EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ შევარჩიოთ საბავშვო საწოლი და ლოგინი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2015-01-15 00:59:37
ბავშვისთვის საწოლის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა ამ საწოლში სულ მცირე ორი წელი მაინც დაიძინებს. სწორედ ამიტომ მისი არჩევისას დიდი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ.
არსებობს საბავშვო საწოლების უამრავი სახეობა -ხის, მეტალის, დეესპე და სხვა სესაბამისად ფასებიც განსხვავებულია.
მეტალის საწოლი. მეტალის საწოლი რაც არ უნდა ლამაზი იყოს ძალიან ცივია და ზამთრის პერიოდში ბავში შეიძლება ადვილად გაცივდეს, პატარები ხომ ხშირად ეკრობიან ძილისას საწოლის კიდეს ან სულაც თავს ადებენ. ამასთან მეტალის საწოლში ადვილია სხვადახვა ტრამვის მიღებაც.
“ ლულკა“ - ამ ტიპის საწოლი ძალიან ლამაზია, ადვილად გადასაადგილებელი, მაგრამ მას აქვს ერთი დიდი ნაკლი მის გამოყენებას მხოლოდ რამდენიმე თვე თუ შეძლებთ. როდესაც ბავშვი ოდნავ წამოიზრდება საწოლის ყიდვა მოგიწევთ. ამასთან ლულკას შედარებით დაბალი ბარიერი აქვს და თუ ბავშვი მოძრავია ადვილად შეიძლება გადმოვარდეს.
- საწოლი ტრანსფორმერი. ასეთი საწოლი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ საკმაოდ ძვირიც ღირს. ასეთი საწოლის მთავარი ღირებულება ისაა რომ საწოლი ბავშთან ერთან „იზრდება“ . მისი გამოყენება 0-7 წლამდე შეგიძლიათ. როდესაც ბავშვი წამოიზრდება საწოლის ზომა გაზარდოთ და ზღუდეები მოხსნათ რათა თქვენმა პატარამ თავისუფლად იმოძრაოს.
რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
- თითქმის ყველა საწოლს აქვს საქანელა, ოღონდ სხვადასხვა ვარიაციებში ეს აუცილებელია ბავშვის დასარწევად და დასამშვიდებლად. გაითვალისწინეთ , რომ ზოგ საწოლს ეს ფუნქცია არ აქვს და ამიტომ საწოლის შეძენისას ყურადღება გამოიჩინეთ.
- გარეგნული მხარე. ყველაზე კარგი ვარიანტია საწოლის ღია ან მშვიდი მუქი ფერები. არ არის სასურველი ფერად ფერადი და ხასხასა ფერის საწოლი ეს პატარას გამოაფხიზლებს და არა დააძინებს. ექსპერტები გვირჩევენ არ შევარჩიოთ ლაქით დაფარული საწოლი, რადგან ლაქი ეს არის ქიმიური ნივთიერება რომელიც არ არის სასურველი ბავშვის ორგანიზმისთვის. ყურადღება მიაქციეთ საწოლის კიდეების ფორმას და დამუშავების ხარისხს. გაითვალისწინეთ, რომ საწოლის ზღუდის ჯოხები ერთმანეთისგან 10 სანტიმეტრზე მეტი სიგრძით არ იყოს ერთმანეთს დაშორებული, თორემ ბავშვს შეეძლება თავის მათ შორის გაყოფა რაც შეიძლება საშიში იყოს.
- საწოლის სიღრმე. ახალშობილისთვის არაა აუცილებელი ღრმა საწოლის ქონა , მაგრამ მოზრდილისთვის კი აუცილებელია. დაბალი სიღრმის საწოლიდან ბავშვი შეიძლება გადმობობღდეს და სიმაღლიდან ძირს დავარდეს, რაც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ყველაზე კარგი ვარიანტია საწოლი, რომელსაც სიმაღლე რეგულირებადი აქვს.
- ზღუდე. საწოლებს სხვადასხვა ტიპის ზღუდეები აქვთ ზოგი მთლიანად იხსნება, ზოგი ნაწილობრივ იკეცება და სხვა. როგორიც არ უნდა იყოს ზღუდეების ტიპი ის კარგად უნდა იყოს დამაგრებული რათა ბავშვმა თავად ვერ შეძლოს მათი შემთხვევით დაკეცვა და სხეულის დაზიანება.
- საწოლის მასალა. გაეცანით რა მასალისგანაა დამზადებული საწოლი, ხომ არ შეიცავს ის სხვადასხვა ბავშვისთვის საშიშიშ ნივეთიერებას. გაითვალისწინეთ რომ ხარისხიან მასალას არ გადასდის ფერი.
- საწოლის დამატებითი მახასიათებლები. თანამედროვე საწოლები აღჭურვილია უჯრებით და შესახვევი მაგიდით. ეს ძალზე მოსახერხებელია და ადგილის დამზოგველიც.
- მატრასი. მატრასი შეიძლება იყოს რამდენიმე ტიპის : რბილი, ნახევრად რბილი და მაგარი. როგორც წესი რბილი მატრასების შიგთავსი დამზადებულია ბამბით ან სინთეთიკური მასალით. ასეთი ტიპის მატრასი არც თუ ისე მოსახერხებელია და გარკვეულ წილად არც უსაფრთხოა ხერხემლის სწორი განვითარებისთვის; ნახევრად რბილი მატრასი დამზადებულია ქოქოსის ბოჭკოვანი მასალისგან და სინთეთიკისგან. მაგარი მატრასები პატარისთვის საუკეთესო ვარიანტია ის ორივე მხრიდან გავსებულია ქოქოსის ბოჭკოვანი მასალით, ხოლო მათ შორის განთავსებულია მყარი პოროლონის მასალა. ასეთი მატრასი არ იზნიქება რაც ბავშვის ხერხემლის განტვირთვას უწყობს ხელს. რაც შეეხება ქოქოსის ბოჭკოვან მასალას ეს არის ანტიალერგიული მასალა და უსაფრთხოა ბავშვისთვის.
- ბალიში. ექიმების რეკომენდაციით არ არის საჭირო წლამდე ბალიშის მოხმარება, რადგან ბავშვს არასწორი აღნაგობა შეიძლება ჩამოუყალიბდეს. წლამდე ბავშვის თავქვეშ შეგიძლიათ დაუდოთ რამდენჯერმე დაკეცილი ნაჭერი. ასაკის მატებასტან ერთად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბალი ბალიშები, რათა ბავშვის კისერი ძალიან არ იხრებოდეს. ბალიშის სიმაღლრ უნდა იყოს 2-3 სანტიმეტრი. თავი აარიდენ ბუმბულის ბალიშის მოხმარებას.
- თეთრეული. ბავშვის თეთრეული სასურველია დამზადებული იყოს ნატურალური ბუნებრივი მასალისგან, რათა პატარის მგრძნობიარე კანი არ გაღიზიანდეს. საწოლის ფარდა ან ბალდახინის მოხმარება სასურველი არ არის რადგან მასზე ადვილად გროვდება მტვერი და საჭიროა მისი ხშირი რეცხვა. ცხელ ამინდში ფარდა ხელს შეუშლის ჰაერის ნორმალურ ცირკულაციას ბავშვის საწოლთან. კარგია თუ შეიძენთ საწოლის რბილ საფარს, თქვენი პატარა საწოლში უსაფრთხოდ იქნება და სხეულის მირტყმის დროს ვერაფერს ვერ დაიზიანებს და ასევე ზამთრის პერიოდში თავს თბილად იგრძნობს. ზაფხულში კი მათი მოხსნა სასურველია.