EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
რემოდელი
მარიამი ახალაია
mirian gvazava
nino0081
nino131
« სიგარეტის ნამწვავის გადაგდებისთვის მოქალაქე 120 ლარით დაჯარიმდება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: UshiKai
თარიღი: 2015-01-12 21:25:35
![]() |
გარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება და იზრდება საჯარიმო თანხაც. ერთი ღერი სიგარეტის გადაგების გამო შესაძლოა მოქალაქე 120 ლარით დაჯარიმდეს.
კონტროლს მოქალაქეებზე საპატრულო პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს.
ფეხით მოსიარულეების მსგავსად, სანქციები შეეხებათ ავტომობილებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მასში მსხდომ პირებსაც.
კანონის მიხედვით, თუ კერძო ავტომობილიდან მძღოლი ან რომელიმე მგზავრი ქუჩაში ნაგავს გადააგდებს, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება, სამარშრუტო ტაქსის შემთხვევაში კი ის პირი, რომელმაც გარემო დააბინძურა.
სანქციები მკაცრდება სხვა სახის ნაგვის გადაყრაზეც, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პირის მიერ გადაგდებული ნაგავი 2 კილოგრამს აღემატება, იზრდება საჯარიმო თანხაც.