EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რუსეთმა დასავალეთს ბირთვული საფრთხის შესახებ შეახსენა »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2015-02-02 13:37:18
ნორვეგიის სათვალთვალო საგუშაგომ ერთ-ერთი ბობდამშენის რადიოსიგნალი დაიჭირა. რუსული Ту-95-ის ბორტზე ბირთვული ქობინი აღმოჩნდა . ამის შესახებ ინფორმაცია სასწრაფოდ დიდ ბრიტანეთს მიაწოდეს.
ბრიტანული საჰაერო სამხედრო ძალებმა პარასკევს დაიჭირეს რუსული ბომბდაშენი, რომელსაც ბორტზე ჰქონდა მოთავსებული ბირთვული რაკეტები. Ту-95 ასრულებდა სასწავლო მისიას და რაკეტები არ იყო შეიარაღებული. ბრიტანელები თვლიან, რომ რუსეთმა ასეთი ქმედებით შეახსენა დასავლეთს ბირთვული საფრთხის შესახებ.
იმ დღესვე რუსეთის ელჩი გამოძახებული იქნა ლონდონში საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი სტრატეგიული ბომბდამშენ Ту-95–ის გამო, რომლებიც ლა-მანშის თავზე დაფრინავდნენ.
როგორც დიდი ბრიტანეთის საჰაერო სამხედრო ძალები მიიჩნევენ რუსმა სამხედროებმა იციან, რომ ნატოს სათვალთვალო სამსახურს შეუძლიათ მათი ინფორმაციის დაჭერა. აქედან გამომდინარე პოტენციურ მოწინააღმდეგეს ახსენებენ, რომ რუსეთი არის უძლეველი ბირთვული სახელმწიფო და ეს არ უნდა დაივიწყონ.