EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აბზინდა / Artemisia absinthium »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2015-02-17 17:20:18

აბზინდა / Artemisia absinthium

Absinthe-Wormwood-Artemisia-Absinthium-Herb-Plant

აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 1 მ-ს აღწევს და მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო შეფერილობა აქვს. აბზინდა რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. ახასიათებს ძლიერი სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. ღერო სწორმდგომია და ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესურა მოკლეა, დატოტვილი და ფესვით ბოლოვდება. ფესვთან განლაგებული ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები–რჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ხოლო ზედა ფოთლები ფრთისებრია. წვრილი, ყვითელი ყვავილები 2,5-3,5 მმ. დიამეტრის ბურთისებრ კალათებს ქმნიან, რომლებიც თავის მხრივ საგველა ყვავილედებს ქმნის.
ყვავილობს ივლის-აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მცენარე კარგად უძლებს ამინდის ცვლილებას.
 
აბზინდა
 
აბზინდა გავხვდება სვანეთში, სამეგრელოში, ქართლში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, მესხეთში.
 
იზრდება გზის კიდეებზე, საძოვრებზე, მშრალ მთიან ადგილებში. სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ ფოთლებს და ყვავილიან კენწეროებს (ბალახს). აბზინდას დამზადება ორ ეტაპად ხდება. ფესვთან განლაგებულ ფოთლებს ყუნწების გარეშე ყვავილობამდე აგროვებენ. კენწეროებს ყვავილობის დროს კრეფენ – 20-25 სმ. სიგრძის ყლორტებს. დაგვიანების შემთხვევაში ყვავილები ყვითელ ფერს კარგავს და მუქდება. მცენარეს სწრაფად აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან საშრობში 40-50 C ტემპერატურაზე. ნედლეულს ორი წლის განმავლობაში ინახავენ მკვრივ ტომრებში ან ხის ჭურჭელში.
 
აბზინდა შეიცავს ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ფლავონებს,მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას და კაროტინს.
 
აბზინდას პრეპარტები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აძლიერებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას აძლიერებენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას და ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას.
 
აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭრის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან
 
აბზინდა-Artemisia-absinthium
 
აბზინდას ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა ტკივილგამაყუჩებელია ძარღვებს დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის და ანთების დროს. ხალხურ მედიცინაში აბზინდას იყენებენ ჭიების დასაყრელად; მის ნაყენს ხმარობენ კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ხოლო მის წვენს ბრონქეალური ასთმის, ეგზემის, რევმატიზმის, ნაღველკენჭივანი დაავადების სამკურნალოდ და უძილობისას. ნიკრისის ქარის და რევმატიზმებისას იყენებენ აბაზაბებში.
 
მისმა არასწორმა და ზედმეტი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ჰალუცინაცია, პირისღებინება და ჭკუაზე შეშლაც კი.
 
თუშ. კატათკუდა; ფშ. აბზინთა; ხევს. აბზინტა; ზმ. რაჭ. სიმჭლის ბალახი; მოხევ. ყარტიმყრალაჲ; საბა აფსინდი; მეგრ. აბზინდე.