EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფარული ჩანაწერი, რომელმაც ღარიბაშვილ - ივანიშვილის ურთიერთობა შეიწირა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2015-01-22 00:12:56

ფარული ჩანაწერი, რომელმაც ღარიბაშვილ - ივანიშვილის ურთიერთობა შეიწირა

j

გაზეთი "ქრონიკა +" ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ საუბრობს და მიზეზად თამაზაშვილების ფაქტორს ასახელებს. გაზეთი იუწყება, რომ საქმე ეხება "აჭარაბეთის" საქმეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას, რომელთანაც გამოცემის ინფორმაციით, არაოფიციალურ მოლაპარაკებებს იმ პერიოდში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი აწარმოებდნენ. სტატიის ავტორის ცნობით, თემურ უგულავამ შეხვედრისას საუბრის აუდიოჩანაწერი გააკეთა, რაც მოგვიანებით მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა. გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ივანიშვილს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ღარიბაშვილთან და მას ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოსთხოვა.

გამოცემა იუწყება, რომ თემურ უგულავასთან არაოფიციალური მოლაპარაკებები, "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ზვიად ჯანყარაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმას, პარლამენტარ ლექსო თამაზაშვილს დაუწყიათ.

პირველსავე შეხვედრაზე თემურ უგულავასთვის ზვიად ჯანყარაშვილს უთქვამს, - თუ გინდა, ფინანსურ პოლიციას და დარიცხულ 150 მილიონს თავი დააღწიო, მოვილაპარაკოთო. - რაზე მოვილაპარაკოთო? დაუკონკრეტებია თემურ უგულავას. - დარიცხული ჯარიმის ნახევარი, 75 მილიონი, არაოფიციალურად გადაიხადე და ფინანსური პოლიცია შემოწმებას შეაჩერებსო. ჯანყარაშვილის შეთავაზებაზე უგულავას გასცინებია, - სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული დარიცხული ჯარიმა და საერთოდ, არ ვაპირებ არაფრის გადახდასო! რაზეც, ამჯერად, უკვე ლექსო თამაზაშვილს უპასუხია, - ყ...ზე გვკიდია შენი გასაჩივრებაც და სასამართლოც, გადაიხადე ნახევარი და პრობლემებიც მოგიგვარდებაო! როგოც ჩანს, თემურ უგულავა იმაზე უფრო ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე ჯანყარაშვილს წარმოედგინა. მას კონკრეტიკა მოუთხოვია, - შენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხარ, თანამდებობით გარანტიების მოცემა არ შეგიძლია, დარიცხული ჯარიმის ნახევარი რომ გადავიხადო, ისიც არაოფიციალურად, რა გარანტია მაქვს, რომ ფინანსურ პოლიციაში პრობლემები მომიგვარდება და თანხა აღარ დამერიცხებაო?

პრემიერის ცოლის ნათესავებმა აქ დაუშვეს საბედისწერო შეცდომა - "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, მათ თემურ უგულავას უთხრეს, - ხომ არ დაგავიწყდა, ვისი ნათესავები ვართ, გარანტი სწორედ პრემიერ-მინისტრია, რომელიც საქმის კურსშია და რა პირობასაც გეუბნებით, ის პირობა აუცილებლად შესრულებული იქნებაო.

როგორც ჩანს, თემურ უგულავა არც ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს ენდობოდა და არც ვაჭრობის გამართვას აპირებდა, არც ფულს აიხევდა კახელებისგან და ჯარიმების ანულირებისთვის ბრძოლას სწორედ სასამართლოში აპირებდა. ის ბევრად უფრო ჭკვიანი და ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი ლედის მამიდაშვილს წარმოედგინა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მათი შეხვედრის და საუბრის ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა, რომელიც თემურ უგულავას უახლოესი მეგობარია. იგივე ინფორმაცია ყოფილი პრემიერისთვის ჭუტა წერეთელსაც დაუდასტურებია. იმის მიუხედავად, რომ თემურ უგულავა სააკაშვილის ბიზენსმენთა და დამფინანსებელთა სიაშია, ბიძინა ივანიშვილი მისი გაწეწვის ამ ფორმას წყობიდან გამოუყვანია. იმავე წამს შუშის სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი დაუბარებია. ამ შეხვედრისა და "რაზბორკის" თაობაზე მედია უკვე წერდა. ყოფილ პრემიერს მოქმედი პრემიერისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოუთხოვია, რადგან უგულავასთან საუბარში ყველაზე ხშირად მოქმედი პრემიერის სახელით გარანტიებს, "ქორონიკა+"-ის წყაროს 
ინფორმაციით სწორედ თამაზაშვილი გასცემდა, "უმადურობასაც აქვს საზღვარი, ირაკლი, ეს ლაწირაკი, რომელიც დეპუტატი არაფრისგან გავხადეთ, რას ბედავს შენი სახელითო?! - უთქვამს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის. მოქმედი პრემიერი ყოფილს ფეხებში ჩავარდნია, - იქნებ, ეს ამბავი არ გახმაურდეს და ამის შემდეგ ჩემი ცოლის ნათესავებს პირადად მივხედავო. ირაკლი ღარიბაშვილი დიდხანს უმტკიცებდა ბიძინა ივანიშვილს, ჯანყარაშვილისა და თამაზაშვილის ქმედებების შესახებ არაფერი ვიცოდიო, მაგრამ ივანიშვილი არც ისე გულუბრყვილოა, რომ ღარიბაშვილის ეს ფიცი-მტკიცი დაეჯერებინაო", - უყვება "ქრონიკა+"-ს სახელისუფლებო წყარო.

წყარო: "ქრონიკა +"