოს ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების საფუძვლები.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი გედევან ფოფხაძე განმარტავს, რომ ცვლილებები აუცილებელია, რათა სამართალდამცველებს ოპერატიული ღონისძიებების დროს მუშაობა გაუმარტივდეთ.
„სამართალდამცველმა გამოძიების დროს არ უნდა იფიქროს რაღაც ცნობების შედგენაზე. მან ამ დროს საქმეზე უნდა იფიქროს და საქმე დროულად გახსნას,” - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
როგორც ჩანს ეს მთავრობა თვითონ იჭრის იმ ტოტს რომელზეც ზის. რა გარანტია აქვს ჩვეულებრივ ქართველ მოქალაქეს, (უცხოელს ეგენი არ შეეხებიან, აქეთ გვისახლებენ ყველა მოდგმის, ეროვნების ვიგინდარას ჩვენს საკუთარ ქვეყანაში და ხელს უწყობენ ყველაფერში...) რომ ვიღაც პოლიციის წარმომადგენელი არ შემომივარდება სახლში და არ მიმიგდებს ლოგინის ქვეშ რაღაცას (იარაღს, წამალს, ან იქნებ გვამი შემომითრიონ სახლში პაკეტში გახვეული?!)
ამ ქვეყანაში უკანონობაა კანონის საფარველქვეშ შეფარული...
UshiKai