EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რაც ვნახე ნეტავ არ მენახა, თავი ფაქტობრივად აღარ აქვს - ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის დეტალები »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2015-01-09 23:26:01

რაც ვნახე ნეტავ არ მენახა, თავი ფაქტობრივად აღარ აქვს - ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, პოლიციაში დაუდასტურეს, რომ 31 წლის მამაკაცი სამართალდამცველმა მოკლა.
bloodyox

ვაზისუბანში მოკლული 31 წლის მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მათ სამართალდამცველებმა დაუდასტურეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია.

„ერთი თვის წინ მოხდა მსგავსი შემთხვევა. ზუსტად იგივე სადარბაზოში დახვდნენ ვიღაც ხულიგნები, მაშინ გარადჩა, თუმცა მთელი ათი დღე უგონოდ იყო. ძლივს გადავარჩინეთ. ეხლა იგივე განმეორდა. ვიღაც თავს დაესხა და მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც გავიგეთ,სამართალდამცველმა მოკლა, პოლიციაშიც ადასტურებდნენ ამას, მაგრამ ეხლა გვეუბნევიან, რომ ჯერჯერობით არ ვიცითო“, - ამბობს გარდაცვლილის მამა ზურაბ აღლუმაშვილი.

გარდაცვლილის ნათესავის ინფორმაციით, კობა აღლუმაშვილს ჭრილობა თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

„რაც ვნახე ნეტავ არ მენახა. თავის არეში აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები, თავი ფაქტობრივად აღარ აქვს. როგორც პოლიციაში თქვეს ვირაც პატრულის თანამშრომელი აიყვანეს, რომელმაც აღიარა დანაშაულიო“, - აცხადებს მოკლულის ნათესავი ზურაბ მელაძე.

ვაზისუბანში 31 წლის მამაკაცი გუშინ საცხოვრებელი კორპუსისი სადარბაზოში მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, მოხმდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

წყარო - newposts.ge