EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყვავილოვანი კომბოსტო »
კატეგორია: გურმანიავტორი: natasha
თარიღი: 2015-02-17 15:08:23
ყვავილოვანი კომბოსტო
თუკი ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვარულები ხართ, მის მარტივ და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
1 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო
100 გრ. კარაქი
3 თავი ხახვი
3 ც. კვერცხი
ოხრახუში
100 გრ. რძე
ყვითელი ყვავილი
პილპილი
ქინძი, კამა
მარილი
მომზადების წესი:
მოამზადეთ ყვავილოვანი კომბოსტო: მოაცალეთ ფოთლები, მოაჭერით ბოლოები, დაშალეთ პატარა ნაწილებად, გარეცხეთ ცივ წყალში და მოხარშეთ მარილწყალში. მოხარშვის შემდეგ კი დადეთ საწურზე.
დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი კარაქში. დაჭერით ქინძი, კამა და ოხრახუში წვრილად.
მოათავსეთ კომბოსტო ქვაბში, მოაყარეთ მოთუშული ხახვი, მწვანილები, შავი პილპილი და ყვითელი ყვავილი. მოშუშეთ ორთქლში.
კომბოსტოს მოასხით რძეში ათქვეფილი კვერცხი და ცეცხლზე გამდნარი კარაქი. 5-10 წუთში კი გადმოიღეთ თეფშზე და მიირთვით ცხლად